x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
სხეულის რომელი ნაწილის რცხვენოდა ოდრი ჰეპბერნს ყველაზე მეტად!

image


ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია: მე-20 საუკუნის ყველაზე ლამაზ ქალს, ოდრი ჰეპბერნსაც კი ჰქონდა კომპლექსები. კინემატოგრაფის ლეგენდა, მსოფლიო კინოს ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ ულამაზესს მსახიობად ითვლება. ნიჭისა და სილამაზის გარდა, მას კეთილი გულიც ჰქონდა, რისთვისაც ის ყველა ასაკისა თუ სქესის წარმომადგენელს ერთნაირად უყვარდა.


image


ოდრი სათნოებითა და კაცთმოყვარეობით ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა, რასაც თავად გარშემომყოფების მხრიდან მოკლებული იყო. გოგონა მეორე მსოფლიო ომის რთულ პირობებში დედასთან იზრდებოდა: შიმშილობის ხანგრძლივმა თვეებმა კი გავლენა მომავალი ვარსკვლავის მეტაბოლიზმზეც იქონია.


image


ცნობილი ბრიტანელი მსახიობისა და "სტილის ხატის" მცირე წონაც სწორედ აქედან იყო განპირობებული - XX საუკუნის ულამაზესს ქალად აღიარებული ოდრი ჰეპბერნი სულ რაღაც 45 კილოგრამს იწონიდა. ბევრს მისი მოხდენილი და ნატიფი სხეულის შურდა და ვერც კი ხვდებოდა თუ რითი იყო მისი ასეთი მეტისმეტი სიგამხდრე გამოწვეული.


image


ჰეპბერნი ბალერინობაზე ოცნებობდა, რისთვისაც ის დიდხანს და თავდაუზოგავად შრომობდა, თუმცა მის გარშემო ყველა მხოლოდ ერთსა და იმავეს ამტკიცებდა - ოდრის ოცნებას ახდენა არ ეწერა, ვინაიდან მათი თქმით, გოგონა ამ პროფესიისთვის (ოდრი ჰერპბერნის სიმაღლე 170 სმ-ი გახლდათ) მეტისმეტად მაღალი იყო.


image


შემდეგ გოგონამ თავი სამოდელო ბიზნესში სცადა, მოგვიანებით კი, დიდ კინოშიც მოხვდა, მაშინ როდესაც მას ყველა ერთხმად თანამედროვეობის ერთ-ერთ ულამაზესს მსახიობს უწოდებდა, ოდრი თავისი მთავარი "ნაკლის" (ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობდა მსახიობი) დამალვას ყველასგან გამალებით ცდილობდა, რომელსაც ის სავარადოდ, სწორედ ბალეტს "უმადლოდა".


image


საქმე იმაში გახლდათ, რომ მსახიობს საკმაოდ დიდი ტერფები ჰქონდა, თუმცა დღეს ეს მიზეზი საკმაოდ სასაცილოდაც კი ჟღერს. ოდრის 41 ზომა ფეხის რცხვენოდა! თუმცა მისი 170 სმ-ის სიმაღლის ფონზე 41 ზომა სრულიად ნორმალურიც კი იყო, ან საერთოდ ამას რა მნიშვნელობა აქვს!


image


თუმცა სწორედ ეს რჩებოდა ჰეპბერნის ყველაზე მთავარ კომპლექსად, რომლის "წყალობითაც" ცნობილი "ბალერინა-ფეხსაცმელებიც" (ე.წ. "ბალეტკები") კი შეიქმნა. ცნობილმა იტალიელმა ფეხსაცმლის დიზაინერმა, სალვატორე ფერაგამომ პერსონალურად ოდრისთვის მსახიობის თხოვნით ისეთი ფეხსაცმელი შეკერა, რომელიც მის ტერფებს ვიზუალურად საგრძნობლად ამცირებდა.


image


ასე გაჩნდა ქალბატონებისთვის ერთ - ერთი ყველაზე საყვარელი, კომფორტული და მოსახერხებელი - "ბალერინა - ფეხსაცმელები".





0
270
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
270