x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ბილ კლინტონმა აღიარა, რომ აგენტები გააგზავნა ზონა-51-ში, რათა დაედგინათ, მართლა იყვნენ თუ არა იქ უცხოპლანეტელები
image

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ჯეიმს კორდონს მოუყვა, რომ მან ფედერალური აგენტები გაგზავნა 51-ე ზონაში, რათა გაეგოთ, იმალებოდნენ თუ არა იქ უცხოპლანეტელები.


75 წლის კლინტონი შეუერთდა 43 წლის კორდონს ოთხშაბათის ღამის შოუში და გაამხილა, რომ მან და მისმა შტაბის ყოფილმა უფროსმა ჯონ პოდესტამ გაგზავნეს გუნდი საიდუმლო სამხედრო ბაზაზე. „როდესაც მე ვიყავი პრეზიდენტი და მყავდა შტაბის უფროსი, ჯონ პოდესტა - მას უყვარდა სამეცნიერო ფანტასტიკა - მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ყველაფერი გაეგო როზუელის შესახებ. ჩვენ ასევე გავგზავნეთ ხალხი 51-ე ზონაში, გვინდოდა დაგვერწმუნებინა, რომ იქ უცხოპლანეტელები არ იყვნენ.



როდესაც კორდონმა აღელვებულმა ჰკითხა ყოფილ პრეზიდენტს, თუ ვინ გაგზავნა სასურველ მხარეში, მან შოუს მასპინძელს მხარზე ხელი მოჰკიდა და უთხრა: „ოჰ, ეს რომ გითხრათ თქვენ“.



75 წლის ბილ კლინტონი გამოუტყდა ჯეიმს კორდონს, რომ მან და შტაბის ყოფილმა უფროსმა ჯონ პოდესტამ 51-ე რაიონში გაგზავნეს აწ გარდაცვლილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სენდი ბურგერი.


თუმცა, კლინტონმა საბოლოოდ დაასკვნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უცხოპლანეტელებზე ნადირობა იმედგაცრუება იყო, ბაზა გამოიყენებოდა როგორც კვლევისა და ტესტირების ადგილი სტელსი თვითმფრინავებისთვის. „ზონა 51 არის ადგილი, სადაც ჩვენ ვატარებთ ბევრ კვლევას სტელსის შესახებ ტექნოლოგიის თვალსაზრისით, მაგალითად, როგორ დავფრინავთ თვითმფრინავებით, რომლებსაც ვერ ხედავს რადარს და მსგავსი რაღაცეები." - თქვა მან.


"ამიტომ არიან ის ასე გასაიდუმოებული." -დასძინა ექს-პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, როზულის ინციდენტი ისტორიაში შევიდა როგორც, ამოუცნობი მფრინავი ობიექტის სავარაუდო კატასტროფის ადგილი, რომელიც 1947 წლის ივლისში, ნიუ-მექსიკოს შტატში, ქალაქ როზუელთან განიცადა. ამ ინციდენტმა გამოიწვია მწვავე კამათი და დაპირისპირება შეთქმულების თეორიების შესახებ, პირველ რიგში, აღმოჩენილი ობიექტის გაურკვეველი წარმომავლობის გამო, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების წარმომადგენლებმა ოფიციალურად განმარტეს, რომ აღმოჩენილი ობიექტი იყო მეტეოროლოგიური ზონდი "მოგოლი" რომელიც გამოიყენებოდა გასაიდუმლებული პროგრამის ფარგლებში.



სხვადასხვა პუბლიციკაციებში აქტიურად გავრცელდა პოპულარული ვერსია, რომ ობიექტი იყო უცხოპლანეტელი ხომალდი, ხოლო მისი მფრინავი იყო უცხოპლანეტელი, რომელიც აშშ-ს მთავრობამ შეიპყრო და ეს ამბავი დამალა.


image


შეთქმულების ეს თეორია გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკულ პოპ კულტურაში და სწორედ ამის წყალობით, ქალაქ როზუელი ხშირად ასოცირდება უცხოპლანეტელებთან, ხოლო ზონა 51 მათი დისლოკაციის ადგილად.




რაც შეეხება ზონა 51-ს, საიდუმლო ბაზაა, რომელიც ცოტა ხნის წინ რუკაზეც არ იყო აღნიშნული, არ მოიხსენიებოდა ცნობარში, მის თავზე კი, არასდროს დაფრინავდნენ სამოქალაქო თვითმფრინავები.51 ნევადას შტატის უდაბნოში მდებარეობს. მისკენ მიმავალ უკაცრიელ გზაზე თითქმის 100 კილომეტრის გაყოლებაზე არც დასახლებული პუნქტია, არც საგზაო მაჩვენებლები.

image

0
193
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0