x
მეტი
  • 03.10.2022
  • სტატია:122716
  • ვიდეო:355138
  • სურათი:495001
"ეს უკვე არჩევანია, რომლითაც იდებილებ თავს"- რას წერს კახა კინწურაშვილი?

image

კახა კინწურაშვილი სოციალური ქსელში 20 ივნისის აქციასთან "შინ ევროპისკენ"​ დაკავაშირებით წერს.


მისი თქმით, ამ აქციას უნდა მართავდეს ხელისუფლება ხალხთან ერთად, თუმცა ისინი სხვა რამეზე ფიქრობენ.


"ჩვენს ქვეყანაში ყოველი მე -5 ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს, მათი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. ჩვენს მოქალაქეებს უკიდურეს გაჭირვებაში უწევთ ცხოვრება, ნაწილი გარბის.


ამ დროს ქვეყანას ოლიგარქი მართავს და ამ ყველაფერზე ხელისუფლება ამბობს, რომ დემოკრატია და სიმშვიდე გვაქვსო?!



თუ მათ მამა მარჩენალს რამე საფრთხე შეექმნა, მზად არიან ქვეყნის ინტერესები გადააყოლონ და ყველას უკეთესი მომავლის შესაძლებლობა წაგვართვან.


მარტო ოპოზიციის დანაშაულებებს ხედავდე და ამ რეალობას არა, ეს უკვე არჩევანია, რომლითაც იდებილებ თავს, ღალატობ საკუთარ სინდის და წირავ თაობებს.


16 და 20 ივნისის აქციას წესით ხელისუფლება უნდა აწყობდეს ხალხთან ერთად, რომ დაანახოს მსოფლიოს მისი არჩევანი, მაგრამ ეტყობა სხვა “ ტრიუკებზე ” ფიქრობენ", - წერს კახა კინწურაშვილი.




image
1
1150
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
1150
  
29 ივლისი, 16:51
საღოლ კახა
0 1 1