x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მე-20-ე საუკუნის 5 ყველაზე იდუმალი ავიაკატასტროფა
როგორც წესი, თვითმფრინავი - ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტად ითვლება. ამის მიუხედავად, ავიაკატასტროფების სიხშირე არც თუ ისეთი იშვიათია. თითოეული მათგანის გამოძიების დიდი სურვილის მიუხედავად, მათი უმეტესობა იდუმალების ბურუსითაა მოცული.


უიღბლობა, სიცოცხლის ფასად

image

1941 წლის 21 აპრილს, კრეტას სანაპიროზე პატრულირების შემდეგ, იტალიური ბომბდამშენი "სავოია-მარკეტი" გაუჩინარდა. თვითმფრინავი, ეკიპაჟის ნაშთებით, ლიბიის უდაბნოს სიღრმეში, მხოლოდ 1960 წელს იპოვეს.


აღმოჩნდა, რომ იმ ტრაგიკულ ღამეს თვითმფრინავმა გვერდი აუარა ლიბიის ბაზას. რადიო გაფუჭდა, ამინდი უკიდურესად გაუარესდა, და შედეგად, ეკიპაჟით სავსე თვითმფრინავი უსიცოცხლო უდაბნოსაკენ "გაემართა". რამდენიმე საათის შემდეგ ბენზინი გათავდა - და თვითმფრინავიც ჩამოვარდა. მძიმე დაშვებისას, ეკიპაჟის 6 წევრმა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები და მხოლოდ ერთმა შეძლო დახმარებისათვის წასვლა. მან უდაბნოში 90 კილომეტრის გავლა შესძლო, თუმცა, ამავდროულად, ვერ შეამჩნია წყლით სავსე საწყობი (კოშმარული უიღბლობა!), შექმნილი ბრიტანული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფებისათვის და საბოლოოდ გარდაიცვალა, ვერ მიაღწია რა დასახლებულ პუნქტს, რომლისგანაც 8 კილომეტრი აშორებდა. მის გვერდით სასიგნალო პისტოლეტი იპოვეს, რომლითაც იგი სიცოცხლის ბოლო საათებში წარუმატებლად ცდილობდა ვინმეს ყურადღების მიქცევას.


თვითმფრინავი ეკიპაჟის გარეშე


მსგავსი ამბავი შეემთხვათ იტალიელების მოწინააღმდეგებს - ამერიკელებს. 1943 წლის 4 აპრილს, ამერიკული ბომბდამშენი "B-24 Lady Be Good", ლიბიის ბაზაზე დაბრუნებისას, უეცრად გაუჩინარდა. მაშინ ჩათვალეს, რომ იგი ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირა.


image

ბომბდამშენი მხოლოდ 1958 წელს აღმოაჩინეს, როდესაც ბრიტანელმა გეოლოგებმა, რომლებიც ლიბიის უდაბნოზე დაფრინავდნენ, ხმელთაშუა ზღვის სამხრეთით, 600 კილომეტრში, ქვიშით დაფარული თვითმფრინავის ნამსხვრევები შენიშნეს. 1959 წელს თვითმფრინავამდე მიღწეულმა ექსპედიციამ ცხრიდან ვერცერთი ეკიპაჟის წევრი ვერ ნახა. ამავდროულად კი, წყლისა და საკვების რეზერვი ხელუხლებელი იყო.


16 წლის შემდეგაც, რადიოსადგური და ტყვიამფრქვევები გამართული გახლდათ, თერმოსში ჩასხმული ჩაი კი - დასალევად გამოსაყენებადი! და, მხოლოდ, კიდევ 1 წლის შემდეგ, 1960 წელს, უდაბნოში ეკიპაჟთა ნარჩენები აღმოაჩინეს.


რა მოხდა? ქვიშის ქარიშხლის მიზეზით, თუ იმის გამო, რომ პილოტებმა სიბნელეში უდაბნო შეცდომით ზღვად აღიქვეს, თვითმფრინავმა თავისი ბაზა გამოტოვა და რამდენიმე საათის განმავლობაში, კურსი საჰარას სიღრმეების მიმართულებით ეჭირა. შეცდომის გააზრებისას, ეკიპაჟმა ბომბდამშენი ჰაერში დატოვა. ერთი პილოტი გაუხსნელი პარაშუტის მიზეზით დაიღუპა, დანარჩენებმა გადაწყვიტეს სანაპირომდე გაეგრძელებინათ გზა, რომელიც, როგორც თვითონ შეცდომით ჩათვალეს, ახლოს უნდა ყოფილიყო.


