x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ამათ უნდა მამკლან რა"- რა ფოტოს ავრცელებს ირაკლი ოქრუაშვილი

image


თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჩვეული იუმორით ეხმაურება და არტერიული ჰიპერტენზიის ცხადად გამოხატულ სურათს შემდეგი სტატუსით აზიარებს:


image


"ამათ უნდა მამკლან რა. ასე ვარ სალომეს ბრიფინგის ყურების მერე" - წერს პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.


შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, სალომე ზურაბიშვილმა გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, არაერთ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებითაც და ბრალი ამასთან დაკავშირებით მმართველ პარტიას უმოქმედობაში დასდო. ზურაბიშვილმა ასევე 16 ივნისს ევროპის მოედნიდან რიყეზე აქცია დააანონსა და საზოგადოებას მასზე დასწრებისკენ მოუწოდა, რათა მათ თავიანთი ერთიანობით ევროპას საკუთარი არჩევანი კიდევ ერთხელ დაანახონ. უცვლელად გთავაზობთ ზურაბიშვილის მიერ გამართული ბრიფინგიდან რამდენიმე ნაწყვეტს:


"16–ში, ერთი საათით, მეტი არ არის საჭირო და არ შეგასუხებთ… 16 ივნისს გთავაზობთ რომ შევიკრიბოთ ყველა ევროპის მოედნიდან რიყეზე, ოღონდ ყველა. დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება. ეს იქნება საზოგადოება, მოსახლეობა, რიგითი მოქალაქე, მე, თქვენ და ნებისმიერი ან პოლიტიკური პარტიის წევრები ან ხელისუფლების წარმომადგენლები…


მაგრამ ყველა მოვა, როგორც რიგითი მოქალაქე. იქ არც სიტყვები იქნება, არც განცხადებები არც პლაკატები, თუ ვინმეს სიმღერა უნდა შეუძლია – იმღეროს. დანარჩენი იქნება მხოლოდ დგომა, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის ევროპა. ჩვენ კი არ გვინდა ევროპაში, არ გვინდა იქ წასვლა არ გვინდა მეტი ჩვენი ემიგრანტების იქით წასვლა. ჩვენ გვინდა აქ ის ღირებულებები და ის ნაწილი ევროპის, რომელიც ჩვენთვის საჭირო და მისაღებია.


გაფუჭებული საქმე გამოვლინდა რამდენიმე პარამეტრით, პირველია, ევროპარლამენტის რეზოლუცია. ყველაზე ნათლად გამოჩნდა ეს იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ასეთი ტექსტი დაუსაბუთებელი ბრალდებები იმის მანიშნებელია, რომ არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა ევროპარლამენტის პარტიებთან. ოპოზიცია თავის მხრივ მუშაობდა საკუთარი მიზენების მისაღწევად, მთავრობას კი, პარტიას, ის სამუშაო რაც უნდა გაეკეთებია, არ ჩაუტარებია – შედეგიც მიიღო.


არ წარმოადგენს სიმართლეს განაცხადი, ვითომცდა უკვე იყოს რამე ფორმით დაწესებული ირიბად მომუშავე სანქციები, ეს ბუნდოვანება მხოლოდ იმას ემსახურება, გადაიფაროს იმათი დანაშაული, ვისაც მუშაობა ევალებოდა.


ამ დანაშაულზე პასუხი კონსპირაციული თეორიებით, ანტიოევროპული განცხადებებით საკუთარი დაუდევრობის გადაფარვის მცდელობაა, მმართველ პარტიაზე ვლაპარაკობ. თქვენ მმართველმა პარტიამ არაფერი გააკეთეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი იმ რიგში არ ჩაწერილიყო, თქვენ უნდა მიხედოთ, ამ საკითხს." - განაცახადა ზურაბიშვილმა.




0
1062
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1062