x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რომელი წლებია მნიშვნელოვანი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის?
ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს, საზოგადოებაში ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო ფართო სფეროა.




image


მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას - "ეზოთერიკას". ფაქტობრივად, მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად, ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.




თითოეული ადამიანის ცხოვრებაში არის ცხოვრების გარკვეული წლები, რომლებსაც შეიძლება ეწოდოს საბედისწერო. ამ წლების განმავლობაში შეიძლება მოხდეს როგორც ტრაგიკული, ასევე სასიხარულო მოვლენები.



მოდით, ვნახოთ, თუ რომელი წლები იქნება თქვენთვის მნიშვნელოვანი.



რომელი წლებია მნიშვნელოვანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?




1. ☞ ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი) - ვერძის ცხოვრებაში ძირითადად ხელსაყრელი მომენტებია, ვიდრე საბედისწერო. ცხოვრების მნიშვნელოვანი წლებია 15, 19, 30, 35, 40, 45, 57, 60, 66 და 76. ძირითადი მოვლენები კი 40 წლის ასაკის შემდეგ მოხდება.



2. ☞ კურო (20 აპრილი - 21 მაისი) - მნიშვნელოვანი წლები კუროს ცხოვრებაში: 16, 21, 24, 30, 33, 39, 51, 60 და 64. ახალგაზრდობაში, კუროს ცხოვრება არც ისე სასიამოვნო პერიოდებით იქნება სავსე, თუმცა 30 წლის ასაკის შემდეგ ბედი სასიამოვნო საჩუქრებით დაგაჯილდოვებთ.



3. ☞ ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი) - ტყუპებისთვის ცხოვრების მნიშვნელოვანი წლებია 10, 20, 30, 40, 50, 64, 70 და 80. პაველ გლობის ჰოროსკოპის მიხედვით, ტყუპები მთელი ცხოვრების მანძილზე გრძნობენ უხილავი ძალის არსებობას, რომელიც მუდმივად იცავს მათ უბედურებისგან.



4. ☞ კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი) - კირჩხიბების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წლებია 15, 25, 30, 35, 40, 45, 50, 60 და 75. 30 წლამდე კირჩხიბები პირად ცხოვრებაში განიცდიან მოვლენებს. 30 წლის შემდეგ მათ ცხოვრებაში ხდება ცვლილებები, რისთვისაც ისინი ყოველთვის მზად არ არიან. ხშირად, 30-წლიანი ეტაპების შემდეგ, ისინი იმედგაცრუებულნი არიან და კარგავენ ინტერესს ცხოვრების მიმართ.



5. ☞ ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო) - ლომების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წლებია 19, 36, 40, 57, 60, 76. პაველ გლობის ჰოროსკოპის მიხედვით, ლომები ადვილად ეგუებიან ცვლილებებს ცხოვრებაში. ისინი აღიქვამენ როგორც დადებით, ასევე უარყოფით მოვლენებს, როგორც რაღაც სავალდებულოს, რომლის მეშვეობითაც აუცილებლად უნდა გაიარონ ცხოვრება.



6. ☞ ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი) - მნიშვნელოვანი წლები ქალწულების ცხოვრებაში: 16, 21, 24, 32, 41, 50. ამ თანავარსკვლავედის წარმომადგენლები კარიერაში და ფინანსურ სფეროებში უფრო მეტ ცვლილებებს და მოვლენებს ელოდებიან, ვიდრე პირად ცხოვრებაში.




image



7. ☞ სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი) - მნიშვნელოვანი წლები სასწორის ცხოვრებაში: 8, 16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72. პაველ გლობის ჰოროსკოპის მიხედვით, სასწორს ბევრი მოვლენა ელის, რომლის შედეგმაც შეიძლება გახადოს ის უფრო წარმატებული.



8. ☞ მორიელი (23 ოქტომბერი - 22 ნოემბერი) - მნიშვნელოვანი წლები მორიელების ცხოვრებაში: 15, 25, 30, 45, 50, 60, 74. ამ თანავარსკვლავედის წარმომადგენლები მთელი ცხოვრების განმავლობაში ებრძვიან საკუთარ თავს.



9. ☞ მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი) - მნიშვნელოვანი წლები მშვილდოსნის ცხოვრებაში: 15, 19, 36, 38, 40, 45, 57, 75. განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება მოვლენებს, რომლებიც გადამწყვეტი აღმოჩნდება ამ თანავარსკვლავედის ადამიანების ცხოვრებაში. ყოველ მნიშვნელოვან წელს, მშვილდოსნები მიიღებენ გარკვეულ გამოცდილებას, რომელიც ადრე თუ გვიან დაეხმარება მათ წარმატებაში.



10. ☞ თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი) - თხის რქების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წლები: 16, 21, 30, 31, 33, 41, 50, 57. ამ თანავარსკვლავედის ადამიანები წინასწარ უნდა მოემზადონ ცვლილებებისა და საბედისწერო მოვლენებისთვის, რადგან ამ ყველაფერმა შეიძლება მათ ანანოს.



11. ☞ მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი) - მერწყულის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წლები: 12, 22, 24, 32, 42, 48, 50, 64, 72. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები, როგორც წესი, დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ თავიანთ ცხოვრებაში ბევრ მოვლენას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი რადიკალურად ცვლიან ცხოვრებას და გავლენას ახდენენ თავიანთ მომავალზე.



12. ☞ თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი) - მნიშვნელოვანი წლები თევზების ცხოვრებაში: 12, 24, 30, 36, 45, 48, 52, 60. თევზები საკმაოდ დიდხანს განიცდიან საბედისწერო მოვლენებს, თუმცა ყველა მოვლენას ექნება მათ ცხოვრებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა.





0
301
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0