x
მეტი
  • 18.08.2022
  • სტატია:121604
  • ვიდეო:354853
  • სურათი:493736
30 დადებითი შეტყობინება, რომელიც ორსულმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა გაუმეოროს
ორსულობა ახალი სიცოცხლის შექმნისა და ჩამოყალიბების საოცარი პერიოდია. ცხრა თვის განმავლობაში ორსული ყველაზე მეტად ფიქრობს ბავშვსა და მის კეთილდღეობაზე. თუმცა, გადაჭარბებულმა ფიქრებმა ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს სტრესი, შფოთვა და შიშის განცდა.

თუ ორსულად ხართ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ბავშვი ნავია, ხოლო თქვენი სხეული - ზღვა. ზღვა უნდა იყოს მშვიდი, რათა ეს ნავი უსაფრთხოდ მივიდეს დანიშნულების ადგილზე.

ორსულობის შესახებ პოზიტიური დადასტურებების (შეტყობინებების) გონებაში და თუნდაც ხმამაღლა გამეორება დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ზღვის სიმშვიდე და შეაჩეროთ "ბნელი ფიქრების" ტალღები.


image


რატომ არის ასეთი შეტყობინებები მნიშვნელოვანი ჯანსაღი ორსულობისთვის?


ორსულობამ შეიძლება გამოიწვიოს უკონტროლო ემოციები. სამწუხაროდ, ყველა მათგანი არ არის ყოველთვის დადებითი. არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ორსული ქალების ფსიქიკური ჯანმრთელობა შეიძლება საფრთხის წინაშე დადგეს.


პოზიტიური შეტყობინებები, რომლებსაც თქვენვე აწვდით თქვენ თავს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ორსულობის დროს.

როცა იაზრებთ, რომ თქვენს მუცელში პატარა არსება იზრდება, დიდი პასუხიმგებლობის წინაშე დგებით. თქვენ აცნობიერებთ, რომ სრულიად ახალი ცხოვრება დამოკიდებულია თქვენზე და თქვენს ქმედებებზე.

მაგალითად, ჭამა, ძილი და ვარჯიში ადრე თუ ჩვეულებივი მომენტი იყო, ახლა უფრო დიდი სიფრთხილე გმართებთ და ბევრი რამის გათვალისინება გიწევთ. თანაც თქვენი სხეულის ფიზიკურმა ცვლილებებმა და ჰორმონების დონემ, შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს თქვენს განწყობასა და მთლიანად, თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე.


ორსულ ქალებს ხშირად აწუხებთ თავად მშობიარობასთან დაკავშირებული უამრავი შეკითხვა, რა მოხდება მშობიარობის დროს, როგორ ჩაივლის, და როდესაც ბავშვი გაჩნდება, ამის შემდეგ როგორი იქნება ცხოვრება.

იმის ნაცვლად, რომ გადამეტებულად იფიქროთ მომავალზე და ინერვიულოთ იმაზე, რასაც ვერ აკონტროლებთ, სჯობს შეეცადეთ კონცენტრირდეთ აწმყოზე და თქვენს ახლანდელ კეთილდღეობაზე.

ამისათვის, დაგეხმარებათ დადასტურებების (დადებითი შეტყობინებების) ნაკრები და თუ თქვენ ყოველდღიურად ამ შეტყობინებებს მიაწვდით თქვენს გონებას, თქვენი ეჭვები, შიშები და შფოთვები ნელ-ნელა შემცირდება.


სტატიაში წარმოგიდგენთ 30 დადებით შეტყობინებას, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ გაუმკლავდეთ მტანჯველ აზრებს, ხელს შეუწყობს თქვენს სტაბილურ ორსულობასა და ბავშვის ჯანმრთელობას.

თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ უარყოფითი გრძნობები სასიამოვნო აზრების (დადასტურებების) ყოველდღიური გამეორებით.

ეცადეთ, ეს ყველაფერი თქვენთვის ჩვევად იქცეს, ამ აზრებს თქვენს ფსიქიკაზე გრძელვადიანი გავლენა მხოლოდ ყოველდღიური ვარჯიშით ექნება. რაც უფრო მეტად ივარჯიშებთ, მით მეტი რწმენა და ძალა შეგემატებათ.


მაშ ასე, 30 დადებითი შეტყობინება, რომელიც ორსულმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა გაუმეოროს:


1. ჩემი სხეული ძლიერი და ლამაზია


2. მადლიერი ვარ, რომ ჩემ შიგნით ახალი სიცოცხლე იზრდება


3. მე მჯერა, ჩემი სხეულის სიძლიერის


4. ჩემში ახალი სიცოცხლე შიგნიდან ანათებს


5. ორსულობის დროს ძალიან ვუფრთხილდები საკუთარ თავს


6. ჩემი ბავშვი ნორმალური ტემპით ვითარდება


7. ჩემი ბავშვი თავის დროზე უსაფრთხოდ და ჯანმრთელი დაიბადება


8. მე ვიცავ ჩემ თავსა და მას უარყოფითი ფიქრებისაგან, მხოლოდ სასიამოვნო ემოციებს ვუგზავნი და უკვე გააზრებული მაქვს, როგორ ველაპარაკები


