x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მიწისქვეშა ცივილიზაციებმა შესაძლოა თავი გაამჟღავნონ

უძველესი ცივილიზაციების ცნობილი მკვლევარი დევიდ უილკოკი ამტკიცებს, რომ ჩვენს პლანეტაზე უძველესი ცივილიზაციების ალიანსი ცხოვრობს. ეს ცივილიზაციები, დედამიწის შიდა მხარეს, საკუთარ სახლად, დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევენ და ახლო მომავალში, საკუთარი თავის მსოფლიოსთვის გაცნობას აპირებენ.


image


უილკოკს მტკიცედ სწამს, რომ ჩვენი პლანეტის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, მრავალი მოწინავე ცივილიზაცია, მაგ., როგორიც ატლანტიდა იყო, ქაოსურ დროში (ბოლო სამი ათასი წლის მანძილზე, მშვიდობა მხოლოდ 240 წელი იყო. დანარჩენ დროს, ქვეყნები ერთმანეთთან ომს აწარმოებდნენ და არც მანამდე აკლდა მსოფლიოს ომები და ბუნებრივი კატაკლიზმები) თავის გადასარჩენად, იატაკქვეშეთში გადავიდა. ისინი დედამიწის ზედაპირს გაერიდნენ და საცხოვრებლად, მიწისქვეშა სამყარო აირჩიეს.

imageმიწისქვეშა გვირაბების და გადასასვლელების არსებობა, უკვე რა ხანია, თანამედროვე მეცნიერებისთვის განსჯის საგნად იქცა. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ამ გვირაბების შესახებ ინფორმაცია, უძველეს დროშიც არსებობდა. გადმოცემის თანახმად, მაშინ ფიქრობდნენ, რომ ამ გვირაბებით, მიწისქვეშა სამეფოებამდე შეიძლებოდა მისვლა, რომლებიც პლანეტის ზედაპირიდან საკმაოდ დიდ სიღრმეზე მდებარეობდა.

უილკოკი თვლის, რომ აშშ-ს მთავრობამ შემთხვევით შეიტყო მიწისქვეშა ცივილიზაციების არსებობის შესახებ, როდესაც საიდუმლო მიწისქვეშა ბაზას აშენებდნენ.

ინტერვიუში მეცნიერმა განაცხადა: «მათ აქვთ გვირაბის საბურღი მანქანები და საკუთარ ქალაქებს მუდმივად აფართოებენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახლა მიწისქვეშა მაცხოვრებლებს და ზედაპირზე მცხოვრებთ, მართალია, არასტაბილური, მაგრამ კონტაქტები მაინც აქვთ».

«ცნობილია, რომ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მშენებლებს, რომლებმაც ის ცივილიზაცია
image აღმოაჩინეს, კავშირი ჰქონდათ მათთან და ერთი პერიოდი, ერთადაც მუშაობდნენ კიდეც, მაგრამ ახლა, მათი განადგურება უნდათ» — განაცხადა უილკოკმა.

მისი თქმით, სწორედ არსებული საფრთხის გამო, დედამიწის სიღრმეში მყოფი ცივილიზაციები გაერთიანდნენ და დახმარებისთვის ვარსკვლავთშორის გაერთიანებას მიმართეს. მათ იმედი ჰქონდათ, რომ დახმარებას მიიღებენ, იმ ძალებთან საბრძოლველად, რომლებიც მათ განადგურებას ცდილობენ.

«როგორც კონტაქტორი ამბობს, ვარსკვლავთშორისი ჯგუფების წარმომადგენლებმა შექმნილი სიტუაცია განიხილეს და გადაწყვეტილება მიიღეს, რის გამოც, მიწისქვეშა ცივილიზაცია შოკში ჩავარდა — მათ, კაცობრიობის წინაშე, თავის გამჟღავნება სთხოვეს!» — აღნიშნა უილკოკმა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გადაარჩინა ლუდმა კაცობრიობა

* ანეკდოტები, რთული კვირის ბოლოს

* 7 საიდუმლო ფაქტი ძველი ტექნოლოგიების შესახებ, რომელიც ჩვენთვის გაუგებარია

* 7 უძველესი ნივთი, რომელიც გაოცებას იწვევს

* ნაცისტების ყველაზე შემზარავი 5 დანაშაული

* 38 დღე შუა ოკეანეში – გადარჩენის უჩვეულო ისტორია

* მსოფლიო სილამაზე და საოცრებები, რომლის ნახვა ნამდვილად ღირს

* საინტერესო ფაქტები ქალების შესახებ

0
1303
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1303
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0