x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
"ეს ისეთი ფოტოა, ყველა ოჯახში უნდა იყოს, ჩემი აზრით" - რა ფოტოს აქვეყნებს ნათია ფანჯიკიძე?

imageფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თან ფოტოს ურთავს და წერს, რომ ეს ფოტო ყველა ოჯახში უნდა ეკიდოს.


"ეს ისეთი ფოტოა, ყველა ოჯახში უნდა იყოს, ჩემი აზრით, ყველა კედელზე მითუმეტეს. აუცილებლად დავბეჭდავ და ჩავსვამ ჩარჩოში. აღარ ვპოსტავ დღეში ასჯერ ამ თემაზე, მაგრამ არ დამვიწყნია უკრაინა, არცერთი დღე და არცერთი წამი. უბრალოდ მივხვდი, მიმახვედრეს კიდეც, რაც ომი დაიწყო, ჩემი კოვიდგადატანილი, ისედაც დეპრესიისკენ გაქცეული ფსიქიკა აღგზნების ფაზაში გადავიდა და ვილანძღებოდი, ვჩხუბობდი, საკუთარ თავს არ ვგავდი. ხოდა ყველა ჩემს შემოლანძღულ ადამიანს ბოდიშს გიხდით ასე, დაგვიანებით, მიუხედავად იმისა, რომ იმდენი ვინმე დაგბლოკეთ, ვეღარც ნახავთ ჩემს მობოდიშებას და მიუხედავად იმისა, რომ თქვენი აზრები რუსეთზე, საქართველოს როლზე მეგობრის მხარდაჭერაში ისევ განსხვავდება რადიკალურად ჩემისგან. ახლა კარგად ვარ? არა. მაგრამ ქცევის ცვლილებით ვცდილობ დავუბრუნდე ბალანსს მეტნაკლებად"-წერს ნათია ფანჯიკიძე.


imageფოტოზე უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკი და პრეზიდენდი ვოლოდიმირ ზელენკი არის აღბეჭდილი.

1
609
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
609
  
2022, 22 ივნისი, 9:51
ქალბატონო ნათია, ნამდვილად შეუწუხებიხართ კოვიდს((
0 1 1