x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
9 შოკისმომგვრელი ფაქტი ველური დასავლეთის შესახებ, რომლებიც ძნელი დასაჯერებელი არცაა

image

ეს ერა, რომელიც მხოლოდ 50 წელი გაგრძელდა, გახდა ამერიკული კულტურის ნამდვილ მითად, მან საფუძველი ჩაუყარა ბევრ თანამედროვე ნივთსა და პროცესს. აქ ყველაფერი იყო: კოვბოები, ბანდიტები, ომები ინდიელებთან და ერთმანეთთან. თუმცა მე-19 საუკუნის ამერიკის რეალური იმიჯი სრულიად განსხვავებულად გამოიყურება იმისგან, რასაც მიჩვეულები ვართ ფილმებში. ველური დასავლეთი მართლაც რომ ველური იყო.

1. ყველაფერი, რასაც ფილმებში აჩვენებენ ველური დასავლეთის შესახებ, ტყუილია.

მოხდა ისე, რომ თანამედროვე ადამიანისთვის ველური დასავლეთის შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყარო ვესტერნული ფილმებია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ვესტერნი იტალიელებმა გადაიღეს და არა ამერიკელებმა. შედეგად, ჩვენ ვხედავთ სერიოზულ ცვლილებას რეალურ ისტორიულ სურათებში. ჯერ ერთი: ნამდვილი კოვბოები სულაც არ იყვნენ გმირები, არამედ ჩვეულებრივი მწყემსები, რომლებიც ძროხების ნახირს წინ და უკან ატარებდნენ. მეორეც, კოვბოები არასოდეს ებრძოდნენ ინდიელებს. „წითელკანიანებს “ ყველა ერთნაირად ავიწროებდა: ბანდიტები, კონტრაბანდისტები, სხვებზე მეტად, რა თქმა უნდა, ამერიკული არმია, მაგრამ არა კოვბოები. და კოვბოებს არასოდეს დაუდგამთ ის ძალიან ცნობილი დუელები ქალაქის მთავარი ქუჩის შუაგულში. და საერთოდ, იარაღს იშვიათად იღებდნენ.image


2. იარაღის გარეშე მამაკაცი მამაკაცად არ ითვლებოდა

ყველას ჰქონდა იარაღი ველური დასავლეთის დღეებში. მამაკაცს კოლტი თუ არ ჰქონდა მამაკაცად არც ითვლებოდა. ამასთან, ყველაფერი ისე როდია, როგორც ვესტერნის ფილმებში. რა თქმა უნდა, საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო, ვინც სროლა იცოდა, მაგრამ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი იყენებდა ცეცხლსასროლ იარაღს სანადიროდ და მათი ქონების დასაცავად. სხვათა შორის, სწორედ ველური დასავლეთის დროიდან ამერიკაში დამკვიდრდა ტრადიცია სახლში იარაღის შენახვაზე.image

3. კანონებს ქმნიდა არა სახელმწიფო, არამედ კერძო კანტორები

ველური დასავლეთის იგივე ბანდიტები და მძარცველები დიდ ქალაქებში საკმაოდ იშვიათი სტუმრები იყვნენ, რაგდან ასეთ ქალაქებში პოლიცია ნამდვილად უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას. იმ დროს არანაირი გამაფრთხილებელი გასროლა და ხანგრძლივი მოლაპარაკებები არ ხდებოდა. თუ ვინმეს ძარცვავდნენ ან კლავდნენ, დამნაშავეს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ესროდნენ. ამიტომ კრიმინალების უმეტესობა სოფლად ცხოვრებას ამჯობინებდა. აქ საკმაოდ წარმატებულები იყვნენ პირუტყვის ქურდობაში, მატარებლებისა და ბანკების ძარცვაში. ასეთ ადგილებში პრაქტიკულად არ არსებობდა ამერიკის ოფიციალური ხელისუფლება. წესრიგი და კანონი იყო კერძო დაცვის კანტორების, ე.წ. „სახმელეთო ოფისების“ ხელში. image

4. ბანდიტებს შურისმაძიებლების იმიჯი ჰქონდათ

საზოგადოებრივი წესრიგის არც თუ საუკეთესო დონე განპირობებული იყო იმითაც, რომ ბევრი ბანდიტი ემუქრებოდა შერიფებს მოკვლით, ოჯახის წევრების ამოხოცვით და ა. შ. რაც მთავარია, ამ ადამიანებს ნამდვილად შეეძლოთ უდანაშაულო ხალხის მოკვლა, ამიტომ შერიები მათგან თავს შორის იჭერდნენ.image

