x
მეტი
  • 12.08.2022
  • სტატია:121476
  • ვიდეო:354817
  • სურათი:493538
10 რამ, რაც შეიძლება არ იცოდეთ ორსულობის შესახებ
ორსულობის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში მრავლადაა. ალბათ, პირველ კონსულტაციაზე თქვენი ექიმი მოგცემთ ბროშურას, რომლითაც ორსულობის ყველა ეტაპს უფრო დეტალურად გაეცნობით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრი რამ შეიძლება მაინც ზოგადი იყოს, ამიტომ სტატიაში დამატებით წარმოგიდგენთ ინფორმაციას, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ შემდგომში მოულოდნელი სიურპრიზი არ აღმოჩნდეს.


image



მაშ ასე, 10 რამ, რაც შეიძლება არ იცოდეთ ორსულობის შესახებ:


1. "ბუდეს ინსტინქტი"



შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ სხვაგვარად რომ ვთქვათ, მომავალი ბუდის მომზადება ორსულისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი ხდება. ორსული ქალი გრძნობს მძლავრ სურვილს მოამზადოს საკუთარი სახლი ბავშვისთვის, დაწმინდოს, დაასუფთაოს და სხვადასხვანაირად გააფორმოს. რაც უფრო ახლოვდება ბავშვის დაბადების თარიღი, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ასუფთავებთ კარადებს ან რეცხავთ კედლებსაც კი - მოკლედ, აკეთებთ იმას, რასაც ვერასდროს წარმოიდგენდით, რომ ორსულობის მეცხრე თვეში გააკეთებდით! თქვენი სახლის მომზადების სურვილი შეიძლება სასარგებლო იყოს - მშობიარობის შემდეგ ნაკლები საქმე გექნებათ. მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ ძალიან არ გადაიღალოთ.


2. კონცენტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები


პირველ ტრიმესტრში, დაღლილობამ და დილის ავადმყოფობამ შეიძლება გამოიწვიოს კონცენტრაციის შესუსტება. ბევრი ქალი ამას გრძნობს დაღლილობისა და ფსიქიკურად დაბნეულობის გამო. მიუხედავად ამისა, კარგად დასვენებულ ორსულებსაც კი შეიძლება ჰქონდეთ კონცენტრირების პრობლემები და ადვილად ავიწყდებოდეთ რაიმე.

ეს იმით აიხსნება, რომ ბავშვზე ფიქრი ძალიან დიდ როლს ასრულობს მათ ყოველდღიურობაში და ჰორმონალური ცვლილებებიც ართულებს მათ მდგომარეობას. სხვა ყველაფერი - მათ შორის სამუშაო და გადასახადები შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდეს, ამიტომ შეადგინეთ გასაკეთებელი საქმის სია, ჩაინიშნეთ თარიღები და შეხვედრები.


3. განწყობის მუდმივი ცვალებადობა


პრემენსტრუალური სინდრომი და ორსულობა მრავალი თვალსაზრისით ერთნაირია. თქვენი მკერდი შეშუპებული და მტკივნეული ხდება, თქვენი ჰორმონები დაუბალანსებელია, ამიტომ იგრძნობთ განწყობის ცვლილებებს. ჰორმონებს შეუძლია სიცილიდან ტირილამდე მიგიყვანოთ, ანდა პირიქით.

ორსულობის დროს განწყობის ცვალებადობა ძალიან ხშირი და ნორმალურია. ისინი უფრო ხშირია პირველ ტრიმესტრსა და მესამე ტრიმესტრის ბოლოს.

გახსოვდეთ, ბევრ ორსულ ქალს ორსულობის დროს შეიძლება დაემართოს დეპრესია. თუ გაქვთ სიმპტომები, როგორიცაა ძილის პრობლემები, კვების ჩვევების ცვლილება და განწყობის მკვეთრი ცვალებადობა 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ესაუბრეთ თქვენს ექიმს.


