x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ღამით კარს რომ პირველი აღებს და შენ უკან დგახარ და არ გეშინია!" - მაია ასათიანი ემოციური პოსტი
image

ტელეჟურნალისტი მაია ასათიანი მამის დღესთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს:


"ყველაფერი გააკეთა, მე რომ უმამობა არ მეგრძნო... მერე ჩემი შვილისთვის იყო მოხუცი მამა, დედაჩემისთვის ცხოვრების მთავარი საყრდენი, ჩემი დებისთვის ცხოვრების მთავარი სიტკბო… მე კი ყველაში ისევ იმ სიმტკიცეს ვეძებ, ღრმად მოხუცი, ღამით კარს რომ პირველი აღებს და შენ უკან დგახარ და არ გეშინია!"-წერს "ინსტაგრამზე" მაია ასათიანი და მამასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.


image


მამის დღე

ყოველწლიურად აღინიშნება მამობის აღსანიშნავად და მამებისთვის პატივის მისაგებად. მრავალ ქვეყანაში ის აღინიშნება ივნისის მესამე კვირა დღეს. ზოგიერთ ქვეყანაში ის მიესადაგება წმინდა იოსების ხსენების დღეს.


დღესასწაული პირველად აღინიშნა აშშ-ში 1910 წლის 19 ივნისს, ვაშინგტონის შტატის პატარა ქალაქ სპოკანში. მისი ინციატორი იყო სონორა სმარტ დოდი (Sonora Smart Dodd) არკანზასის შტატიდან, რომელიც გამოცხადდა სპოკანში ახალგაზრდა კაცთა ქრისტიანული ასოციაციის (The Young Men's Christian Association) შეკრებაზე, მამის — უილიამ სმარტის (William Jackson Smart) პატივსაცემად, რომელსაც მეუღლე გარდაეცვალა მეექვსე ბავშვის გაჩენის შემდეგ და რომელმაც მარტომ გაზარდა ექვსი შვილი.


აშშ-ში ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა 1966 წელს, პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის მიერ. ტრადიციულად ამ დღეს ამერიკის მოქალაქეები პატივს მიაგებენ მარტოხელა მამებს. დროთა განმავლობაში ამ დღეს აღნიშნავენ სხვა ქვეყნებშიც, გამოხატავენ რა პატივისცემას მამის, როგორც მშობლის მიმართ.


მამების დღე პირველად საქართველოში 2016 წლის 19 ივნისს აღინიშნა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის Campus Lions Club Tbilisi-სა და სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ორგანიზაცია Happy Father's Day in Georgia-ს მიერ

0
290
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0