x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
კადიროვმა ОДКБ-ს ქვეყნები მკაცრად გააკრიტიკა
image
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი ქვეყნების ლიდერები უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით მათი პოზიციის გამო მწვავედ გააკრიტიკა. მან ტელეგრამის საკუთარ არხზე ვიდეო მესიჯი გამოაქვეყნა.


მისი თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნებს(ОДКБ) რუსეთისთვის არაფერი სარგებელი არ მოაქვთ, მოსკოვი კი ყველას ეხმარება.


„ევროპის ლიდერები მოდიან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, მოლაპარაკებას აწარმოებენ ტელეფონით, ისინი იცავენ უკრაინას და ამ ორგანიზაციის წევრები გაჩუმებული არიან, რატომ დუმხართ? რატომ არ ლაპარაკობთ მეზობლებზე, რატომ არ ცდილობთ ომის დასრულებას? რატომ არ გაქვთ პოზიცია ნაცისტების, ბანდერას და ნაცისტების წინააღმდეგ, რომლებმაც დახოცეს ჩვენი წინაპრები. ახლა კი, თითქოს არაფერი მომხდარა, სანქციების შიშით, ყველა დუმს.“- აცხადებს კადიროვი.


რეგიონის ხელმძღვანელმა გაიხსენა, რომ თავადაც აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება, მაგრამ მასზე დაწესებული შეზღუდვების არ ეშინია. კადიროვის თქმით, რუსეთმა გადაარჩინა ყაზახეთი, ბელორუსია და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარებაში.



„როცა ყაზახეთმა დაიწყო სუვერენიტეტის დაკარგვა, ვინ დაეხმარა? რუსეთს არ ეშინია სანქციების. და თუ სახელმწიფოს აღიარება გჭირდებათ, ამას აღიარებთ - არ აღიარებთ, ჩვენ დიდად არ გვაინტერესებს.“ - განაცხადა ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ რუსეთი მალე კარგ შედეგებს აჩვენებს დონბასში.


მანამდე ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ არ ცნობს დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას და მათ კვაზისახელმწიფოებად ( როცა სახელმწიფო არ ან ვერ იცავს თავის მოქალაქეთა ინტერესებს, სოციუმი თავად ქმნის შესაბამის არაოფიციალურ სტრუქტურებს) . ტოკაევმა განმარტა, რომ ერების უფლება საკუთარ სახელმწიფოზე და მათი სურვილი, გამოეყონ უკვე არსებული სახელმწიფო საზღვრებს, გამოიწვევს მსოფლიოს დაყოფას.

0
147
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0