x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
გმირმა პოლიციელმა მოხუცი ქალი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა(ვიდეო)
image

CCTV-ის კადრებში ნაჩვენებია ინდოელი პოლიციელი, რომელმაც წამის მეათედში ქალი სიკვდილს გამოსტაცა, როდესაც მატარებელი მისკენ მიემართებოდა.



შემთხვევა ინდოეთშიმ, უტარ პრადეშის შტატში მოხდა. მოხუცი ქალი პირდაპირ მატარებლის გზაზე იმყოფებოდა და სავარაუდოდ ციცხალი ვერ გადარჩებოდა“ ლალიტპურის რკინიგზის სადგურის პოლიციის თანამშრომელი რომ არ მისულიყო დასახმარებლად.


უფროსმა კონსტებლმა კამლეშ კუმარ დუბეიმ, რომელმაც დაინახა მოახლოებული მატარებელი, იქნევდა ხელებს, რათა გაეფრთხილებინა ქალი რკინიგზის ლიანდაგის გადაკვეთის დროს.



მაგრამ რამსახი ტივარიმ, 65 წლის ქალმა ჩრდილოეთ ინდოეთის სოფელ პადიარიიდან, მაინც გადაკვეთა ხაზი.


კუმარ დუბეიმ ხელში მოჰკიდა ქალს და სწრაფად გამოიყვანა ზუსტად იმ წამის მეათედში, როდესაც მათ Sampark Kranti-ის ექსპრესმა ჩაუქროლა.


შემთხვევის ადგილზე მალე იქვე მგოფი მყოფი მგზავრებიც მივიდნენ და მიესალმნენ ოფიცრის ძალისხმევას ტივარის სასწაულებრივი გადარჩენის შემდეგ.


ადგილობრივი მედიის ცნობით, მოხუცმა ქალმა არ გაითვალისწინა რკინიგზის პოლიციელის გაფრთხილება და სცადა რკინიგზის ლიანდაგის გადაკვეთა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, რომ მატარებელს უნდა გაევლო.


”მოხუცი ქალი, რომელიც ჯანსის სამმართველოს ლალიტპურის სადგურზე ლიანდაგზე გადადიოდა და რომელიც საკუთარ სიცოცხლეს ეთამაშებოდა გადაარჩინა მორიგე რკინიგზის დაცვის თანამშრომლმა”, - ნათქვამია რკინიგზის სამინისტროს განცხადებაში.



ყველას სთხოვენ გამოიყენონ საფეხმავლო ხიდი ერთი პლატფორმიდან მეორეზე გადასასვლელად, თუმცა ხალხი მაინც ჯიუტად რკინის ლიანდაგებზე ამჯობინებს გადასვლას

0
310
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0