x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508144
ოლიმპიურმა ჩემპიონმა ათწლეულების შემდეგ გაბედა და აღიარა, რომ გეია, ახლა თავს ბედნიერად გრძნობს

image

დემი კელი ჰოლმსი საჯაროდ გამოვიდა და თქვა რომ გეია. 52 წლის მძლეოსანმა და ოლიმპიაურმა ჩემპიონმა პირველად ისაუბრა თავისი სექსუალურობის შესახებ და თქვა, რომ ის "საბოლოოდ თავს თავისუფლად გრძნობს" წლების განმავლობაში "საიდუმლოდ" ცხოვრების შემდეგ.


მძლეოსნობის ვარსკვლავმა აღიარა, იცოდა, რომ ჭორები დადიოდა მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ, მაგრამ ახლა ბედნიერია, რადგან საკუთრივ.თავის პირით აღიარა და ტვირთი მოეხსნა.


Mirror-თან ინტერვიუში მან თქვა: „იყო ბევრი მძიმე პერიოდიც, როდესაც მინდოდა მეყვირა, რომ გეი ვიყავი, მაგრამ ვერ შევძელი“.



„ახლა მჭირდებოდა ამის გაკეთება, ჩემთვის. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. ვნერვიულობ ამას რომ ვამბობ. ვგრძნობ, რომ მღელვარებისგან ავფეთქდები. ხანდახან შვებით ვტირი.''


დეიმ კელიმ დაადასტურა, რომ მას ჰყავს პარტნიორი, მაგრამ არ ისურვა დამატებითი დეტალებზე საუბარი და აღიარა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მან არ წარადგინა ვინმე, როგორც "მეგობარი ან პარტნიორი".


მან განმარტა, რომ მისმა ოჯახმა და ახლო მეგობრებმა წლების განმავლობაში იცოდნენ რომ გეი იყო, მაგრამ მუდამ წუხდა, რომ პრობლემები შეექმნებოდა შეიარაღებულ ძალებში მსახურობის დროს რეტროსპექტული წესების დარღვევის გამო. იმ პერიოდში აკრძალვა იყო ლგბტ ჯარისკაცებზე, რომელიც მხოლოდ 2000 წელს მოიხსნა. კელის მსახურობის დროს 10 წლის განმავლობაში სხვა ქალებთან ჰქონდა ურთიერთობა.

image

კელიმ აღწერა, როგორ მიხვდა პირველად, რომ გეი იყო, როცა 17 წლის ასაკში სხვა ჯარისკაც ქალს აკოცა. კოცნის შემდეგ კელიმ გაიხსენა, რომ მისწერა მამინაცვალს, რომელთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა, მომხდარი აეხსნა.

image

კელი მონაწილეობდა ათენის ოლიმპიადაზე, 2004 წელს, სადაც მან სირბილიში 800 და 1500 მეტრზე ოქროს მედლები მოიპოვა.


image

2018 წელს კელის მიენიჭა სამეფო ჯავშანტექნიკის სასწავლო პოლკის საპატიო პოლკოვნიკის წოდება, ეს იყო კიდევ ერთი დაბრკოლება კლეისტის, რომ ეღიარებინა თავისი სექსუალური ორიენტაცია.


image

შემდეგ მან დაურეკა LGBTQ+ ლიდერს, რათა ეკითხა, მოახდენდა თუ არა ეს აღიარება სამხედროებთან ურთიერთობაზე გავლენას.

როდესაც დაარწმუნეს, რომ მას არ ექნებოდა არანაირი პრობლემა ძალებთან, კელიმ აღიარა, რომ გრძნობდა, რომ შეეძლო "ისევ ესუნთქა".

image

0
331
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
331
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0