x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
38 დღე შუა ოკეანეში – გადარჩენის უჩვეულო ისტორია

1971 წ. 10 წლის ნილ რობერტსონმა მამას მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში წასვლა სთხოვა. უფროსი რობერტსონი შვილს დასთანხმდა, საოჯახო ფერმა გაყიდა და ოჯახთან ერთად, 13 მ–იანი იალქნიანი გემით, – «lucette»–ით, თავგადასავლების საძებნელად გაემგზავრა. დედა, მამა და 4 შვილი — ფალმუტიდან (დიდი ბრიტანეთი) — გალაპაგოსის კუნძულებისკენ გაემგზავრა.


image


თავდაპირველად, ყველაფერი კარგად იყო. ოჯახი წლინახევრის განმავლობაში მოგზაურობაში იმყოფებოდა და მიზანს თითქმის მიაღწია. კუნძულებიდან გეზი ცენტრალური ამერიკისკენ აიღეს. ხოლო, იქიდან ატლანტის ოკეანის გავლით, სამშობლოში აპირებდნენ დაბრუნებას. მაგრამ, ერთხელ, გემს ცელნამგალა ვეშაპი დაესხნენ თავს და უზარმაზარმა ცხოველებმა გემის კორპუსი დააზიანეს. რობერტსონებმა რეზინის გასაბერ ნავში მოასწრეს გადაჯდომა, მაგრამ სიტუაციის შეფასების შემდეგ მიხვდნენ, რომ სასმელი წყალი მხოლოდ 10 დღე ეყოფოდათ, საკვები კი, უფრო ნაკლები ჰქონდათ. რომ გადარჩენილიყვნენ, მათ ერთი ნიჩაბი შუბად გადააკეთეს. მისი მეშვეობით კუზე ნადირობდნენ, მის სისხლს სვამდნენ და ასე ებრძოდნენ შიმშილს და ორგანიზმის გაუწყლოებას. მაგრამ, ამან მათ არ უშველა. ბავშვები თანდათან ძალებს კარგავდნენ... მაშინ, დედამ, რომელიც ადრე მედდად მუშაობდა, უჩვეულო გამოსავალი იპოვა: მან წვიმის წყლის მოგროვება დაიწყო, კიბის რეზინის საფეხურები ოყნად გადააკეთა და შეგროვებული მტკნარი წყლის ბავშვებისთვის, მეუღლისთვის და საკუთარი თავისთვის, უკანა ტანიდან შეყვანა დაიწყო.


image


წვიმის წყალი, მოკლული ცხოველების სისხლთან ერთად, გულისამრევი, საზიზღარი კოქტეილი იყო. თუმცა, სწორ ნაწლავს სითხის ათვისების უნარი აქვს. ამიტომ, მოგზაურები დაცულები იყვნენ მოწამვლის და გულისრევისგან. ამ პატარა ხრიკმა ოჯახს, წყლის და საკვების გარეშე, 38 დღე გააძლებინა, ვიდრე ოკეანეში დაკარგულები, იაპონელი მეთევზეების ტრალერმა არ გადაარჩინა.

ამ მოგზაურობის ერთ–ერთმა წევრმა, დუგლას რობერტსონმა, ოჯახის თავგადასავლის და გადარჩენის ისტორიის შესახებ, წიგნი დაწერა.


image


image

არხის სხვა სიახლეები:


* ანეკდოტები, რთული კვირის ბოლოს

* 7 საიდუმლო ფაქტი ძველი ტექნოლოგიების შესახებ, რომელიც ჩვენთვის გაუგებარია

* მამაკაცმა საკუთარი სარდაფის კედელი დაანგრია და უძველესი მიწისქვეშა ქალაქი აღმოაჩინა

* ნაცისტების ყველაზე შემზარავი 5 დანაშაული

* "ახალი ადამიანები" – ტრანსგენდერები "გარდასახვამდე" და მას შემდეგ

* მსოფლიო სილამაზე და საოცრებები, რომლის ნახვა ნამდვილად ღირს

* ცნობილი ადამიანების უცნაური და მავნე ჩვევები

* შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოთ, მაგრამ სრული ჭეშმარიტებაა


0
639
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
639
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0