უდაბნოს პირობებში, 55-ი გრადუსის სიცხეში, წყლისა და საკვების გარეშე (ყველაფერი თვითმფრინავის ბორტზე დარჩა), ეკიპაჟი, წესით, რამდენიმე დღეში უნდა დაღუპულიყო. თუმცაღა, პილოტებმა უფრო მეტ ხანს გაძლეს: მათგან ხუთი დაიღუპა 5 დღეში 129 კილომეტრის გავლის შემდეგ, დანარჩენმა სამმა კიდევ 3 დღე იარა, მანამ ერთმანეთის მიყოლებით არ დაიღუპნენ.


მართვის გარეშე დარჩენილმა თვითმფრინავმა კიდევ 2 საათი იფრინა, წარმატებით დაეშვა და ქვიშის გასწვრივ მანამ იმოძრავა, სანამ მისი ფიუზელაჟი ორად არ გაიყო.


გლენ მილერის უკანასკნელი ფრენა


- ამერიკელებს. 1943 წლის 4 აპრილს, ამერიკული ბომბდამშენი "B-24 Lady Be Good", ლიბიის ბაზაზე დაბრუნებისას, უეცრად გაუჩინარდა. მაშინ ჩათვალეს, რომ იგი ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირა.

image

ლეგენდარული ამერიკელი ჯაზმენი, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ჯაზური ორკესტრის ხელმძღვანელი, 1944 წელს, საშობაო კონცერტზე უნდა გამოსულიყო, გათავისუფლებულ პარიზში. და, აი, 15 დეკემბერს, ხშირი ბურუსის პირობებში, მილერი გაფრინდა ბრიტანეთიდან პატარა, ერთძრავიანი თვითმფრინავით "Norseman С-64". ჯაზმენმა საფრანგეთამდე ვერ მიაღწია, თვითმფრინავიც და მილერიც უგზო-უკვლოდ გაუჩინარდნენ.


მაშინვე გავრცელდა მრავალი ვერსია ცნობილი მუსიკოსის გარდაცვალების შესახებ, ერთი მეორეზე უფრო გიჟური: იგი ცნობილი ოტო სკორცენის დივერსანტებმა შეიპყრეს და წამებით მოკლეს; მას ესროლა თანამგზავრმა, ამერიკელმა ოფიცერმა; მილერი გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი პარიზის საავადმყოფოში, კატასტროფის ამბავი კი გამოიგონა, რადგან უფრო გმირულ კონტექსტში სურდა გარდაცვალება; გარდაიცვალა არა საავადმყოფოში კიბოსაგან, არამედ გულის შეტევისაგან პარიზის ბორდელში, მეძავის მკლავებში; უფრო მოგვიანებით, გამოჩნდა ყველაზე ეგზოტიკური ვერსიაც, საბჭოთა კავშირში: "იური ანდროპოვი - არავინაა, გარდა ავიაკატასტროფაში გადარჩენილი გლენ მილერისა, ზედმეტად ჰგვანან ერთმანეთს, თან ორივეს ჯაზი უყვარდა".


თუმცა, ფანტაზიას მოკლებულნი, მოსაწყენი ისტორიკოსები მიდრეკილნი არიან ამ ვერსიისაკენ: ჯაზმენის თვითმფრინავი "იმსხვერპლა" ბრიტანული ბომბდამშენების ბომბებმა. ინსტრუქციის თანახმად, დაბრუნებულ ბრიტანულ თვთმფრინავებს უნდა მოეშორებინათ დარჩენილი ბომბები, ამიტომ, უკან დაბრუნებისას, ყრიდნენ ზღვაში, ლა-მანშის სპეციალურად გამოყოფილ უბანში. და მოხდა ისე, რომ მილერის თვითმფრინავი ბომბების ჩამოგდების მომენტში ზუსტად იმ ზონაში მოხვდა.



ეგზიუპერი: გადარჩე უდაბნოში იმისთვის, რომ ზღვაში გაუჩინარდე

image

პირველად, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი, მწერალი, წიგნის "პატარა პრინცი" ავტორი და პილოტი, ძლივს გადაურჩა სიკვდილს ავიაკატასტროფაში, 1935 წელს. პარიზი-საიგონის რეისის რეკორდის დამყარების მცდელობისას, იგი ლიბიის უდაბნოში ჩამოვარდა. მაშინ წყურვილისაგან მომაკვდავი მწერალი შემთხვევით ბედუინებმა შეამჩნიეს.


