x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მოგმართავთ, უმორჩილესად გთხოვთ... " - რა მიმართვას ავრცელებს ირინა სარიშვილი

image


პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ევროკომისიის სავალალო დასკვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება და 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს პერმანენტული აქციების მოწყობისკენ მოუწოდებს. ყოფილი პარლამენტარის ირინა სარიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


"ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ არანაირი აზრი და ფასი ჩვენი მხრიდან იმის მტკიცებას, რომ ჩვენ სხვა ვართ და ხელისუფლება ხალხის აზრს არ გამოხატავს, არა აქვს მანამ სანამ ეს ხელისუფლება მართავს ქვეყანას და ჩვენ ამაში ხელს ვერ (არ) ვუშლით.


დიახ, ვერ ან არ ვუშლით, რადგან ერთჯერადი ხანმოკლე საგამოფენო აქციები არ ნიშნავს რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც მთელი ქვეყნის თვალწინ სჩადის უკანონობებს, ძალადობრუვად ებრძვის და აპატიმრებს პოლიტიკურ ოპონენტებს, დემონსტრაციულად დაინვალიდებამდე და სიკვდილამდე მიჰყავს პუტინის ტყვე საქართველოს მესამე პრეზიდენტი, აბსურდული ბრალდებით აპატიმრებს ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელს...


მოკლედ რომ ვთქვათ, მოქმედებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და ჩვენ ამას ერთჯერად საჩვენებელ აქციებს და დიპლომატიურ შეხვედრებს ვუპირისპირებთ, რაც საკმარისი არ არის.


ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მოგმრთავთ 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს, რომელთა უმრავლესობა ჩემს მეგობრებში ხართ აქ:


უმორჩილესად გთხოვთ, გადახედოთ თქვენს გეგმას ამ აქციასთან დაკავშირებით, შეცვალოთ გადაწყვეტილება აქციის მოკლე დროში დაშლის თაობაზე და დააყენოთ კონკრეტული მოთხოვნები: ან ხელისუფლება დაუყონებლივ ასრულებს ევროპარლამენტის რეოლუციის ყველა პუნქტს, ან ის უნდა გადადგეს!


მივმართავ სხვა ოპოზიციურ პარტიებს და მათ ლიდერებს:


იმ შემთხვევაში, თუ 20 ივნისის აქციის ორგანიზატორები აზრს არ შეიცვლიან და უარს იტყვიან პერმანენტულ აქციაზე, ყოველგვარი კამათის გარეშე, დაველოდოთ როდის გამოაცხადებენ საკუთარი აქციის დაშლას, და შემდეგ, ჩვენ ყველამ, თქვენთან ერთად ჩვენი ძალებით, ვისაც დაშლა არ გვინდა, დავიწყოთ პერმანენტული აქცია იმ მოთხოვნებით, რაც ზემოთ დავწერე:


1. ხელისუფლების მიერ ევროპსრლამენტის რეზოლუციის ყველა პუნქტის შესრულება;


2. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლების გადადგომა.

მე პირადად თქვენგან არც ფული მინდა და არც ადგილი მომავალ პარლამენტსა თუ კოალიციურ მთავრობაში, უბრალოდ მინდა რომ ჩემ შვილებს საკუთარ ქვეყანაში მომავალი ჰქონდეთ!


20 ივნისი შესაძლოა უახლოეს მომავალში ჩვენი ბოლო შანსია სიტუაციის გარდატეხის და გთხოვთ ყველას, ავიტანოთ ერთმანეთი და ნუ გავუშვებთ ამ შანსს ხელიდან.

მოქალაქე ირინა სარიშვილი"- წერს პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს, ანტირუსული აქციის ძალადობრივად დაშლიდან 3 წლის თავზე, მოძრაობა "სირცხვილიამ" აქცია - "შინ, ევროპისკენ" დაანონსა.


დაგეგმილი აქცია 20 ივნისს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ დაიწყება.




0
358
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
358