x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რა პირობები უნდა შეასრულოს საქართველომ, რომ ევროკავშირის კანდიდატი გახდეს? - ჩამონათვალი
image

ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, ხოლო კანდიდატის სტატუსი- მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გარკვეულ პირობებს შეასრულებს.


"ჩვენ რეკომენდაციით მივმართავთ ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული მომავალი და კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე შეფასდეს, თუ როგორ დააკმაყოფილებს საქართველო ყველა აუცილებელ მოთხოვნებს“, - ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.


ჩამონათვალი ასეთია:



* გადაიჭრას პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის თანამშრომლობა 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში შედგეს


* უზრუნველყოფილი იყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ეფექტიანი ფუნქციონირება, მათი ანგარიშვალდებულება იყოს ეფექტიანი და დამოუკიდებელი, უზრუნველყოფილი იყოს დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქცია


* მოხდეს საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და ყველა ხარვეზის მოშორება, რაც ეუთოს, ევროპული საბჭოს და ვენეციის კომისიის დასკვნაში არის მითითებული


* ფართო ინკლუზიური და პარტიებს შორის კონსულტაციების ბაზაზე მოხდეს სასამართლო რეფორმის სტრატეგიის გამჭვირვალე და ეფექტიანი რეალიზება. უზრუნველყოფილი იყოს სრული და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა სასამართლო ინსტიტუციურ ჯაჭვში და უფლებამოსილებების გამიჯვნა მოხდეს; კერძოდ, უზრუნველყოფილი იქნეს ყველა დონის სასამართლოს და პროკურატურის, კერძოდ კი უზენაესი სასამართლოს გამართული ფუნქციონირება და აღმოიფხვრას გამოვლენილი ხარვეზები, მათ შორის ყველა დონის მოსამართლეთა და გენერალური პროკურორის დანიშვნის მხრივ; განხორციელდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა და დაინიშნოს უმაღლესი საბჭოს დარჩენილი წევრები. ყველა ეს ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს


* გაძლიერდეს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც აერთიანებს ყველა ძირითად ანტიკორუფციულ ფუნქციას, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციული საქმეების განხილვის დროს; ახალი სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მათი უფლებამოსილების შესაბამისი რესურსებით აღიჭურვოს და მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა მოხდეს


* საქართველომ გააცნობიეროს „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაზე საკუთარი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით


* გაძლიერდეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საფრთხის შეფასებების საფუძველზე, კერძოდ, საფუძვლიანი გამოძიების, სისხლის სამართლებრივი დევნისა და მსჯავრდადების სანდო მონაცემების უზრუნველყოფით; უზრუნველყოფილი იყოს სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულება და ზედამხედველობა მათ საქმიანობაზე


* მეტი ძალისხმევა უზრუნველვყოთ თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველსაყოფად. მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს და მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების ჩატარება მოხდეს. ჟურნალისტების და მედიის სხვა თანამშრომლები უსაფრთხოება გარანტირებული იყოს


* სასწრაფოდ გადაიდგას ნაბიჯები მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებების დაცვის გასაძლიერებლად, მათ შორის ძალადობის ჩამდენთა და წამქეზებელთა უფრო ეფექტური სამართლებრივი დევნის გზით


* გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის კონსოლიდაცია მოხდეს


* უზრუნველყოფილი იყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე


* მიღებული იყოს კანონი, რათა საქართველოს სასამართლოებმა საქმეების განხილვის დროს აქტიურად გაითვალისწინონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები


* საქართველომ უზრუნველყოს, რომ ახალი სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) დანიშვნის პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პირს მიენიჭოს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს; უზრუნველყოს ოფისის ეფექტური ინსტიტუციური დამოუკიდებლობა


კომისია მონიტორინგს გაუწევს საქართველოს პროგრესს ამ პრიორიტეტებთან მიმართებით და 2022 წლის ბოლოსთვის მოხსენებას წარმოადგენს.