4. ბიუსჰალტერი ზომა


მკერდის ზომის ზრდა ორსულობის ერთ-ერთი პირველი ნიშანია. მკერდის ზრდა პირველ ტრიმესტრში განპირობებულია ჰორმონების: ესტროგენისა და პროგესტერონის მაღალი დონის გამო. ეს ზრდა პირველ ტრიმესტრში შეიძლება არც დასრულდეს - თქვენი მკერდმა შეიძლება ზრდა მთელი ორსულობის განმავლობაში გააგრძელოს.

თქვენი ბიუსჰალტერის ზომაზე ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს მთლიანად გულმკერდისა და ბეჭების ნაწილის ზრდამ. როდესაც ორსულად ხართ, თქვენი ფილტვების მოცულობა იზრდება, იმისათვის, რომ დამატებითი ჟანგბადის მიღება შეძლოთ, ამიტომ ორსულობის დროს შეიძლება დაგჭირდეთ ბიუსტჰალტერის გამოცვლა რამდენჯერმე.


5. კანის ცვლილებები


ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალი სიახლიდან, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ჰორმონალური ცვლილებებით და თქვენი კანის დაჭიმვით.

ორსულ ქალებში გიზრდება სისხლის მოცულობა საშვილოსნოსა და სხვა ორგანოებში, განსაკუთრებით თირკმელებში სისხლის დამატებითი ნაკადის უზრუნველსაყოფად. უფრო დიდი მოცულობით, სისხლძარღვებში და ზრდის ცხიმოვანი ჯირკვლის სეკრეციას.

ზოგიერთ ქალს სახეზე უჩნდება მოყავისფრო ან მოყვითალო ლაქები, სახელწოდებით ქლოაზმა, ანუ „ორსულობის ნიღაბი“. ზოგიერთი კი შეამჩნევს მუქ ხაზს მუცლის ქვედა ხაზზე, რომელიც ცნობილია როგორც linea nigra (შავი ხაზი). მათ ასევე შეიძლება ჰქონდეთ ძუძუს, გარეთა სასქესო ორგანოებისა და ანალური მიდამოს ჰიპერპიგმენტაცია (კანის გამუქება). ეს იმიტომ ხდება, რომ ორსულობის ჰორმონებისგან ორგანიზმში მეტი პიგმენტი გამომუშავდება.

ქლოაზმის პრევენცია შეუძლებელია, მაგრამ მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენებამ და ულტრაიისფერი გამოსხივების თავიდან აცილებამ შეიძლება შეამციროს მისი ეფექტი.

ორსულობის დროს ხშირია აკნეც, რადგან კანის ცხიმოვანი ჯირკვლები მეტ ცხიმს გამოიმუშავებს. თუ ორსულობამდე გქონდათ ხალები ან ჭორფლები, შეიძლება ისინი უფრო დიდი და მუქი გახდეს. კანის ამ ცვლილებების უმეტესობა მშობიარობის შემდეგ ქრება.

მუცელზე კანის დაჭიმვამ შეიძლება გამოიწვიოს ქავილი და აქერცვლა. თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ კრემები კანის დასამშვიდებლად და დასატენიანებლად.


6. თმა და ფრჩხილები


ბევრი ქალის თმის სტრუქტურა იცვლება ორსულობის დროს, შეიძლება იყოს სწრაფი ზრდა ან შენელება. ხშირია მშობიარობის შემდგომ პერიოდში თმის ცვენა ან ძუძუთი კვების შეწყვეტის შემდეგ.

ზოგიერთ ქალი აღმოაჩენს, რომ თმა იზრდება არასასურველ ადგილებში, როგორიცაა სახეზე ან მუცელზე ან ძუძუს ირგვლივ. თმის ტექსტურის ცვლილებამ შეიძლება თმა უფრო მშრალი ან ცხიმიანი გახადოს. ზოგს თმის ფერიც კი ეცვლება.

