x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
რა აჩუქა მაკარტნიმ ლენონს დაბადების დღეზე და რის გამო დააკავეს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ცაცია
image

დღეს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა, ლეგენდარულ "ბიტლზს", სერ პოლ მაკარტნის, მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე პოპულარული ჯგუფის ვოკალისტს, ბასისტს, კლავიშებზე შემსრულებელს და სიმღერების ავტორს.დღეს შემოგთავაზებთ 10 საინტერესო ფაქტს მუსიკოსის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან.



*მაკარტნიმ სიზმარში დაწერა თავისი ყველაზე ცნობილი სიმღერა Yesterday. პოლი ირწმუნება, რომ, როცა გაიღვიძა მიხვდა, რომ ამ მელოდიას ღიღინებდა. სწრაფად წამოდგა და პიანინოზე დაიწყო დაკვრა. სხვათა შორის, იგი თავდაპირველად ტექსტში არა Yesterday-იზ მღეროდა, არამედ Scrambled Eggs ს- (ათქვეფილი კვერცხი).




ისევ „Yesterday“, დაწერილი მაკ-კარტნის მიერ, არის სიმღერა მუსიკის ისტორიაში ყველაზე დიდი რაოდენობის ინტერპრეტაციით - ჩაწერილია მისი 2.200-ზე მეტი სიმღერა. BBC-ის თანახმად, „ეს არის ბრიტანელი ავტორის ერთადერთი სიმღერა, რომელიც ამერიკული ტელევიზიით და რადიო ეთერში შვიდ მილიონზე მეტჯერ გადაიცა. იგი არის აშშ-ში ბრიტანელი შემსრულებლის ყველა დროის ყველაზე ხშირად გაჟღერებული სიმღერა.“ პოლის 1968 წლის კომპოზიცია „Hey Jude“ წარმოადგენს მისი კარიერის აღსანიშნავ წერტილს. ბრიტანეთში გამოცემის წელს სინგლი ამ სიმღერით ყველაზე დიდი რაოდენობით გაიყიდა და ჩარტში ცხრა კვირით მოხვდა - უფრო ხანგრძლივი პერიოდით, ვიდრე The Beatles-ის რომელიმე სხვა სინგლი. The Beatles-ის მიერ სინგლზე გამოცემული სიმღერებიდან და #1 ჰიტებიდან იგი იმ დროისთვის ყველაზე ხანგრძლივი იყო - 7 წუთისა და 11 წამის ხანგრძლივობით



აბსურდია თავისი არსით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ 60-იანი წლებიდან გავრცელდა სენსაციური ლეგენდა, რომ პოლ მაკარტნი 1966 წელს გარდაიცვალა და მისი ადგილი ჯგუფში მსგავსი ხმითა და გარეგნობით ორეულმა დაიკავა. როგორც მტკიცებულება, ლეგენდის მხარდამჭერები იყენებენ ეგრეთ წოდებულ „გასაღებს“, რომლებიც მათ The Beatles-ის სიმღერებში სიკვდილის წარმოსახვითი თარიღის შემდეგ იპოვეს. მაგალითად, ლირიკაში გამოყენებული მეტაფორები, ორაზროვანი გამოსახულებები და ა.შ. 1969 წლის 7 ნოემბერს პოლმა ინტერვიუ მისცა ჟურნალ Life-ს და აღნიშნა: „ჩემი სიკვდილის შესახებ ჭორები აშკარად გაზვიადებულია. ვფიქრობ, თუ მოვკვდები, პირველი ვიქნები, ვინც გავიგებ."

პოლი არა მხოლოდ მუსიკოსია, არამედ გამოცდილი და ნიჭიერი მხატვარიც. მისი 70-ზე მეტი ნამუშევარი გამოიფინა მშობლიურ ქალაქის - ლივერპულის სამხატვრო გალერეაში.

image


როდესაც ჯონ ლენონი 21 წლის გახდა, პოლმა მას დაბადების დღეზე ჰამბურგერი აჩუქა.


image


1960 წელს მაკარტნი დააპატიმრეს პრეზერვატივის ცეცხლის წაკიდებისთვის. აღმოჩნდა, რომ პოლს შეუძლია ასეთი ხუმრობები. ხოლი მეორედ დააკავეს 1980 წლის 16 იანვარს, ოკურას აეროპორტში უკვე სერიოზულ დანაშაულზე. მის ჩემოდანში 219 გრამი აკრძალული ნივთიერება აღმოაჩინეს. მან დანაშაული აღიარა და 10 დღიანი საკანში ყოფნის შემდეგ პოლი სამშობლოში დაბრუნდა. მისი თქმით, ეს იყო "ყველაზე დიდი სისულელე" რაც მან გააკეთა.


პოლის კუთვნილი კომპანია MPL Communications ფლობს 25.000-ზე მეტ სიმღერაზე უფლებას - მაგალითად, ბადი ჰოლის მიერ დაწერილი სიმღერების ან მიუზიკლების. მაკ-კარტნი ითვლება ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ პიროვნებად იგი სამჯერ იყო დაქორწინებული და ხუთი შვილის მამაა.

