x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უტყუარი, მაგრამ აბსოლუტურად წარმოუდგენელი ფაქტები, რომელთა დაჯერებაც ძნელია

image


ყოველდღიურად ჩვენს სამყაროში ბევრი საინტერესო რამ ხდება, რომელთა ხსენებაზეც თვალები გვიფართოვდება და ინსტინქტურად წამოვიძახებთ: "ნუ, კარგი რა!", მაგრამ არის შემთხვევები, როცა სკეპტიკურად ვიჭმუხნით წარბებს და ვამბობთ: რომ ასეთი რამ უბრალოდ შეუძლებელია და ის ვინც ასეთი ფაქტების შესახებ გვიყვება უბრალოდ ღრმად ცდება, თუმცა სწორედ ის ფაქტები, რომელთა არსებობაც ყველაზე ძნელად დასაჯერებელია, როგორც წესი, ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს, ვიდრე ის, რაც ჩვენ უკვე ისედაც დიდი ხანია ვიცით. თქვენ წინაშეა რეალური, თუმცა აბსოლუტურად წარმოუდგენელი ფაქტების კრებული, რომელთა დაჯერებაც თითქმის შეუძლებელია.

image


კომპანია "Google"-ის თანამშრომლის გარდაცვალების შემთხვევაში, მეუღლე 10 წლის განმავლობაში მისი ხელფასის ნახევარს იღებს, ხოლო მის შვილებს კომპანია დახმარების სახით 1000 დოლარის ოდენობით თანხას მანამდე უხდის, სანამ ბავშვები 19 წლის არ შესრულდებიან


image


იმისთვის რომ ცნობილი ლონდონური ტაქსის "შავი ქების" მძღოლი გახდეთ, თქვენ უნდა იცოდეთ 25 000-ზე მეტი გზა და 50 000- ზე მეტი ღირსშესანიშნავი ძეგლის ადგილმდებარეობა, ასევე უნდა გაიაროთ სპეციალური ტესტი სახელწოდებით "TheKnowledge". კანდიდატებს გამოცდის ჩასაბარებლად როგორც წესი, მომზადების დაახლოებით 34 თვე და თორმეტი ცდა სჭირდებათ


image


ვიეტნამის ომის დასასრულს, 1975 წლის 29 აპრილს, ამერიკულმა სამხედრო "Midway"-ის ეკიპაჟმა ერთმანეთს 10 მილიონი დოლარის ღირებულების ვერტმფრენები შეაჯახა, რათა "Cessna"-ს თვითმფრინავს, რომელსაც სამხრეთ ვიეტნამელი ავიატორი ლი ბინგი პილოტირებდა გემბანზე დაშვება მოეხერხებინა



image


პოლ კერნი უნგრელი ჯარისკაცი გახლდათ, რომელიც 1915 წელს პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთ ბრძოლაში დაიჭრა. რუსი ჯარისკაცის ტყვია მას თავში მოხვდა, რამაც თავის ტვინის შუბლის წილის ნაწილი გაუნადგურა. მართალია, ამან კერნი სიცოცხლეს არ გამოასალმა, სამაგიეროდ, მას დაძინების უნარი წაართვა. ის სრულყოფილ ცხოვრებას - ძილის გარეშე განაგრძობდა



image


აფრიკულ ქვეყანა - ლესოთოს აქვს ავია ზოლი, საიდაც თვითმფრინავები ფრინდებიან, შემდეგ კი კლდიდან მანამდე ეშვებიან, სანამ ფრენისთვის საკმარის სიჩქარეს არ აკრეფენ


image


ახალზელანდიელი სატვირთო მანქანის მძღოლი მაღალი წნევის ჰაერის სარქველზე დაეცა, რამაც მამაკაცს მარცხენა დუნდულა დაუზიანა, მას იარა ჰაერით აევსო, გაორმაგებული მოცულობის დუნდულამ კი სატვირთოს მძღოლი კინაღამ შეიწირა. მართალია კაცი გადარჩა, თუმცა მას სამი დღე დასჭირდა გაზების გამოყოფით ზედმეტი ჰაერისგან გასათავისუფლებლად



image


ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11%-ს ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ის, შვეიცარიისა და გერმანიის რეზერვები ერთად აღებული


