x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ვიდეო: ჯო ბაიდენი ველოსიპედიდან გადმოვარდა
image
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დელავერში სეირნობისას ველოსიპედიდან გადმოვარდა. ამის შესახებ REN TV თეთრი სახლის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.


აუზთან გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ მიდის 79 წლის პოლიტიკოსი თანმხლებ პირებთან ერთად ჟურნალისტთა ჯგუფისკენ. ისინი უხმობენ მას, იწყებენ კითხვების დასმას. ბაიდენი გზიდან გადადის და ველოსიპედთან ერთად გვერდულად ეცემა.


მას შემდეგ რაც ჟურნალისტები მას ფეხზე წამოდგომაში დაეხმარნენ, შეერთებული შტატების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ის არ დაშავებულა.


აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში რამდენჯერმე გადმოვარდა ველოსიპედიდან. 2004 წლის მაისში ის მძიმედ დაშავდა, როცა „ტეხასის რანჩოში მთის ველოსიპედიდან გადმოვარდა.“



გარდა ამისა, 2005 წელს შოტლანდიაში ველოსიპედით გასეირნებისას ბუში პოლიციელს დაეჯახა. პოლიტიკოსმაც და სამართალდამცველმაც მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.



0
176
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0