2
140
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
140
  
2022, 17 ივნისი, 17:48
ესენი ფიქრობენ ეხლა,რომ უკრაინის მერე რუსეთი ჩვენ დაგვარტყავს და შემოვა საქართველოში,რაც ტყუილი იმედებია და ეგრეც რომ იყოს,რა მერე მაგათ? შემოვა და მიგვიპყრობს,200 წელი ვიყავით დაპყრობილები და გადავრჩით,ისევ გადავრჩებით. სულ ბორელებმა და კრამონებმა არ გვიხსნეს განსაცდელიგან. იყო დრო როცა უტვინო ევროპელებმა გადაწყვიტეს ძია ჰიტლერის და ძია სტალინის დაჯახება,ეგრე დაგეგმეს ყველაფერი და მიუშვეს ჰიტლერი თავის ჭკუაზე,ხოდა ვის დაარტყა პირველი კი იცით. ვინ იხეირა ამით ესეც კარგად იცით და დღემდე გულაობს რუსეთი იმ ამბებით. ცუდი ის კი არ არის,რომ სტატუსი არ მოგვცეს,ცუდი იქნებოდა რომ მოეცათ,რადგან მაგ უცნაური აზროვნების ხალხთან საერთო არაფერი გვაქვს. აგერ გვყავს თურქეთი,გვყავს რუსეთი,ირანი და ჩინეთთანაც შეილება გასვლა უფრო მეტად,ამაზე დიდი ბაზარი შეუძლებელია ისურვოს ქვეყანამ. ჩინეთი არის ყველაზე მზარდი ეკონომიკა მსოფლიოში და ევროკავშირი ყველაზე დიდი ბიუროკრატია,რაც ჩვენისთანა ქვეყანას არაფერში არგია. დღესვე და ახლავე საქართველომ უარი უნდა თქვას ევროკავშირზე,მაინც არ მოგვცემენ იქ შესვლის უფლებას და თავს რატომ იბანძებთ? რატომ ეტენებით. ავტორ,მილიონჯერ რომ თხოვ რაღაცას ადამიანს და მილიონჯერვე უარს გეტყვის,კიდევ მიხვალთ სათხოვნელად? ასეა ეს ამბავიც და დროა საკუთარი თავის ფასი ვისწავლოთ.
2022, 17 ივნისი, 17:39
არანაირი პირობები არ არსებობს და ძალიან გთხოვთ ხალხს ნუ აყრით ნაცარს თვალებში. არც ჩვენ და არც იმ ორს არ გვეკუთვნოდა ეს კანდიდატის სტატუსი,ეს იცოდა ყველამ,ჩვენც და იმათაც. დემოკრატიის შუქურა რო არ ვართ და ბევრი პრობლემა რო გვაქვს ბორელზე კარგად ვიცით. უკრაინა რუსეთის ომის გამო შეიძლებოდა მოეცათ და იმ ორს მისცეს,ჩვენ არა. ღარიბაშვილმა ხომ თქვა,ომი არ იქნებაო და არ ვუერთდებით სანქციებსო,უფრო სწორად ვერ ვუერთდებითო,ხოდა გვსჯიან თავის ჭკუაში და გამოვიგზავნეს ათასი სისულელე. უკრაინა და მოლდოვა ხომ დემოკრატიული და ზეგანვითარებული ქვეყნებია აი,ეს მოლდოვა დსთს წევრი ქვეყანაა ყველაფერთან ერთად და კიდევ ჩვენ გვაქვს პრორუსული გეზი ხო? უბრალოდ,საქართველომ არ მიიღო იმ აფიორაში მონაწილეობა,რასაც ესენი ატენიან თავიანთ ამომრჩევლებს,მალე ვნახავთ დაფრენილს თავისი სკამებიდან აგერ მე და აგერ თქვენ. დახმარება კი გაუწიეთ უკრაინას რაც შეგვეძლო და რაც არ შეგვეძლო,ეს სუფთა ქართული დამოკიდებულებაა გაჭირვებულის მისამართით,გაიკვეხონ თავისი ევროკავშირი ერთ ადგილას.
0 1 2