x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134423
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
"უმყრალესი დემაგოგია, ვფიქრობ როდის გაიხდის ფეხსაცმელს და მოიყუდებს." - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი გუშინ, "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და მას "სამარცხვინოდ ყალბს უწოდებს".


"უმყრალესი დემაგოგია


მეზვრიშვილს ვუსმენ და ვფიქრობ როდის გაიხდის ფეხსაცმელს და მოიყუდებს.


სამარცხვინოდ ყალბია.


"ხვალე" წყდება საქართველოს ბედი, უტიფრები! - ამ ხარისხის პოპულისტია." - წერს "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, "ტვ პირველის" ეთერში "ნაციონალური მოძრობის" წევრ ეკა ხერხეულიძესა და გახარიას გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ნათია მეზვრიშვილს შორის დებატები გამართა, სადაც მან დეპუტატ ხერხეულიძის რეპლიკაზე, რომ "გავრილოვის ღამის" თარიღამდე 4 დღეა დარჩენილი, ასეთი რამ განაცხადა:

image

"თუ ვინმეს უნდოდა, რომ აპოლიტიკური, ერთიანობის აქცია ყოფილიყო, ეს თარიღი არ უნდა შეერჩიათ, 20 ივნისი...


ისტორიას ეს თარიღი ობიექტური შეფასებით და არა ცალმხრივი შეფასებით [დარჩება] გულწრფელი პროტესტის დღედ, გავრილოვის სკამში ჩაჯდომის გამო, რომელი გულწრფელი პროტესტიც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა შტურმის ღამედ გადააქციეს.


ამიტომ, გარკვეული ადამიანებისთვის ეს თარიღი ასოცირდება არამარტო გულწრფელ პროტესტთან, არამედ შტურმის ღამესთან, რომელსაც ვერაფერი ვერ ექნება საერთო ევროპულ ღირებულებებთან... ვერ გაივლის ევროპის გზა იმ დღის სიმბოლიზებაზე, რომელ დღესაც ადამიანებისთვის აქვს ორმაგი დატვირთვა."

0
700
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
700