x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
მეცნიერებმა გაარკვიეს, შესაძლებელია თუ არა, არმაგედონის თავიდან აცილება
image



მსოფლიოს 18 ქვეყნიდან მეცნიერებმა გაიარეს ტრენინგი, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, როცა საშიში კოსმოსური ასტეროიდი მოუახლოვდება დედამიწას.


დედამიწის სიახლოვეს ათასობით ახლოს მყოფი ასტეროიდია, რომლებიც პოტენციურ საფრთხეს უქმნიან ჩვენს პლანეტას. ნასას მეცნიერები მუდმივად აკვირდებიან მათ მოძრაობებს, რათა პროგნოზი გააკეთონ მათი შემდგომი ტრაექტორიისა და გაიგონ, დაეცემა თუ არა, ესა თუ ის ასტეროიდი დედამიწას.


18 ქვეყნის მეცნიერებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სწავლებაში, რომლის დროსაც მოხდა დედამიწის ზემოქმედების სიმულაცია ასტეროიდთან, რომელიც გაფრინდა პლანეტიდან ძალიან ახლო მანძილზე. ნასას ანგარიშის თანახმად, გამოცდა წარმატებული იყო და მოპოვებულ მონაცემებს შეუძლია მომავალში მსგავსი მოვლენის რეალური შედეგების თავიდან აცილება, ან დამაგრეველი შედეგების მნიშვნელოვნად შეზღუდვა, რაც შეიძლება გამოიწვიოს ასტეროიდის დაჯახებამ, იუწყება Universe Today-ი.



პლანეტარული უსაფრთხოების წვრთნები ჩატარდა მას შემდეგ, რაც გასულ წელს ძალიან საშიში ასტეროიდი აპოფისი მიუახლოვდა დედამიწას, მაგრამ ამ პროექტის შესახებ მონაცემები ნასამ ახლახან გამოაქვეყნა.


არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარის ვიშნუ რედის თქმით, აპოფისი, რომელიც მხოლოდ 2004 წელს აღმოაჩინეს, წინასწარი პროგნოზების თანახმად, დედამიწას 2029 წელს დაეჯახება. მაგრამ შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს არ მოხდება. მიუხედავად ამისა, აპოფისი დედამიწის მახლობლად მყოფი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ასტეროიდია.



image


სწავლების ფარგლებში, რეალობასთან რაც შეიძლება ახლოს რომ ყოფილიყო, ასტეროიდების მონიტორინგის სისტემიდან ამოიღეს მონაცემები აპოფისის არსებობის შესახებ, რათა დაენახათ, შეიძლებოდა თუ არა მისი სწრაფად აღმოჩენა.


როდესაც ასტეროიდი ჩვენს პლანეტას კოსმოსური სტანდარტებით შედარებით მცირე მანძილზე მიუახლოვდა, ნასას მონიტორინგის სისტემამ შეძლო მისი სწრაფად აღმოჩენა. WISE კოსმოსურმა ტელესკოპმა მოგვაწოდა ასტეროიდის ინფრაწითელი გამოსახულებები, რომელთა მიღება დედამიწიდან ატმოსფერული ჩარევის გამო ვერ მოხერხდა. შემდეგ მეცნიერებმა გაზომეს ასტეროიდის სიჩქარე და დედამიწიდან დაშორება.



„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცოდით, რომ აპოფისი რეალურად არ შეეჯახებოდა დედამიწას, ობიექტის ორბიტაზე დიდი გაურკვევლობა იყო, რაც თეორიულად იძლეოდა შეჯახების ალბათობას.“ - ამბობს ნასას მკვლევარი დევიდ ფარნოკია.


რედის თქმით, სავარჯიშოს ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო ის, რომ დედამიწაზე და კოსმოსში არსებული ყველა ხელსაწყოს დახმარებით შესაძლებელი გახდა ასტეროიდის შესახებ აბსოლუტურად ზუსტი მონაცემების მოპოვება, რათა, კვლავ დარწმუნებულიყვნენ, რომ ის დედამიწაზე არ ჩამოვარდება 2029 წელს და ამას არ გააკეთებს მომდევნო 100 წლის განმავლობაში.


„ეს იყო ნამდვილი სტრეს-ტესტი ყველა პლანეტის თავდაცვის სისტემისთვის, ასტეროიდის თავდაპირველი აღმოჩენიდან მისი ორბიტის დადგენამდე. ასევე, მისი ფიზიკური მახასიათებლების გაზომვამდე და იმის დადგენაც, შეეძლო თუ არა მას დაჯახებოდა დედამიწას და სად შეიძლება მომხდარიყო ეს.“ - ამბობს რედი.


image


სავარჯიშო სწავლების წყალობით მკვლევარებმა მიიღეს ახალი მონაცემები ერთ-ერთი ყველაზე საშიში ასტეროიდის შესახებ. ანალიზმა აჩვენა, რომ ასტეროიდი აპოფისი არის წაგრძელებული ობიექტი, რომლის საშუალო დიამეტრი 270-დან 410 მეტრამდეა.


ამ მონაცემებმა მეცნიერებს საშუალება მისცა გამოეთვალათ ჩვენს პლანეტაზე ასტეროიდის პოტენციური ზემოქმედების შედეგები. ისეთი ასტეროიდის დარტყმა, როგორიცაა აპოფისი, სავარაუდოდ, გამოიწვევს რეგიონულ და არა გლობალურ ზიანს, მიუხედავად იმისა, თუ სად დაეცემა, ამბობენ მეცნიერები.


სავარჯიშო სწავლების შედეგები დაეხმარება მსოფლიოს კოსმოსურ სააგენტოებს შემდგომ დაგეგმონ შესაძლო სტრატეგიები, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს ასტეროიდის მიერ ინფრასტრუქტურისთვის და რაც მთავარია, ადამიანებისთვის მიყენებული ზიანს.


გასულ წელს ნასამ მიიღო დაფინანსება NEO Surveyor კოსმოსური ტელესკოპის ასაგებად, რომელიც ასტეროიდებს დაათვალიერებს. ამ ტელესკოპის გაშვება 2026 წელს არის დაგეგმილი და მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ ტელესკოპს გამოიყენებენ დედამიწისკენ მფრინავი კოსმოსური ასტეროიდების შესახებ ცოდნის გასაფართოებლად.



0
232
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0