x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ლუდის გავლენა ადამიანის ნაწლავებზე

ლისაბონის ახალ უნივერსიტეტში შეისწავლეს ლუდის სასარგებლო გავლენა ნაწლავის მიკრობიომზე. მათი აზრით ლუდს შეუძლია სასარგებლო გავლენა მოახდინოს ნაწლავის მიკრობიომზე და შეამციროს ნაწლავის დაავადების რისკი. ამავდროულად, საპილოტე კვლევის ავტორები (მონაწილეების მცირე რაოდენობით), რომლებმაც გამოაქვეყნეს შედეგები ჟურნალ ACS Journal of Agriculture and Food Chemistry-ში, რეკომენდაციას უწევენ უალკოჰოლო ლუდის დალევას, რადგან ალკოჰოლი, თუნდაც მცირე დოზებით, არის ორგანიზმისთვის საზიანო.
კვლევაში მონაწილეობდა 22 ჯანმრთელი მამაკაცი, ისინი გაყოფილი იყო ორ ჯგუფად, რომელთაგან ერთში მონაწილეები სვამდნენ 11 უნცია, ანუ 330 მილილიტრ (ალკოჰოლური ან უალკოჰოლო) ლუდს სადილთან ერთად ოთხი კვირის განმავლობაში. კვლევის დროს მკვლევარები თვალყურს ადევნებდნენ ჯანმრთელობის ინდიკატორებს, როგორიცაა წონა, სხეულის მასის ინდექსი და გულის და მეტაბოლური ჯანმრთელობის ბიოქიმიური მდგომარეობა.
image

მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის მაჩვენებლები არ შეცვლილა, ორივე ჯგუფმა აჩვენა ნაწლავში ბაქტერიების მრავალფეროვნების ზრდა და განავლის ტუტე ფოსფატაზას მაღალი დონე, რაც მიუთითებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების გაუმჯობესებაზე.

უფრო ადრე ჩატარებულმა ჯვარედინმა კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცებისა და ქალების მიერ 30 დღის განმავლობაში უალკოჰოლო ლაგერის ლუდის დალევა იწვევს ნაწლავის მიკრობიომის მრავალფეროვნების ზრდას. თუმცა, ასეთი ეფექტი ალკოჰოლური სასმელის შემთხვევაში არ დაფიქსირებულა.


ავტორების დასკვნების თანახმად, ერთი ბოთლი ლუდის დალევა, ალკოჰოლის შემცველობის მიუხედავად, შეიძლება სასარგებლო იყოს ნაწლავის მიკრობიომისთვის და ნაწლავების ჯანმრთელობისთვის მამაკაცებში. ამ ეფექტს განაპირობებს არა თავად ალკოჰოლი, რომელიც მცირე რაოდენობითაც კი საზიანოა, არამედ ლუდში შემავალი პოლიფენოლები, ამიტომ უალკოჰოლო ლუდის მიღება საუკეთესო ვარიანტია.

.

0
497
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
497
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0