x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
11 ადრეული სიმპტომი, რომელიც მკერდის კიბოს მოასწავებს
როგორც წესი კიბო (სიმსივნე) ადრეულ ეტაპზე სიმპტომებს არ ავლენს. სინამდვილეში, ყველა სახის, სიცოცხლისთვის საშიში დაავადება გვხვდება მხოლოდ განვითარების მოგვიანებით ეტაპზე, რაც ართულებს მკურნალობის ეფექტს და ზოგჯერ ფაქტობრივად შეუძლებელიც კია, რადგან კიბო სწორედ იმ ერთ–ერთ დაავადებათაგანია, რომელთა განკურნების გზები თუ წამალი დღემდე არ არსებობს მიუხედავად სწავლული ექიმების მრავალსაუკუნოვანი შრომისა და მცდელობისა.




image




საერთოდაც, რა არის სიმსივნე? (მათთვის, ვინც არ იცის)



სიმსივნე, ისევე როგორც ნორმალური ქსოვილი უჯრედებისაგან შედგება, მაგრამ ნორმალური უჯრედებისაგან განსხვავებით სიმსივნურ უჯრედებს დაქვეითებული ან სრულიად დაკარგული აქვთ მომწიფების, დიფერენციაციის უნარი და ახასიათებთ განუსაზღვრელი გამრავლება, რის შედეგადაც წარმოქმნილი სიმსივნური ქსოვილი აზიანებს და არღვევს ირგვლივმდებარე ნორმალურ ქსოვილებსა და ორგანოებს; სიმსივნეებს შეისწავლის მეცნიერება ონკოლოგია. იმისდა მიხედვით თუ რომელი ქსოვილისაგან ვითარდება სიმსივნე, განარჩევენ მწიფე ანუ კეთილთვისებიან სიმსივნეს, რომელიც შენებით წააგავს დედურ ქსოვილს (ჰომეოპლაზია) და უმწიფარ ანუ ავთვისებიან სიმსივნეს რისი შენება მკვეთრად განსხვავდება დედური ქსოვილისაგან (ანაპლაზია).






კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებს შორის არსებული განსხვავება ისაა, რომ ავთვისებიანი სიმსივნისთვის დამახასიათებელია სწრაფი ზრდა, სიმსივნური უჯრედების შეჭრა ირგვლივმყოფ საღ ქსოვილებში (ინფილტრაციული ზრდა), სიმსივნური უჯრედების სისხლისა და ლიმფის გზით გადატანა დაშორებულ ორგანოებში და იქ მეორეული სიმსივნური კვანძების — მეტასტაზების გაჩენა, სიმსივნის ამოკვეთისას იმავე ადგილას განმეორებითი სიმსივნის განვითარება (რეციდივი).



სიმსივნის აღმოცენებამდე დიდი ხნით ადრე ქსოვილებში ხდება უჯრედთა ჯერ დიფუზური, ხოლო შემდეგ კეროვანი გამრავლება. ეს ცვლილებები ცნობილია როგორც სიმსივნისწინარე ანუ კიბოსწინარე მდგომარეობა. უკვე განვითარებული სიმსივნე დროთა განმავლობაში იძენს ახალ თვისებებს (სიმსივნის პროგრესია), რაც საფუძვლად უდევს სიმსივნური პროცესის დაყოფას სტადიებად.




image


სწორედ დღევანდელ სტატიაში მინდა გამცნოდ 11 ნიშანი იმისა, რომ კიბოს საშიშროება არსებობს, ეს ყველაფერი კი დაგეხმარებათ თავი აარიდოთ მისგან გამოწვეულ ფატალურ შედეგს, რადგან პირველ და მე–2 სტადიას შველიან და გახსოვდეთ - "კიბო განაჩენი არ არის"!




11 ადრეული სიმპტომი, რომელიც მკერდის კიბოს მოასწავებს




1. სისველე და გამონადენი ძუძუს თავებიდან. თუ ხშირად ამჩნევთ ტკივილს ძუძუს არეში, დააკვირდით სითხის გამონადენს (გარდა დედის რძისა), მაშინ ეს შეიძლება იყოს კიბოს სიმპტომი.



2. კანის სტრუქტურის ცვლილება, ფორების გაფართოება. ექსპერტების აზრით, კიბოს შემთხვევაში ქალებში მკერდის კანი ფორთოხლის კანის მსგავსი ხდება.



3. მუდმივი ტკივილი. ყურადღება მიაქციეთ გულმკერდის არეში ტკივილს, რომელზეც არანაირი ტკივილგამაყუჩებელი და ანტიბიოტიკი არ მოქმედებს.



4. ხველა და ხმის ჩახლეჩვა. ძუძუს კიბოს ერთ-ერთი სიმპტომი შეიძლება იყოს ხველა, რომელიც არსაიდან მოდის და არ არის დაკავშირებული გაციებასთან ან გრიპთან.



image



5. ცვლილებები შარდის ბუშტში ან ნაწლავებში. არარეგულარულად გადიხართ კუჭში? ხშირად გაქვთ დიარეა ან ყაბზობა? ეს არის მიზეზი ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის!




6. ენერგიის დაკარგვა. ძუძუს კიბოს მქონე ქალებში აღინიშნება სისუსტე, დაღლილობა. არ აქვს მნიშვნელობა მათ სძინავთ 8 საათზე ნაკლები თუ მეტი.



7. წონის მერყეობა. თუ ცოტა ხნის წინ წონაში ბევრი მოიმატეთ ან დაკარგეთ წონა უმიზეზოდ, უნდა გაითვალისწინოთ კითხვა: "რატომ?"



8. სიმსივნე იღლიის ქვეშ. ღირს შეშფოთება, თუ გაურკვეველი წარმოშობის მუწუკი ან ხორცმეტი გაგიჩნდათ იღლიაში. საქმე იმაშია, რომ მკერდი და იღლია ურთიერთდაკავშირებულია და სიმსივნურმა წამონაზარდმა შეიძლება დაიწყოს პროგრესირება სწორედ იქიდან.



image



9. ზომები არ ემთხვევა. კარგად დააკვირდით, თუ უმიზეზოდ ერთი მკერდი მეორეზე გაცილებით მეტია და უმიზეზოდ გაიზარდა, მაშინ ღირს შეშფოთება. (ზოგადად, ქალების უმეტეს მათგანს ასიმეტრიული აქვს მკერდი, მაგრამ აქ სხვა შემთხვევაზეა საუბარი)



10. მკერდის გამუდმებული ქავილი. გულმკერდის ქავილის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს:

ალერგია სარეცხი ფხვნილის მიმართ;

მკერდის ზრდა (სქესობრივი მომწიფების პერიოდში);

ლიმფის ცუდი მიმოქცევა და სითხის შეკავება;

სხეული ცდილობს სიმსივნისთვის ახალი სისხლძარღვების გამომუშავებას.




11. ტკივილი ზურგის ზედა ნაწილში. თუ ზურგი გაურკვეველი მიზეზით გამუდმებით გტკივათ და ტკივილი არაფრით არ წყნარდება, ამას სერიოზულად უნდა მოეკიდოთ. ტკივილების პროცესში სიმსივნეები იზრდება ქსოვილებში. ეს ასევე სერიოზულია, რადგან დაავადების არახელსაყრელი კურსით, მეტასტაზებმა შეიძლება დააზიანოს ძვლები.





P.S. ჯანმრთელობას გისურვებთ!



იხილეთ აგრეთვე:



10 ნიშანი იმისა, რომ კიბოს საშიშროება გემუქრებათimage





0
215
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0