x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გრანდ კანიონში უნიკალური ნაკვალევი აღმოაჩინეს

image
ახლახან, ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ეროვნულ პარკში, გრანდ კანიონში, კლდეების ჩამინგრევამ გამოავლინა უძველესი კლდის ფენები "ნათელი ანგელოზის" (Bright Angel Trail) ბილიკთან. მეცნიერთა ყურადღება მიიპყრო კვარცის ქვიშაქვის ორმა ფრაგმენტმა, რომელთა , უფრო დეტალური შემოწმების შედეგად, ნაპოვნი იქნა 28 ანაბეჭდი და კონტრ-ანაბეჭდი - ჯაჭვი, რომელიც უცნობმა ქვეწარმავალმა გაიარა დაახლოებით 310 მილიონი წლის წინ.
image
ანაბეჭდები, რომლებიც ნაპოვნი იქნა გრანდ კანიონის პალეონტოლოგიურად მდიდარ კლდეებში ერთ-ერთი უძველესია მეცნიერებისთვის ცნობილთა შორის. ამის შესახებ ნევადის უნივერსიტეტის პროფესორმა სტივენ როულენდმა განაცხადა ალბუკერკში ხერხემლიანთა პალეონტოლოგიის საზოგადოების (SVP) ყოველწლიურ შეხვედრაზე გაკეთებულ მოხსენებაში. ნაკვალევის სერია გადაჭიმულია დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძეზე - ძალიან უჩვეულო გზით, თითქოს დიაგონალურად.

კვალი თარიღდება შორეული კარბონის პერიოდით, როდესაც დედამიწის ხმელეთი გაერთიანდა სუპერკონტინენტ პანგეაში. მაშინ ხმელეთზე დომინირებდნენ გიმნოსპერმები და პირველ ნაბიჯებს დგამდნენ პრიმიტიული ქვეწარმავლები - "დინოზავრების ეპოქის" წინამორბედები. ერთ-ერთმა მათგანმა ანაბეჭდების უცნაური სერია დატოვა. «ეს ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს ორი ხვლიკი დადის გვერდიგვერდ - თქვა პროფესორმა როულენდმა. მაგრამ ხვლიკები არ დადიან გვერდიგვერდ, ეს ასე არ ხდება». ამიტომ, მეცნიერმა გააკეთა დეტალური ნახატები და დაიწყო ჰიპოთეზების ძებნა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამ მეტად უცნაური "სიარულის" ახსნა.
image
მეცნიერებმა წამოაყენეს მოძრაობების რამდენიმე ვარიანტი, რაც შესაძლებელს გახდის ასეთი უცნაური ანაბეჭდების დატოვებას. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, გვერდითი ქარი: თუ ის საკმარისად ძლიერი იყო, მას შეეძლო ცხოველის იძულება ემოძრავა დიაგონალზე. კიდევ ერთი ვარიანტია ძლიერ დახრილი ფერდობი, რომელიც ასევე გადაადგილდა ქვეწარმავლის მოძრაობის პარალერულად. ასევე შესაძლებელია, რომ კვალი დარჩა მოწინააღმდეგესთან შერტაკების ან პარტნიორის მოზიდვის რაიმე რიტუალის შესრულების დროს.



0
122
4-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0