x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ჯო ბაიდენმა დაიკვეხნა, რომ მის ადმინისტრაციაში რეკორდული რაოდენობის ლგბტ წარმომადგენელი მუშაობს

image

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მის ადმინისტრაციაში მუშაობს ლგბტ წარმომადგენლობის რეკორდული რაოდენობა და ხაზი გაუსვა იმას, რომ მის წინამორბედებს. არცერთს არ ჰყოლია ამ რაოდენობის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი.




„ჩვენთან მომუშავე ლგბტ თემის უფრო მეტი წევრი მყავს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადმინისტრაციაში იყო და ვიდრე ყველა სხვა ადმინისტრაციაში ერთად აღებული. სერიოზულად ვაბობ", - განაცხადა ბაიდენმა და ამის მიზეზიც გაამხილა: „როდესაც ხელისუფლებაში მოვედი, დავპირდი, რომ ჩემი ადმინისტრაცია ამერიკას დაემსგავსებოდა. ასეც არის“.



შეგახსენებთ, რომ მაისში თეთრი სახლის ახალი წარმომადგენელი გახდა კარინე ჟან-პიერი, შავკანიანი პოლიტიკური აქტივისტი, ლესბოსელი, ანალიტიკოსი და კამალა ჰარისის ყოფილი შტაბის უფროსი 2020 წლის არჩევნებზე.




აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას სახელმწიფო დონეზე სექსუალური უმცირესობების უფლებების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. ამის შესახებ USA Today იუწყება. ბაიდენის თქმით, ლგბტ+ ადამიანების უფლებები სულ უფრო და უფრო ხშირად ხდება თავდასხმის ობიექტი.




პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, რომელმაც პირველად აღიარა მაღალი თანამდებობის სექსუალური უმცირესობების რამდენიმე წარმომადგენლის ყოლა, მათი უფლებების დაცვა პრიორიტეტად გამოაცხადა.


„ჩემი გზავნილი ყველა ახალგაზრდისთვის არის: უბრალოდ თქვენივე თავი გეკუთვნოდეთ“, - განაცხადა ბაიდენმა.


თეთრი სახლის ცნობით, დოკუმენტი, კერძოდ, ავალებს ადმინისტრაციას, დაიცვას უმცირესობების უფასო ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე, თუ ამას ადგილობრივი კანონი აფერხებს.

ივნისის დასაწყისში ლგბტ-თემი განაწყენდა იმის გამო, რომ ბეისბოლის გუნდმა Tampa Bay Rays-მა უარი განაცხადა მიეკრათ ფორმაზე ლგბტ საბნევები, რადგან შეურაცხყოფთა მათ ქრისტიანულ გრძნობებს.



0
188
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0