9. ჩემი ბავშვი ჩემს მუცელში უსაფრთხოდაა


10. ყოველდღე ვსწავლობ, რომ ჩემი შვილისთვის საუკეთესო არჩევანი გავაკეთო


11. ჩემმა სხეულმა იცის, როგორ დაიცვას ჩემი შვილი და იზრუნოს მასზე


12. მოუთმენლად ველი იმ ცვლილებებს, რომელიც ხდება ორსულობისა და მშობიარობის დროს


13. ჩვენი შვილი ჩვენთვის იდეალურ დროს დაიბადება


14. ჩემმა სხეულმა ყველაზე კარგად იცის, როდის დადგება მშობიარობის დრო


15. მე ვიქნები საოცარი დედა


16. მე მსიამოვნებს ჩემი ორსულობა


17. მაშინაც კი, როცა ჩემი ორსულობა რთულდება, მე ვაფასებ ორსულობის ყოველ წამს


18. მე მზად ვიქნები მშობიარობისათვის, ჩვენ ამას ერთად შევძლებთ


19. ჩემი მშობიარობა უმტკივნეულოდ ჩაივლის და ლამაზ მოგონებად გადაიქცევა


20. ამჟამად ჩემი ყველაზე დიდი მოვალეობაა დავისვენო და არ ვინერვიულო


21. მზად ვარ გავხდე მშობელი


22. მე ვენდობი ჩემს ინტუიციას და ჩემში არსებულ ახალ სიცოცხლეს


23. მე ვგრძნობ ჩემი შვილის საჭიროებებს და ჩვენ ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს


24. მე მშვიდად ვიღებ ცვლილებებს, რომელიც ჩემს სხეულში ხდება. ვიცი, რომ ისინი ჩემი ბავშვის საჭიროებებისთვისაა


25. ვამაყობ, რომ ვმონაწილეობ ცხოვრების ამ სასწაულში


26. მზად ვარ ყველა დაბრკოლება გადავლახო


27. ყველა ჩემი ემოცია არის იმის ნაწილი, თუ ვინ ვარ



28. ჩემს სახლში ახალი სიცოცხლით მხოლოდ დადებითი ენერგია შემოვა


29. მე შემიძლია ვიზრუნო საკუთარ თავზე და ჩემს პატარაზე


30. მადლიერი ვარ ჩემ გარშემო მყოფი ადამიანების


ეს ყველა დადებითი შეტყობინება შეიძლება მიაწოდოთ თქვენს გონებას ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას.


შეინახეთ ისინი თქვენს მობილურ ტელეფონში და წაიკითხეთ, როცა თავისუფალი დრო გაქვთ. გამოიყენეთ ეს შეტყობინებები, როცა იგრძნობთ, რომ ცუდი აზრების ტალღა გიახლოვდებათ.
თუ მათ ხმამაღლა ამბობთ, დარწმუნდით, რომ ხართ მარტო, კომფორტულად და წყნარ ადგილას. გარდა ამისა, შეგიძლიათ გააკეთოთ სუნთქვის ვარჯიშები ყოველი შეტყობინების წაკითხვის დროს. ღრმა სუნთქვა გაწვდით უფრო მეტ ჟანგბადს, ვიდრე ზედაპირული, ამშვიდებს გულისცემას და ასტაბილურებს არტერიულ წნევას.


ასევე შეგიძლიათ ამოიწეროთ ეს შეტყობინებები და განათავსოთ გამოსაჩენ ადგილზე.

იქნება ბევრი ისეთი სიტუაცია, როდესაც თქვენი რწმენა გამოცდის წინაშე აღმოჩნდება, თუმცა, თქვენ თავს უფრო ძლიერად, ბედნიერად და თავდაჯერებულად იგრძნობთ ყოველი დაბრკოლების გადალახვით.

ასე რომ, ნებისმიერ დროს, როდესაც უარყოფითი განცდები შემოგიტევთ, ეს შეტყობინებები შეგმატებთ თვითრწმენას. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ თქვენ გაქვთ ძალა, ეს გამოცდილება მაქსიმალურად სასიამოვნო და მხიარული გახადოთ!


ფსიქიკური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური. ხშირად თქვენს ემოციებზე მუშაობა უფრო რთულია, ვიდრე ფიზიკურ მდგომარეობაზე. გახსოვდეთ, პოზიტივი და შინაგანი სიმშვიდე აუცილებელია ჯანმრთელი დედისა და ჯანმრთელი ბავშვისთვის.


ორსულობის შესახებ პოზიტიური დადასტურებების გამეორებით თქვენ თქვენ ნელ-ნელა შეცვლით თქვენს აზროვნებას.

ეს ცვლილებები არ შეიძლება მოხდეს ერთ ღამეში, თუმცა, თუ თქვენ თავზე რეგულარულად იმუშავებთ, აივსებით პოზიტივით, იმედითა და უდიდესი ძალით.


გისურვებთ წარმატებებს, ბედნიერ ორსულობასა და დედობას!


ასევე დაგაინტერესებთ:

ფრაზები, რომლებიც არ უნდა უთხრათ ორსულს - შემდეგისთვის გაითვალისწინეთ!


ორსულობის ნეგატიური მხარეები - ის, რაზეც ხშირად ხმამაღლა არ ლაპარაკობენ


10 რამ, რაც შეიძლება არ იცოდეთ ორსულობის შესახებ

0
375
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
375
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0