x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
რა რაოდენობის თანხას გამოიმუშავებენ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები ყოველწლიურად

სამეფო ოჯახის ქონება ყოველთვის საინტერესო და განხილვადი საკითხია. მაშინ, როდესაც მეგან მარკლი და პრინცი ჰარი სამეფო ტიტულების გარეშე დარჩნენ, თუმცა ამერიკაში მილიონებს მაინც გამოიმუშავებენ, კიდევ ერთხელ გადავხედოთ როგორ გამოიყურება ბუკინგემის სასახლის მაცხოვრებელთა ქონება.

კემბრიჯის პრინცი ჯორჯი - 4 მილიარდი დოლარი
პრინცი ჯორჯი ქეითის და უილიამის პირველი შვილია და მისი ქონება იმაზე მეტია, ვიდრე მშობლების და თავად დედოფლის ქონება ერთად.

კემბრიჯის პრინცი ლუი - 1 მილიარდი დოლარი
ძმის მსგავსად, ლუის ანგარიშზე 1 მილიარდი დოლარი მაშინვე გაჩნდა,

როდესაც ის დაიბადა.

დედოფალი ელიზაბეტი - 550 მილიონი დოლარი
ეს ის რაოდენობაა, რომელსაც დედოფალი ყოველწლიურად იღებს. ელიზაბეტი უკვე რამდენიმე ათეული წელია სამეფო ტახტს არ თმობს და მის ტერიტორიაზე უამრავ მიწას თუ შენობა-ნაგებობებს ფლობს.

უელსის პრინცი ჩარლზი - 100 მილიონი დოლარი
ჩარლზი სამეფო ტახტის სიაში პირველია. დედოფლის გარდაცვალების შემდეგ ბრიტანეთის მეფე სწორედ ის გახდება, ამასთან ერთად კი მისი შემოსავალიც ყოველწლიურად იზრდება. გარდა სამეფო გვარისა, ჩარლზს საკუთარი ბიზნესები და ინვესტიციები აქვს.

ლედი კიტი სპენსერი - 100 მილიონი დოლარი
კიტი სპენსერი პრინცესა დაიანას ძმის შვილია. კიტი ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ საკუთარი ქონება გაზარდოს, მართალია, ის სამეფო ოჯახიდან არ არის, მაგრამ მისი შემოსავალი იმაზე მეტია, ვიდრე თავად პრინცი უილიამის.

ლედი ელიზა სპენსერი - 74 მილიონი დოლარი
ლედი ელიზაც, ისევე როგორც კიტი, პრინცესა დაიანას ძმის შვილია. ელიზას დიდი რაოდენობით თანხა მამისგან ერგო, მას შემდეგ კი შემოსავალს თავად აკონტროლებს.

არჩი უინძორი - 65-90 მილიონი დოლარი
პრინცი ჰარის და მეგან მარკლის შვილი 1 წლისაც კი არ იყო, როდესაც მის ანგარიშზე უდიდესი ქონება გაჩნდა. არჩიმ ქონების უმეტესობა მშობლებისგან და ბებიისგან მიიღო.

მეგან მარკლი - 60 მილიონი დოლარი
რაც არ უნდა თქვან მეგანზე, სასექსის ყოფილი ჰერცოგინია თანხას მხოლოდ საკუთარი სამსახიობი ნიჭითა და პროექტებით გამოიმუშავებს და ამ ფონზეც კი ქმარზე და სამეფო ოჯახის წევრებზე მდიდარია.

პრინცი უილიამი - 40 მილიონი დოლარი
პრინცის ქონების უმეტესობა მისი სამუშაოდან მოდის. ვერავინ იტყვის, რომ უილიამი სიმდიდრისთვის პრინცის ტიტულსა და ბებიის სახელს იყენებს, რადგან ის და ქეითი მუდმივად ძალიან ბევრს მუშაობენ.

პრინცი ჰარი - 25 მილიონი დოლარი
ჰარის ქონების უდიდესი ნაწილი დედამისის, პრინცესა დაიანას დანატოვარია, თუმცა ის აქტიურად მუშაობს საკუთარ ბიზნესსა და ინვესტიციებზე. ამასთან, ის და მეგან მარკლი სამეფო ოჯახიდან არანაირ ფულად დახმარებას არ იღებენ.

კემბრიჯის ჰერცოგინია კეტრინი - 10 მილიონი დოლარი
ქეით მიდლტონის ყოველწლიური შემოსავალი მხოლოდ 10 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც საკმაოდ ცოტაა იმის გათვალისწინებით, რომ მისი შვილები მილიარდერები არიან.

პიპა მიდლტონი - 1 მილიონი დოლარი
კემბრიჯის ჰერცოგინიას და თანხის რაოდენობით კიტი სპენსერს ბევრად ჩამოუვარდება. პიპა განსაკუთრებით ცნობილი ქეით მიდლტონის ქორწილის შემდეგ გახდა და საკუთარ შემოსავალზე ზრუნვაც დაიწყო. გარდა ამისა, პიპა და ქეითი ბრიტანელი ბიზნესმენების ოჯახიდან მოდიან.

image

0
93
1-ს მოსწონს
ავტორი:ყანჩო
ყანჩო
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0