მაგრამ მუსიკოსი, რომელიც ერთ-ერთი უმდიდრესი კაცია მსოფლიოში, (2015 წლისთვის მისი შემოსავალი 1, 1 მილიარდი დოლარი იყო)ამასთანავე დიდი ხანია ცნობილია, რომ საკმაოდ ძუნწია, საერთოდ მის საჩუქარი ფაქტობრივად არავის ახსოვს, "ავიწყდება" ახლობლების დაბადების დღეები, ხოლო მის მიმართ გაწეული რაიმე სამსახურის გადახდა ბოთლი ლუდით გამოიხატება.

1965 წლის ივნისში მაკ-კარტნის, ლენონს, ჰარისონს და სტარს გადაეცათ ბრიტანეთის იმპერიის ორდენები. 1990 წელს საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მცირე პლანეტების ცენტრის მიერ პლანეტა 4148-ს მიენიჭა მაკარტნის სახელი, მუსიკოსის პატივსაცემად.1997 წლის მარტში დედოფალმა ელისაბედმა პოლი მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის რაინდის რანგში აიყვანა. 2000 წლის მაისში ბრიტანეთის სიმღერების შემქმნელების, კომპოზიტორებისა და ავტორების აკადემიამ მას სტიპენდიანტის სტატუსი მიანიჭა.2008 წელს პოლს გადაეცა BRIT-ის ჯილდო მუსიკაში გამორჩეული წვლილისთვის, ისევე, როგორც მუსიკის დოქტორის საპატიო წოდება იელის უნივერსიტეტისგან. 2010 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პოლი დააჯილდოვა გერშვინის ჯილდოთი - პოპულარულ მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის. თეთრ სახლში პოლი დაბრუნდა იმავე წლის ბოლოს - კენედის ცენტრის ჯილდოს მისაღებად. Wings-თან ერთად, ისევე, როგორც სოლო შემსრულებლის სახით იგი არის გრემის ორი ჯილდოს მფლობელი. 2012 წელს პოლი იქცა The Beatles-ის უკანასკნელ წევრად, რომელსაც ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.2012 წლის სექტემბერს, პარიზში გამართული ცერემონიისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა პოლს მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის გადასცა საპატიო ლეგიონის ორდენი, ოფიცერის წოდებით.




მაკარტნი ხშირად დადის მეტროთი.


" მეტროთი და ავტობუსით სიარული მიყვარს. ქუჩაში როცა დავინახე ავტობუსს, რომელიც საჭირო მიმართულებით მიდის, აუცილებლად ვჯდები მასში. როგორც ამას 60-იან წლებში ვაკეთებდი“, - განუცხადა ბითლზის ყოფილმა წევრმა ჟურნალ Mojo-ს.



image

ასევე დაგაინტერესებთ


პოპულარულმა ბრიტანულმა რადიომ და გამოცემამ Planet rock-მა მოაწყო მსმენელებში გამოკითხვა, რომელის მიხედვითაც უნდა გამოვლენილიყო "ყველა დროის საუკეთესო როკ-სიმღერები" (The Greatest Rock Songs of All Time)რომლის შედეგები 3 ივნისს გამოქვეყნდა გამოცემის გვერდზე. საუკეთესოთა რეიტინგში მთლიანად 70 კომპოზიცია მოხვდა, სანამ მ...


1950 წლის 3 ივნისს დაიბადა სუზი კუადრო-საბჭოთა და უპირველეს ყოვლისა 70-იანი წლების ქართველი მელომანებისთვის ყველაზე ცნობადი დასავლელი როკ-შემსრულებელი, რატომ? იმიტომ, რომ საესტრადო სატელევიზო გადაცემაში "ესტრადა და თანამედროვეობა"(შემდგომ "ეს "ესტრადაა"), რომელიც ბატონ ევგენი მაჭავარიანს მიყავდა, სწორედ სუზი კუადრო იყო ...


ვინ, თუა არა მიკ ჯაგერი იყო, რომელიც ხელთათმანებივით იცვლიდა ქალებს სწორედ იმ პერიოდში, როცა ჩვენი პაპები ბებიებს მოკრძალებით სთხოვდნენ ხელს. ისეთ ცნობად მომხიბვლელ მამაკაცსა და მექალთანესაც კი თავისი დიდების მწვერვალზე ჰქონდა ისეთი მომენტები, რომლის მოწმეები, ფაქტობრივად, ჩვენ, უბრალო მოკვდავები, ლამისაა ყოველდღე ვხდებით.რ...


ფაქტობრივად, ჩვენ, უბრალო მოკვდავები, ლამისაა ყოველდღე ვხდებით.რ...


დრო არავის ინდობს და არც ტინა ტერნერია გამონაკლისი, ის უკვე ლეგენდაა და როკ-ნ-როლის დედოფალი. თუმცა სხვებისგან განსხვავებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტინას მძიმე პერიოდის გავლა მოუწია. ჰიტების The Best და We Dont Need Another Hero-ს შემსრულებელმა გადაიტანა ინსულტი, თირკმლის გადანერგვა და ბოლოს ებრძოდა კიბოს. დამა...

0
161
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0