x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გაერო კაცობრიობის ნახევარს საფრთხის შესახებ აფრთხილებს

image
კლიმატის ცვლილება და მისი შედეგები უკვე საფრთხე გახდა კაცობრიობის თითქმის ნახევარისთვის. ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერიშმა ავსტრიის მსოფლიო სამიტზე ვიდეომიმართვისას გაავრცელა. წერს TASS-ი.


„კლიმატის კრიზისის უარესი შედეგების თავიდან აცილების შესაძლებლობათა ფანჯარა სწრაფად იხურება. ჩვენი პლანეტა უკვე 1, 2 გრადუსით გათბა.“ - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.


გუტერიშმა ასევე ხაზი გაუსვა სათბურის გაზების ემისიების 45 პროცენტით შემცირების აუცილებლობას 2030 წლისთვის და ემისიების სრულად კომპენსირებას საუკუნის შუა პერიოდისთვის.


გაერო-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კლიმატის ეროვნული ვალდებულებების განხორციელებით, ასეთი შედეგების მიღწევა შეუძლებელია - ემისიების დონე, მისი თქმით, ამ ათწლეულის ბოლომდე 14 პროცენტით გაიზრდება. გუტერიშმა დასძინა, რომ 2021 წელს ემისიების მოცულობა არ შემცირებულა, არამედ, გაიზარდა 6 პროცენტით.

0
346
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
346
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0