x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
“სწორედ ეს დარდი განმასხვავებს ევროპელი მშობლისგან…” - რას წერს ირინა სარიშვილი

image


"ყველაზე დიდი დარდი რაც მაქვს ისაა, მე რომ აღარ ვიქნები, როგორ იქნებიან უჩემოდ" - ამ შინაარსის პოსტს ავრცელებს ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში, სადაც მასა და ევროპელ მშობელს შორის არსებულ განსხვავებებზე საუბრობს:


"ჩემი შვილებიდან სამი განსაკუთრებული საჭიროების პირია, აქ რომ შშმ-ს უწოდებენ, აი ეგეთი.


ყველაზე დიდი დარდი რაც მაქვს ისაა, მე რომ აღარ ვიქნები, როგორ იქნებიან უჩემოდ და სწორედ ეს დარდი განმასხვავებს ევროპელი მშობლისგან, რომელმაც ზუსტად იცის – მის შვილს არაფერი გაუჭირდება, აღარ ჩამოვთვლი, რატომ – იცით ყველამ.


მესმის რომ სახელმწიფო ინტერესებთან შედარებით ეს ძალიან პირადია, მაგრამ ამ წუთას სწორედ ამიტომ საჯაროდ მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ხელს უშლით საქართველოს ევროპისკენ სვლას, ვინც არ უნდა იყოთ, გშლით ჩემი ცხოვრებიდან.


დღეს, 20 ივნისს, 20 საათზე რუსთაველზე!"- წერს ყოფილი პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ ანტირუსული აქციის ძალადობრივად დაშლიდან 3 წლის თავზე, მოძრაობა "სირცხვილიამ" აქცია - "შინ, ევროპისკენ" დაანონსა. დაგეგმილი აქცია დღეს, 20 ივნისს, ზუსტად 20:00 საათზე პარლამენტის წინ დაიწყება.





0
322
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
322