x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ქირურგებმა 14 წლის სკოლის მოსწავლეს ცხვირში ამოსული კბილი ამოუღეს

image

ივანო-მატრენინსკის ბავშვთა საავადმყოფოს ოტორინოლარინგოლოგიური განყოფილების ექიმებმა უჩვეულო ოპერაცია ჩაატარეს. 14 წლის პაციენტს კბილი ამოუღეს - მაგრამ არა პირიდან, არამედ ცხვირიდან. ექიმები ამბობენ, რომ ასეთი ანომალიები საკმაოდ იშვიათია.

როგორც ივანო-მატრენინსკის ბავშვთა საავადმყოფოს პრესსამსახურში განაცხადეს, იმის შესახებ, რომ მათ გოგონას ცხვირში კბილი ეზრდებოდა, მშობლებმა პატარაობიდანვე იცოდნენ.


მაგრამ განგაში არ ატეხეს, რადგან ეს ხელს არ უშლიდა ბავშვის ნორმალურ ცხოვრებას. სულ ახლახანს სკოლის მოსწავლემ შეამჩნია, რომ ცხვირიდან სისხლდენა ჰქონდა და სუნთქვა გაუჭირდა.


ქირურგებმა გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ დაგეგმილი ოპერაცია: ზოგადი ანესთეზიის ქვეშ მოაცილეს ახლომდებარე ქსოვილები და ამოიღეს კბილი. გოგონას ის სამახსოვროდ აჩუქეს.


ბავშვი საავადმყოფოდან დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით უკვე გაწერეს.

0
235
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0