x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133844
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
საიდუმლო ამოხსნილია! - რა ეკავა ხელში ვენერას ცნობილ ქანდაკებას?
ვენერა მილოსელი აგრეთვე ცნობილი როგორც აფროდიტე მილოსელი — ძველი ბერძნული ქანდაკებაა და ძველი საბერძნეთის სკულპტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუში. შეიქმნა ძველი წელთაღრიცხვის 130-100 წლებს შორის და გამოსახავს ბერძნული მითოლოგიის სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტეს (ვენერას რომაულ მითოლოგიაში). სკულპტურა თეთრი მარმარილოსაგანაა შექმნილი და სიმაღლით 203 სანტიმეტრია. მისი ორიგინალური მკლავები და პოსტამენტი დღეისთვის აღარ არსებობენ. ცნობილია, რომ ქანდაკება ალექსანდროს ანტიოქიელის ნამუშევარია.



image



ქანდაკება 1820 წელს შემთხვევით აღმოაჩინა ბერძენმა მეთევზემ და გლეხმა იორგოს კენტროტასმა ეგეოსის ზღვის კუნძულ მილოსზე, საიდანაც იგი ფრანგმა ოფიცრებმა შეისყიდეს და საფრანგეთში ჩაიტანეს. კუნძულის პატივსაცემად ეწოდა ვენერას - ვენერა მილოსელის სახელი. 1821 წელს იგი მეფე ლუი XVIII-ს მიართვეს, ხოლო მეფემ იგი ლუვრის მუზეუმს გადასცა, სადაც დღემდე ინახება.



თითქმის 2000 წლის წინ შექმნილი სკულპტურა თავისი პროპორციულობით, ჰარმონიულობითა და შესრულებული დეტალებითა და შესრულების ტექნიკით, დღემდე აოცებს მნახველს.




image




საიდუმლო ამოხსნილია! - რა ეკავა ხელში ვენერას ცნობილ ქანდაკებას?





ვენერას სკულპტურის თაობაზე მრავალი მითი და ისტორია არსებობს. ისტორიკოსები და მკვლევარები დღემდე კამათობენ ქალღმერთის დაკარგული ხელების შესახებ. ყველაზე პოპულარული ვარაუდი ის არის, რომ ვენერას ერთ ხელში ვაშლი ეჭირა, მეორეში კი ჩამოკიდებული სამოსი. ამ ვერსიას მხარს უჭერს ბერძნული მითოლოგია. "ქალღმერთთა შორის ყველაზე ლამაზი" - სწორედ აფროდიტეს ეწოდა ეს ტიტული და გადაეცა ჯილდოდ ვაშლი.


image





სხვა ვერსია ამბობს, რომ ვენერა მოძრაობდა, ტრიალებდა. ამ ვერსიას თითქოს მისი ქანდაკების დგომა და მდგომარეობაც მოწმობს. თუ დავაკვირდებით ქალღმერთის ქანდაკების მდგომარეობას, მის ტორსსა და სხეულს, მხრებსა და თავს, ადვილი მისახვედრია, რომ ის რაღაცის კეთების პროცესში იყო. ისტორიკოსები თვლიან, რომ ქალღმერთს ერთ ხელში ძაფი ეჭირა, მეორეში კი მისი ბოლო. ის ძაფს ართავდა.

imageimage




0
885
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
885
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0