5. “თეთრკანიანები" ინდიელებთან ყოველთვის ვერ იმარჯვებდნენ

ვესტერნებში ამერიკული არმია ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა ინდიელებთან ნებისმიერ შეტაკებაში. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ხშირად სწორედ ასე იყო. მაგრამ არა ყოველთვის. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხი მოხდა 1876 წლის ზაფხულში, როდესაც ლაკოტასა და ჩრდილოეთ ჩეიენის გაერთიანებული ძალები გაემართნენ შეერთებული შტატების არმიის მე-7 საკავალერიო პოლკის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა ცნობილი გახდა როგორც პატარა ბიგჰორნის ბრძოლა. მხარეთა ძალები თავდაპირველად არათანაბარი იყო, თითქმის სამჯერ მეტი ინდიელი იბრძოდა: 650 ჯარისკაცი თითქმის 2000 ინდიელის წინააღმდეგ. ცნობილმა სარდალმა ჯორჯ კასტერმა მძიმე არტილერიასაც კი ვერ უშველა. საშინელი სისხლიანი ბრძოლა გაგრძელდა რამდენიმე საათის განმავლობაში, რის შედეგადაც ინდიელებმა გაიმარჯვეს.image

6. სკალპის აძრობა ინდიელებს არ დაუწყიათ

ინდიელებს მიაწერენ „ჩვეულებას“ - მსხვერპლთა სკალპის აძრობის შესახებ. თუმცა სწორედ თეთრკანიანმა მონადირეებმა დაიწყეს თავდაპირველად სკალპის აძრობს. საქმე იმაშია, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს ინდიელების წინააღმდეგ ნამდვილი მასობრივი დევნა დაიწყო. მათ ცხოველებივით დევნიდნენ, ეს ხდებოდა არამარტო არმიის მხრიდან, დაქირავებული ბანდიტებიც სიამოვნებით მონაწილეობდნენ გენოციდში, რადგან თითო მოკლულ ინდიელზე 25 დოლარს იღებდნენ ხელისუფლებისგან. საჭირო იყო მხოლოდ მკვლელობის დამტკიცება, ამიტომაც ყველაზე მოსახერხებელ გზად სკალპის აძრობა მოიფიქრეს, ინდიელებმა კი მოგვიანებით მათივე მონეტით უპასუხეს.image

7. “წესიერ" ხალხს ჯინსი არ ეცვა

დღეს ეს საკმაოდ სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მე-19 საუკუნის შუა ხანებში არც ერთი წესიერი ადამიანი არ გავიდოდა საზოგადოებაში ჯინსით. მაშინ მათ მხოლოდ კოვბოები, ოქროს მაძიებლები და მონები ატარებდნენ. ჯინსი გახდა, როგორც იაფი, პრაქტიკული სამუშაო ტანსაცმელი სამხრეთ კარიბის ზღვის აუზის პლანტაციებისთვის. უფრო მეტიც, ჯინსის პირველი ნიმუშები თეთრი იყო, შემდეგ მათ შეღებვა დაიწყეს.image

8. კოვბოებს საკუთარი კოდექსი ჰქონდათ

კოვბოები მოსახლეობის საკმაოდ ღარიბი კლასიდან იყვნენ. ყველაზე ხშირად ისინი დაქირავებულად მუშაობდნენ სხვის რანჩოებსა და საძოვრებზე, თუნდაც საკუთარი ცხენის გარეშე. და მაინც, კოვბოებს ჰქონდათ საკუთარი ნამდვილი საპატიო კოდექსი, რომლის დაცვასაც ამ პროფესიის ყველა წარმომადგენელი ცდილობდა. კერძოდ, ამ კოდექსში კატეგორიულად იკრძალებოდა უიარაღო მამაკაცისთვის სროლა და დაუშვებელი იყო ქალისთვის სროლა. კოვბოს არასდროს არ უნდა დაეფარა სხვისი ქუდი და სხვის ცხენზე არ უნდა ამხედრებულიყო. ცხენის ქურდს ყოველგვარი ყოყმანისა და სინდისის ქენჯნის გარეშე კლავდნენ ხოლო შაბათ-კვირის შემდეგ ქალაქიდან გასვლისას დასაშვები იყო რევოლვერის ჰაერში სროლა და გიჟური ყვირილი, ამით ქალაქს „პატივს“ სცემდნენ.image

9. გაანადგურეს მილიონობით ბიზონი

საშინელი უკონტროლო მასიური ნადირობა ბიზონებზე დაიწყო 1830-იან წლებში და თითქმის გამოიწვია ცხოველთა ამ სახეობის სრული გადაშენება მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში. ტრადიციულად, ბიზონი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოველი მრავალი ინდიელი რი ტომის გადარჩენისთვის. ინდიელები მათზე ნადირობდნენ საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლის, ხელსაწყოებისა და ჭურჭლის გამო. მაგრამ ისინი ყოველთვის კლავდნენ ზუსტად იმდენს, რამდენიც საჭირო იყო მათი სასიცოცხლო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მაგრამ თეთრკანიანმა ამერიკელმა მონადირეებმა და რკინიგზის კომპანიებმა დაიწყეს კამეჩების დაკვლა ძირითადად ტყავისთვის, თუ 1800-იანი წლების დასაწყისში წელიწადში დაახლოებით 200 ათასი ბიზონი იღუპებოდა, 1870 წლიდან 1875 წლამდე პერიოდში დაახლოებით 2, 5 მილიონი იღუპებოდა ყოველწლიურად. image

0
255
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
255
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0