x
image
ქეთეონე
"ჩვენ გავიარეთ საშინელი წლები, ეს იყო ნარკოტიკით გამოწვეული ძალადობა" - რას ამბობს თამარ მაყაშვილი
image



თამარა მაყაშვილი მიწვეული ჰყავდათ ერთ-ერთ გადაცემაში, სადაც იგი იხსენებს დროს, როდესაც მისი ყოფილი სიძე, ბესო ზანგური ძალადობდა მის ქალიშვილზე - ნინუცა მაყაშვილზე.


იგი ამბობს, რომ იმ პერიოდში მათ გაიარეს საშინელი წლების ამის გამო და ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს ნარკოტიკების მოხმარებას.


"ჩვენ ცოტა მოგვიანებით გავიგეთ ამის შესახებ. ადამიანი, რომელიც იყო საკმაოდ ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, აბსოლუტურად შეიცვალა და დაზომბირდა"- თქვა თამარა მაყაშვილმა ბესო ზანგურზე.




"შემდგომში რამდენჯერმე მოხდა ჩვენი მხრიდან ჩარევა. წამოვიყვანეთ ნინუცა სახლში, მაგრამ ის უკან დაბრუნდა. მე ამის სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი.


ჩვენ გავიარეთ საშინელი წლები, ყველამ იცოდა ეს ირგვლივ. მოძალადე არ გამოსწორდება. შეიძლება გამოსწორდეს იმ შემთხვევაში, თუ ის არ "ზის" საშინელ პრეპარატებზე. ბესო ზაგნურს ასევე არ ჰქონდა გენეტიკურად ნორმალურად საქმე. ეს იყო ნარკოტიკით გამოწვეული ძალადობა."- განაცხადა თამარა მაყაშვილმა.



მოგეხსენებათ, მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ მასზე ყოფილი ქმარი, მსახიობი ბესო ზანგური, თანაცხოვრების დროს სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის მაშინაც, როდესაც იგი ფეხმძიმედ იყო.





image

0
239
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
239
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0