x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
"ამათი გამოსწორება არ იქნება! მაინც ვერ შეგვაშინებთ!" - რა მოხდა წუხელ ბათუმში?

image


ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია წუხელ, ბათუმში, "ტვ პირველის" ოპერატორის, მურმან ზოიძის მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ცემის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"წუხელ ბათუმში 5 ნაძირალა დაესხა თავს ჩვენს ოპერატორს, მურმან ზოიძეს, როცა ის რესპონდენტს რთავდა პირდაპირ ეთერში. თავდასხმას მისი შვილიც შეესწრო. ამათი გამოსწორება არ იქნება! არა და არა! ზუსტად ისე, როგორც 5 ივლისს – მმართველი ძალისგან წახალისებული და მოქსეული ტვინბნელების ხელით გვისწორდებიან. მაინც ვერ შეგვაშინებთ! ვერ გაგვტეხავთ! ვერ მოგვერევით! ????????.


მოლდოვამ ქვეყანაში ყველა რუსული საინფორმაციო პროგრამის მაუწყებლობა აკრძალა, ჩვენთან რუსულ პროპაგანდას აძლიერებენ! ამიტომაც აღმოვჩნდით სტატუსს მიღმა ევროკავშირისგან!


მოკლედ, ესენი თუ არ გაკავდნენ, ხუთჯერ ხუთი ივლისი გველის წინ! 20 ივნისს 20 .00-ზე რუსთაველზე ვიტყვით, რომ ჩვენ არ გვინდა რუსული ჩექმა და ჩვენი არჩევანია დასავლეთი! დღეს საღამოს კი, ათზე-მედიის ერთობლივი, დიდი გადაცემა რუსთაველიდან.“ – ვკითხულობთ ინგა გრიგოლიას ფეისბუქპოსტში.


შეგახსენებთ, რომ "ტვ პირველის" ოპერატორის ცემის ფაქტზე გამოძიება, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით დაიწყო. დაზარალებული გამოკითხვაზეა დაბარებული. ოპერატორ მურმან ზოიძეს თავს გუშინ ღამით, ბათუმში 26 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაესხნენ. თვითმხილველების თქმით, ოპერატორს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ხუთი ადამიანი გაუსწორდა.




0
447
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
447