x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ოკუპირებული ხერსონის ოლქის ქალაქ "ნოვაია კახოვკაში" რუსი ოკუპანტების საბრძოლო მასალის საწყობები ააფეთქეს უკრაინელებმა
image

ხერსონის ოლქის რამდენიმე ქალაქი, თავად ხერსონთან ერთად რუსებს აქვთ ოკუპირებული.


ხერსონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია უკრაინისათვის, ამიტომაც დონბასის პარალელურად ამ მიმართულებაზე არ წყდება საბრძოლო მოქმედებები.


უკრაინელები ნელი ტემპით, მაგრამ წინ მიიწევენ და ათავისუფლებენ ოლქის ოკუპირებულ დასახლებულ პუნქტებს, გახშირდა უკრაინული დივერსიული ჯგუფების დივერსიებიც.



რუსებმა განვლილ თვეებში განცდილი კატასტროფული შედეგებისაგან თავის დასაზღვევად ლოჯისტიკის გამოსწორება დაიწყეს და საბრძოლო მასალის დასაწყობება დაიწყეს, სწორედ ერთერთ ასეთ დიდ საბრძოლო მასალის საწყობზე უკრაინელების თავდასხმის შედეგად გაჩნდა მძლავრი ხანძრის კერა, ფეთქდება სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა, მათ შორის რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემების რეაქტიული უმართავი რაკეტები, მძიმე ტექნიკის ქვემეხის ჭურვები და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო ვაზნებიც.
ერთი სიტყვით სანამ აფეთქებების სერია არ დამთავრდება რუსი აგრესორები ცეცხლის ჩასაქრობად სამხედრო ბაზაზე ვერ შევლენ, მსხვერპლის რაოდენობას ოკუპანტები არ ახმოვანებენ.


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები და ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფები ამ წუთებში წარმატებული კონტრშეტევის შედეგად ანთავისუფლებენ ორ დასახლებულ პუნქტს ხერსონის ოლქში.


ვიდეო "ნოვაია კახოვკაში" რუსული საბრძოლო მასალის საწყობის აფეთქების ადგილიდან.


გარდა ამისა უკრაინელმა მეზენიტებმა შესძლეს და შვი ზღვის რუსული ფლოტის სარაკეტო კრეისერიდან გაშვებული რაკეტაც ჩამოაგდეს.
image

0
141
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
141