x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
სილამაზის დედოფალი ნარკოტიკებით ვაჭრობაშია ბრალდებული
imageრუსეთის ერთ-ერთ წამყვან სილამაზის დედოფალს და სამოდელო სააგენტოს მფლობელს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. იგი ნარკორეალიზაციაში არის ეჭვმიტანილი, აცხადებენ სამართალდამცავები.


დაკავების დროს 34 წლის კრისტინა დუხინა "მოსკოვი-სიტის" ცათამჯენების უბანში, თავის ელიტარულ ბინაში იმყოფებოდა. მან მეორე ადგილი დაიკავა "მის დუბაი 2019"-ში და მოიგო "გრან-პრი" რუსეთის "მის ფედერაცია" მომდევნო წელს.

image

ბაზა Telegram არხის ცნობით, დუხინა საკუთარ აპარტამენტთან დააკავეს. ჩხრეკის დროს მას ხუთი პაკეტი აღმოაჩნდა საეჭვო შიგთავსით . ერთი მათგანი შეიცავდა თითქმის 3 გ მეფედრონს.



სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს კრისტინა დუხინას ბინაში სასწრაფო ჩხრეკა ჩაეტარებინათ, სადაც კიდევ 12 პაკეტი აღმოაჩინეს, რომელშიც 500 გრამზე მეტი მეფედრონი იყო.ცნობისთვის ერთი გრამი ნარკოტიკული საშალება მეფედრონი საშუალოდ 120 აშშ $ ღირს.წინასწარი მონაცემებით ნარკოტიკი სარეალიზაციოდ იყოი გამზადებული

image

ლამაზმანი ორი შვილის დედაა, დუხინას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება .


" გადავწყვიტე ჩემი ძალები მეცადა სილამაზის კონკურსებზე და ჩემი მაგალითით მეჩვენებინა, რომ ოცნებები ხდება და შეუძლებელი არაფერია", - თქვა მან დუბაიში გამარჯვებამდე.


„არ ველოდი ასეთ პრესტიჟულ საერთაშორისო ტიტულს. ”რა თქმა უნდა, მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი საკუთარ თავში და ჩემს სილამაზეში.”-აღნიშნა ახალგაზრდა ქალმა.

image

წელს, დაკავებამდე, მან მკვეთრად შეამცირა სოციალურ ქსელებში აქტიურობა. "მე ვტოვებ სოციალურ მედიას და მხოლოდ ძალზე ახლობელ ადამიანებს შევიყვან ახალი ცხოვრების სტერილურ ცარიელ ოთახში." -აღნიშნა მოდელმა.


დუხინა დაიბადა კრასნოდარში, მოგვიანებით შექმნა სამოდელო სააგენტო «BleakSea Models», ასევე ვითარდებოდა რეკლამისა და მოდელირების სფეროში. შემდეგ კი გადაწყვიტა ძალები ეცადა სილამაზის კონკურსებზე.

image

1
1038
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1038
  
2022, 16 ივნისი, 12:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1