x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
"ნუ, გეგმა ასეთია... გადააყენებს" - რა ინფორმაციას ავრცელებს ინგა გრიგოლია

image


ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ საგანგებო ბრიფინგს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"ბიძინას და სალომეს გეგმა - ყველაფერი ორ ირაკლის შეეტენება და გადააყენებს (თუ სიტუაცია ძალიან გამწვავდება) პრემიერსაც და პარტიის თავმჯდომარესაც, რომლებსაც ბრალდებათ ბიძინას დასანქცირების მოთხოვნის ჩაწერა რეზოლუციაში.


თამაშში შემოიყვანს ახალ პრემიერს და პარტიის ახალ თავმჯდომარეს და ჭირი იქა, ლხინი აქას დაატრიალებენ… ნუ, გეგმა ასეთია. ორი ირაკლია ცუდი, თორემ ბიძინა კარგი კაცია…" - ვკითხულობთ ინგა გრიგოლიას ფეისბუქპოსტში.



ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით ბრალი მმართველ პარტიას დასდო და განაცხადა რომ სწორედ მათ არ მოიმოქმედეს არაფერი იმისთვის, რომ ეს ყოველივე არ მომხდარიყო:


"გაფუჭებული საქმე გამოვლინდა რამდენიმე პარამეტრით, პირველია, ევროპარლამენტის რეზოლუცია. ყველაზე ნათლად გამოჩნდა ეს იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ასეთი ტექსტი დაუსაბუთებელი ბრალდებები იმის მანიშნებელია, რომ არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა ევროპარლამენტის პარტიებთან. ოპოზიცია თავის მხრივ მუშაობდა საკუთარი მიზენების მისაღწევად, მთავრობას კი, პარტიას, ის სამუშაო რაც უნდა გაეკეთებია, არ ჩაუტარებია – შედეგიც მიიღო.


არ წარმოადგენს სიმართლეს განაცხადი, ვითომცდა უკვე იყოს რამე ფორმით დაწესებული ირიბად მომუშავე სანქციები, ეს ბუნდოვანება მხოლოდ იმას ემსახურება, გადაიფაროს იმათი დანაშაული, ვისაც მუშაობა ევალებოდა.


ამ დანაშაულზე პასუხი კონსპირაციული თეორიებით, ანტიოევროპული განცხადებებით საკუთარი დაუდევრობის გადაფარვის მცდელობაა, მმართველ პარტიაზე ვლაპარაკობ. თქვენ მმართველმა პარტიამ არაფერი გააკეთეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი იმ რიგში არ ჩაწერილიყო, თქვენ უნდა მიხედოთ, ამ საკითხს." - განაცახადა ზურაბიშვილმა.






0
393
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
393