1944 წლის 31 ივლისს კი, სამხედრო პილოტი, დე სენტ-ეგზიუპერი, კორსიკის აეროდრომიდან სადაზვერვო რეისით გაფრინდა და აღარ დაბრუნებულა. ითვლებოდა, რომ იგი ალპებში დაიმტვრა. და მხოლოდ 1998 წელს, ზღვაზე მარსელის მახლობლად, მეთევზეებმა აღმოაჩინეს სამაჯური მწერლის სახელით. მალევე, თვითმფრინავის ფრაგმენტებიც იპოვეს ზღვის ფსკერზე, თუმცაღა პილოტის ნაშთები ვერ აღმოაჩინეს.


მაშინვე გამოჩნდა ლუფტვაფეს ვეტერანი, რომელიც ამტკიცებდა, რომ სწორედ მისმა მესერშმიტმა ჩამოაგდო ცნობილი მწერალი. თუმცაღა, ნარმსხვრევებზე დაბომბვის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს, ლუფტვაფეს ჟურნალები კი არ შეიცავს რაიმე ჩანაწერს ამ მხარეში იმ დღეებში ჩამოგდებული თვითმფრინავების შესახებ და ისიც უცნაურია, თუ რატომ დუმდა გერმანელი ვეტერანი 54 წლის განმავლობაში, ამ სენსაციური მოვლენის შესახებ. ამიტომ სენტ-ეგზიუპერის სიკვდილის საიდუმლო დღემდე ამოუხსნელი რჩება.



პირველი გაუჩინარება ბერმუდის სამკუთხედში

image

ბერმუდის, ფლორიდისა და პუერტო-რიკოს შორის სამკუთხეში დიდი რაოდენობის თვითმფრინავი და ხომალდი არაერთხელ გამქრალა უგზო-უკვლოდ. ყველაფერი კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო, 1945 წელს..


1945 წლის 5 დეკემბრის საღამოს, "Flight 19", ევენჯერის ტიპის ხუთი ტორპედო-ბომბდამშენი, სასწავლო ფრენიდან ბრუნდებოდა. მოულოდნელად, უცნაური მოვლენები განვითარდა: ერთდროულად ყველა ბომბდამშენზე მწყობრიდან გამოვიდნენ კომპასები და საათები, პილოტებმა კი გამოაცხადეს, რომ დაიკარგნენ და ვერ პოულობენ სწორ მიმართულებას ბაზამდე.


იმ პერიოდისთვის, ევენჯერები საკმაოდ კარგად იყვნენ აღჭურვილნი, შესაბამისად, ორიენტირის დაკარგვა მათთვის ძალიან რთული იყო, მითუმეტეს, რომ კონტინენტთან ახლოს იმყოფებოდნენ. საჰაერო ბაზიდან გასცეს ბრძანება, რომ გეზი დასავლეთისაკენ სჭეროდათ და ორიენტირად მზე გამოეყენებინათ, რაშიც ამინდი ხელს ნამდვილად უწყობდათ. ავიაბაზაზე მიღებული პასუხი უცნაურად ჟღერდა: "ჩვენ ვერ ვახერხებთ იმის განსაზღვრას, თუ სადაა დასავლეთი". ამის გარდა, "Flight 19"-ს მეთაურმა დაამატა, რომ "ოკეანი უჩვეულოდ გამოიყურებოდა". ამის პარალელურად, იგი აგრძელებდა ფრენას ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით, შესაბამისად, უფრო მეტად შორდებოდა მატერიკს. რამდენი საათის შემდეგ, "Flight 19"-ი უგზო-უკვლოდ გაქრა, და მისი ბედის შესახებ არავის არაფერი გაუგია.


დაკარგული რგოლის მოსაძებნად გაგზავნილი "Mariner"-ის სამაშველო ჰიდრო თვითმფრინავიც გაუჩინარდა. ერთ-ერთი გემიდან დაინახეს თუ როგორ აფეთქდა იგი ჰაერში. მიზეზი - უცნობია.


1991 წელს, ფლორიდის სანაპიროდან, სულ მცირე, 20 კილომეტრში, ფსკერზე იპოვეს ერთმანეთზე ზედიზედ მიწოლილი ოთხი ევენჯერი და ოდნავ მოშორებით - მეხუთე. შეიძლება გვეფიქრა, რომ საიდუმლოს ნაწილობრივ ფარდა აეხადა, თუმცა არა. გაუჩინარებული ბომბდამშენებენის გვერდითი ნომრებიდან მხოლოდ ერთი ემთხვეოდა, დანარჩენი ჩაძირული ოთხი თვითმფრინავის ნომრები კი საერთოდ არ იყო დაკარგულთა შორის.




0
281
შეფასება არ არის
ავტორი:თაზუ
თაზუ
281
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0