x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
შეიკი და ლიმა ისვენებენ: როგორ გამოიყურებოდა მონიკა ბელუჩი ვიქტორია სეკრეტის პოპულარულ რეკლამაში

image


ვიქტორია სეკრეტის ბრენდი უკვე დიდი ხანია ასოცირდება ისეთ "ანგელოზებთან" როგორებიც არიან - ადრიანა ლიმა და ალესანდრა ამბროსიო, მაგრამ იცოდით, რომ შორეულ ოთხმოცდაათიანებში ქალის საცვლების ბრენდის რეკლამაში მონაწილეობას ასევე მსახიობი მონიკა ბელუჩიც რომ იღებდა?


image


დღეს, გადავწყვიტე ცოტა ხნით, წარსულში დაგაბრუნოთ და იმ სარეკლამო კამპანიის ფოტოები წარმოგიდგინოთ, რომლებშიც შეუდარებელი მონიკა ბელუჩი ბრენდის თეთრეულით პოზირებდა. (სპოილერი: გპირდებით, რომ ამ ტემპერამენტიანი იტალიელის შემხედვარე გულგრილი ვერც ერთი თქვენგანი ვერ დარჩება).


image


ზემოხსენებული ბრენდი მთელს მსოფლიოში მილიონობით გოგონას არა მხოლოდ ლამაზი, მაქმანებიანი საცვლებისა ან ბრენდირებული ატლასის პიჟამოებისთვის მოსწონს, არამედ პირველ რიგში, იმ საუცხოო შოუებისთვის, რომლითაც ბრენდის წარმომადგენლები საზოგადოებას ცნობილი ტოპ - მოდელების მონაწილეობით წლიდან წლამდე ანებივრებენ.


image


კენდის სვეინპოლი, ჟიზელ ბუნდჰენი, ადრიანა ლიმა, როზი ჰანტინგტონ-უაიტლი და სხვა ლამაზმანები, რომლებიც ვიქტორია სეკრეტის ჩვენებებში მუდმივად მონაწილეობდენ, ახლა უკვე ბრენდის "ანგელოზების" ტიტულს ატარებენ, თუმცა სანამ ეს სელებრითები ოლიმპოზე გამოჩნდებოდნენ, ბრენდის პროდუქციას მასებში სრულიად წარმატებით სხვა, არანაკლები ფორმების მქონე ვარსკვლავები ავრცელებდნენ. 1991 წელს ვიქტორია სეკრეტის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ სარეკლამო კამპანიად იქცა ფოტოსესია მონიკა ბელუჩის მონაწილეობით, და უნდა ითქვას, რომ ამ საოცარი კადრების ნახვა დღესაც კი, აღფრთოვანების გარეშე მართლაც რომ უბრალოდ წარმოუდგენელია!


imageimageimage


ფოტოებში ახალგაზრდა, დამწყები მსახიობი, რომელიც იმ დროს დაახლოებით 26 წლის იყო, სხვადასხვა ფერის მაქმანებიან კომპლექტსა და ღამის პერანგში პოზირებს. ალბათ, ეჭვი არავის ეპარება იმ წარმატებაში რაც სწორედ მისი წყალობით აღნიშნულ კამპანიას ხვდა წილად, ვინაიდან საცვლები მონიკას გარუჯულ, საოცრად ქალურ სხეულზე მართლაც რომ თვალისმომჭრელად გამოიყურება!


imageimageimageimage


ამ კადრების შემხედვრე, მთელი სითამამით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბელუჩიმ არა მხოლოდ ვიქტორია სეკრეტის ყველაზე კაშკაშა "ანგელოზების", არამედ თავად მშვენიერი ირინა შეიკის დაჩრდილვაც კი მოახერხა, რომელიც ბრენდის მიერ მოწყობილ ერთ-ერთ შოუში მონაწილეობდა, და თქვენ თავად როგორ მოგწონთ მონიკა "ანგელოზის" როლში?


0
331
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
331