x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
"ამაზე კარგს ვერაფერს იზამდა "ოცნება" - რა ფოტოს ავრცელებს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ტელეკომპანია "იმედის" მიერ ჩატარებულ "გორბის" კვლევას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და 20 ივნისის დაგეგმილი აქციის წინ, აღნიშნული კვლევის შედეგების გამოცხადებას საზოგადოების მობილიზაციის საუკეთესო წინაპირობად თვლის:


"გუშინ ვსაუბრობდით რამდენიმე ადამიანი, რომ ყველა ამბავში არის პოზიტივი, თუნდაც პატარა დოზით, უბრალოდ, უნდა აღმოაჩინო. ხოდა, “გორბის” კვლევებით და “ოცნების“ ომი გინდათ პროპაგანდით გაცეცხლებულმა, უცებ აღმოვაჩინე, რომ ამაზე კარგს ვერაფერს იზამდა ხელისუფლება 20 ივნისს დაგეგმილი აქციის წინ.


ვინც არ აპირებდა მიტინგზე წასვლას, იმ ხალხმაც გადაწყვიტა მისვლა და ერთმანეთი რომ ჩახოცეს აქციის ორგანიზატორებმა და პარტიებმა, ისინიც უცებ მოვიდნენ აზრზე. მოკლედ, ანტირუსეთის (რომელიც ამ ქვეყნის უდიდესი უმრავლესობაა) სრული მობილიზაცია მოახდინეს ამ ამაზრზენი, ვითომ კვლევებით.


მე, მაგალითად, ჩემს თავს ვკითხე, ხომ საბოლოოდ დარწმუნდი, რომ. ესენი ყველაფერზე წავლენ, მზად ხარ? ჩემმა თავმა მითხრა ასი პროცენტითო. რას მიქვია შიში! სრულად დაგვამობილიზეს.


აი, ხალხო, სინამდვილეში ვის უნდა ომი. ამას ისტორია დაარქმევს სახელს ! აი, რა საზიზღრობის პროპაგანდას აკეთებს გავრილოვების ხელისუფლება ! დანარჩენი უკვე საზოგადოების სათქმელია! დარწმუნებული ვარ, მოვერევით “ომი გინდათ“ ხელისუფლებას!!! ან ვირჩევთ ევროპას ან მივექანებით უკან, სსრკში-სხვა გზა აღარ არსებობს!" - წერს ტელეჟურნალისტი სოციალურ ქსელში და "გორბის" კვლევის შედეგებს აზიარებს.


image


ცნობისთვის, "გორბის" მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, შეკითხვაზე: თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია? გამოკითხულთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა. რესპონდენტთა 11, 5% აცხადებს, რომ საქართველო ომში უნდა ჩაებას, 83, 6% აღნიშნავს, რომ საქართველო ომში არ უნდა ჩაებას, ხოლო - 4, 9% კი ამბობს რომ არ იცის.




0
761
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
761