image


1982 წელს ბუკინგემის სასახლეში უცნობი მამაკაცი შეიჭრა, სადაც ნახევარი საათი "ჩედარის" მირთმევასა და სასახლის ოთახების დათვალიერებაში გაატარა. განგაშის სისტემა არ ამუშავდა, რადგან ის გაუმართავი იყო. სასახლეში სეირნობისას მან სამეფო პორტრეტების შესწავლა და სამეფო ტახტზე გარკვეული დროით დასვენებაც კი მოასწრო, კანონდამღრვევმა ნახევარი ბოთლი ღვინოც ჩაცალა და "გადაღლილმა" სასახლის ტერიტორია დატოვა


image


თავდაპირველად "McDonald’s"-ი უძრავი ქონების კორპორაცია იყო: "ჩვენ უძრავი ქონების გაყიდვით ვართ დაკავებული. ერთადერთი მიზეზი კი, რის გამოც ჰამბურგერებს ვყიდით - არის ის, რომ ის გამომუშავების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს, რაც ჩვენს მოიჯარეებს ქირის გადახდის შესაძლებლობას აძლევს", - განაცხადა ერთხელ კომპანიის დამფუძნებელმა ჰარი სონებორნმა

image


მას შემდეგ, რაც კოლორადოელმა დერეკ ამატომ თავი საცურაო აუზის ფსკერს დაარტყა, გაღვიძებისას საკუთარ თავში უჩვეულო ნიჭი აღმოაჩინა. მას ეგრეთ წოდებული სავანტას სინდრომი განუვითარდა – რაც ტვინის იშვიათ მდგომარეობას წარმოადგენს, რომლის დროსაც მოქმედებას ე.წ "გენიალურობის კუნძული" იწყებს



image


პორტუგალიამ თერთმეტი წლის წინ ყველა ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაცია მოახდინა, რის შემდეგაც ქვეყანაში ნარკოდამოკიდებულთა რიცხვი ორჯერ განახევრდა. პორტუგალიაში ნარკომანია დანაშაულად არ განიხილება, ის უფრო ჯანდაცვის პრობლემად ითვლება


image


არსებობს კომპიუტერული აპლიკაცია, რომელიც მეთვრამეტე საუკუნიდან მოყოლებული ისლანდიის ყველა მკვიდრის შესახებ ინფორმაციას ინახავს. პროგრამა ქვეყნის მოსახლეობის, 366 425 ადამიანის მონაცემს მოიცავს. აღნიშნული აპლიკაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნათესავებს შორის სექსუალური ურთიერთობების თავიდან ასაცილებლად. ამისთვის კი, პროგრამაში მხოლოდ შეყვარებული ადამიანების სახელის შეყვანაა აუცილებელი


image


ყოველ ორ წუთში იმაზე მეტ ფოტოს ვიღებთ, ვიდრე მე-19 საუკუნის განმავლობაში ადამიანებმა გადაიღეს


imageimage


ლურჯი ვეშაპის გული იმდენად დიდია, რომ ადამიანს მის არტერიებში ცურვაც კი შეუძლია


image



ასე იზრდება თხილი კეშიუ


image



ბეჰემოთის რძე ვარდისფერია


image



თოჯინა ბარბის სრული სახელი - ბარბარა მილისენტ რობერტსია


image



მარტორქა შოტლანდიის ეროვნული ცხოველია


image



ბანანი, ავოკადო და საზამთრო - კენკრაა, აი, მარწყვი კი არა


image



ადამიანისა და ბანანის დნმ 50 პროცენტით მსგავსია


image


1977 წელს, როდესაც ეკრანებზე "ვარსკვლავური ომები" გამოვიდა, საფრანგეთში გილიოტინის გამოყენებით ბოლო სიკვდილით დასჯის შემთხვევა დაფიქსირდა


image



თაფლს არ აქვს ვარგისიანობის ვადა, ის არასოდეს ფუჭდება


image


ალასკა ერთდროულად ამერიკის ყველაზე ჩრდილოეთით, ყველაზე დასავლეთით და ყველზე აღმოსავლეთით მდებარე შტატია


image


არაქისი თხილი არ არის, ის მიწაში იზრდება, ამიტომ პარკოსანთა ოჯახს განეკუთვნება


image



რვაფეხას სამი გული აქვს






0
1708
3-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1708