x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
საშინელი ლურჯი სპირალი ახალი ზელანდიის ცაზე
image
საღამოს ცაზე უჩვეულო მბზინავმა „ნახატმა“ ბევრი დამკვირვებელი დააინტრიგა, მაგრამ მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ეს იყო რეალურად უცხოპლანეტელები ან რაღაც სხვა.


კვირას, 2022 წლის 19 ივნისს, ახალ ზელანდიაში კოსმოსის ბევრი დამკვირვებელი დაინტერსდა იდუმალი სპირალური ფენომენით, რომელიც ლურჯად ანათებდა და ხილული იყო საღამოს ცაზე. სოციალურ ქსელებში მომხმარებლებმა დაიწყეს სხვადასხვა თეორიების წამოწევა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება იყოს ეს. ისინი წერდნენ, რომ ეს შეიძლება იყოს უცხოპლანეტელების ობიექტი, ან რაღაც აუხსნელი ფენომენი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი გაცილებით მარტივია, წერს The Guardian-ი.


ზოგიერთი ვარსკვლავთმხედველი, რომლებმაც დაინახეს სპირალური მანათობელი წარმონაქმნები ცაზე ახალი ზელანდიის თავზე, ნამდვილად გაკვირვებული იყვნენ იმით, რაც ნახეს. ამ ფენომენის ფოტოებმა სოციალური ქსელები დაიპყრო სხვადასხვა კომენტარებით იმაზე, თუ რა ხდებოდა - ვარაუდობდნენ, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო უცხოპლანეტელები ან მეცნიერებისთვის უცნობი კოსმოსური ფენომენი.


image





"მეგობარმა გამომიგზავნა შეტყობინება და თქვა, გადი გარეთ და შეხედე ცას, იქ რაღაც ხდება. მე გამოვედი და დავინახე ეს მანათობელი სპირალური ობიექტი." - ამბობს ალასდაირ ბერნსი, უჩვეულო ფენომენის ერთ-ერთი მოწმე ახალი ზელანდიის საღამოს ცაზე.


მისი თქმით, ის, რაც მან ნახა, უზარმაზარ სპირალურ გალაქტიკას ჰგავდა, რომელიც არა მხოლოდ ცაში იყო, არამედ, ნელა მოძრაობდა.


"როდესაც დავინახე, საკმაოდ უცნაური გრძნობა დამეუფლა." - ამბობს ბერნსი.

ბერნსმა, ისევე როგორც ბევრმა სხვა დამკვირვებელმა, მოახერხა ამ უჩვეულო ფენომენის რამდენიმე ფოტოს გადაღება. ამ სურათებმა დატბორა სოციალური ქსელების თემატური გვერდები, რომლებიც ასტრონომიას ეძღვნება.



image



დამკვირვებლები ამ ფენომენს სხვადასხვანაირად აფასებდნენ. ზოგი ვარაუდობდა, რომ უცხოპლანეტელები საბოლოოდ ჩამოვიდნენ, ზოგი კი თვლიდა, რომ ეს შეიძლება იყოს დედამიწის ორბიტაზე შავი ხვრელის გაჩენის დასაწყისიც კი.


„ეს არის უცნაური, მაგრამ ადვილად ასახსნელი ფენომენი.“, ამბობს რიჩარდ ისტერი ახალი ზელანდიის ოკლენდის უნივერსიტეტიდან.


მეცნიერის თქმით, ასეთი სპირალის ფორმის ობიექტები ხანდახან ჩნდება, როდესაც რაკეტას თანამგზავრი ორბიტაზე გაყავს.


"როდესაც საწვავი რაკეტიდან გამოდის, გამოდის წყლისა და ნახშირორჟანგის ნარევი, რომელიც ქმნის ღრუბელს კოსმოსში, რასაც ანათებს მზეს. ამიტომ, ხანდახან შეგიძლიათ ნახოთ ასეთი სპირალური ფენომენი ცაზე."- ამბობს ისტერი.


მეცნიერის თქმით, დიდი ალბათობით, ეს კვალი ცაზე დატოვა SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-მ, რომელმაც კომპანია Globalstar-მა გაუშვა დედამიწის დაბალ ორბიტაზე 19 ივნისს კვირას გაუშვა.


image



”დიახ, დიდი ალბათობით, ეს რაკეტა იყო. მსგავსი ფენომენის შესახებ მოხსენება ვიპოვე 2009 წელს, როდესაც რუსულმა რაკეტამ ასევე დატოვა მსგავსი ლურჯი სპირალები ნორვეგიის ცაზე. მაგრამ მე და ჩემს მეგობრებს ეს აქამდე არ გვინახავს. ასე რომ, ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა. - ამბობს ბერნსი.


Channel News Asia-ის ცნობით, მსგავსი ფენომენი დაფიქსირეს წყნარი ოკეანის ზოგიერთი კუნძულის მაცხოვრებლებმა 2021 წლის 18 ივნისს. მაშინაც ნათელი სპირალური ობიექტი გამოჩნდა ცაზე. გასულ წელს მეცნიერებმა ასევე თქვეს, რომ ეს არის ემისიები ჩინური რაკეტიდან.


რაც შეეხება SpaceX-ის სარაკეტო ფრენებს, სამ დღეში კომპანიამ ზედიზედ სამი გაშვება განახორციელა. პარასკევს, 17 ივნისს, რაკეტამ Falcon 9-მა კოსმოსში გაუშვა 53 ინტერნეტ თანამგზავრი Starlink-ი. შაბათს, 18 ივნისს, SpaceX-მა ორბიტაზე გაგზავნა თანამგზავრი გერმანიის თავდაცვის სამინისტროსთვის, ხოლო, კვირას, 19 ივნისს, კომპანია Globalstar-მა საკომუნიკაციო თანამგზავრი გაუშვა.

0
84
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0