x
მეტი
  • 03.10.2022
  • სტატია:122715
  • ვიდეო:355138
  • სურათი:495001
ბრაზილიაში ძაღლი ოთხი თვე ელოდა საავადმყოფოსთან გარდაცვლილ პატრონს - ისტორიის გაგრძელება არანაკლებ დრამატულია
image

სან პაულუში ძაღლი გარდაცვლილ პატრონს საავადმყოფოსთან ოთხი თვე ელოდა.



ბრაზილიაში, ქალაქ სან პაულოში, ძაღლი ოთხი თვის განმავლობაში ელოდა თავის გარდაცვლილ პატრონს საავადმყოფოსთან, დიდი თანაგრძნობა გამოიწვია და იპოვა ახალი ოჯახიც. ამის შესახებ Daily Mirror იტყობინება.

image


ძაღლის პატრონი უსახლკარო იყო და ქუჩებში ერთგული შინაური ცხოველის თანხლებით დადიოდა. უსახლკარო მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, როდესაც დღემდე დაუდგენელმა პირმა დაჭრა ქალაქის პარკში. სასწრაფო დახმარების ექიმებმა ძაღლი ადგილზე დატოვეს, რადგან ცხოველების სასწრაფო დახმარების კარეტაში ყოფნა აკრძალულია, მაგრამ ის მანქანას უკან გაეკიდა.


საავადმყოფომდე მისული ძაღლი შესასვლელიიშკრის წინ დაბინავდა და პატრონის დაბრუნებას დაელოდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მამაკაცი მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა, მაგრამ ძაღლი დღიდან დღემდე ელოდა მის დაბრუნებას. გარკვეული პერიოდის შემდეგ მოქალაქე კრისტინა სარდელამ საავადმყოფოსთან მუდმივად მყოფი ძაღლი შენიშნა. ქალმა მისი ამბავი კლინიკის თანამშრომლებისგან გაარკვია, ძალიან განიცადა და ერთგული შინაური ცხოველის შესახებ პოსტი დაწერა სოციალურ ქსელში.

image

"ჩვენ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი ცხოველებისგან"-აღნიშნა "ფეისბუქზე" კრისიტინა სარდელამ.


" ეს ძაღლი ყოველდღე რჩება სანტა კასას საავადმყოფოს ჭიშკართან და ელოდება თავის პატრონს, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა"


სარდელას წყალობით სან პაულოს ერთ-ერთი საქველმოქმედო ფონდის თანამშრომლებმა თავის თავზე აიღეს ძაღლის მეურვეობა. უსახლკარო მამაკაცის გარდაცვალებიდან ოთხი თვის შემდეგ მათ ძაღლი თავშესაფარში წაიყვანეს, შემდეგ კი ახალი პატრონიც უპოვეს. თუმცა, როგორც ჩანს ძაღლი ვერ ივიწყებს ძველ პატრონს, იგი ახალი ოჯახიდან გაიქცა

image

"ძალიან სევდიანი ამბავია. ჩემი პოსტის შემდეგ ძაღლი ოჯახმა წაიყვანა, მაგრამ ის გაიქცა. არავინ იცის, სად არის ის ახლა“, - დაწერა სარდელამ.

0
445
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
445
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0