ფრჩხილები, ისევე როგორც თმა, შეიძლება შეიცვალოს ორსულობის დროს. დამატებით ჰორმონებს შეუძლიათ მათი სწრაფი ზრდა და გაძლიერება. თუმცა, ზოგიერთი ქალი აღმოაჩენს, რომ ორსულობის დროს მათი ფრჩხილები უფრო ადვილად ტყდება. თმის ცვლილებების მსგავსად, ფრჩხილების ცვლილებები არ არის მუდმივი. თუ ფეხმძიმობისას თქვენი ფრჩხილები უფრო ადვილად ტყდება, ატარეთ მოკლედმოჭრილი და მოერიდეთ ქიმიკატებს.


7. ფეხსაცმლის ზომა


ორსულის სხეულში ზედმეტი სითხის არსებობამ შეიძლება ფეხების შეშუპება გამოიწვიოს, ამიტომ დაგჭირდებათ უფრო დიდი ზომის ფეხსაცმლის ტარება. განსაკუთრებით თუ თქვენი ბოლო ტრიმესტრი ზაფხულის თვეებსა და ცხელ სეზონს ემთხვევა.


8. მოძრაობების გართულება და გადაადგილება


ორსულობის დროს თქვენი სხეული წარმოქმნის ჰორმონ რელაქსინს, რომელიც ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის მომზადებას მშობიარობისთვის. თქვენ შეიძლება ნაკლებად სტაბილური გახდეთ და უფრო მეტია დაზიანების რისკი მოძრაობებისას. კუნთები შეიძლება ადვილად დაგეჭიმოთ და დაგეძაბოთ. განსაკუთრებით საფრთხილოა მენჯის, ზურგისა და მუხლების სახსრები. ვარჯიშის დროს ან საგნების აწევისას, იარეთ ნელა და მოერიდეთ უეცარ მოძრაობებს.


9. ვარიკოზული ვენები, ბუასილი და ყაბზობა


ვარიკოზული ვენების პრობლემა, როგორც წესი, გვხვდება ფეხებსა და სასქესო ორგანოს მიდამოებში, ისინი ხშირად თავისით ქრება ორსულობის შემდეგ. თავიდან ასაცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი:

- მოერიდეთ დიდხანს დგომას ან ჯდომას
- ჩაიცვით თავისუფალი ტანსაცმელი
- ასწიეთ ფეხები ჯდომისას და წოლისას


ბუასილი - სწორი ნაწლავის ვარიკოზული ვენები - ხშირია ორსულობის დროსაც. თქვენი სისხლის მოცულობა იზრდება და საშვილოსნო ახდენს ზეწოლას მენჯზე. ასე რომ, სწორი ნაწლავის ვენები შეიძლება გაფართოვდეს ყურძნის მსგავს მტევნებად. ბუასილი შეიძლება იყოს ძალიან მტკივნეული და შეიძლება გქონდეთ ასევე სისხლდენა და ქავილი. განსაკუთრებით, ნაწლავის მუშაობის დროს ან მის შემდეგ.

ყაბზობა - ორსულობის კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემაა. ეს ხდება იმის გამო, რომ ორსულობის ჰორმონები ანელებენ საჭმლის გავლას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ყაბზობამ შეიძლება ხელი შეუწყოს ბუასილის ჩამოყალიბებას, რადგან დაძაბვამ შეიძლება გააფართოოს სწორი ნაწლავის ვენები.

ყაბზობისა და ბუასილის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა მათი პრევენცია. დიეტა, ყოველდღიურად უამრავი სითხის დალევა და რეგულარული ვარჯიში. თუ თქვენ გაქვთ ბუასილი, ესაუბრეთ თქვენს ექიმს, რომელიც ასევე გამოგიწერთ კრემის ან მალამოს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.


10. მშობიარობის დროს თქვენი სხეულიდან ეს რაღაცებიც გამოდის და სჯობს ახლავე იცოდეთ:


თუ თქვენ გადაურჩით განწყობის ცვალებადობას, ბუასილს და ფიქრობთ, რომ არასასიამოვნო სიურპრიზები ამით დასრულდა, სამწუხაროდ, ცდებით. იმ დღეს, როდესაც იმშობიარობთ შემეგი სიურპრიზები გელოდებათ:

ორსულობის დროს სითხე თქვენს პატარას ამნიონურ პარკში აკრავს. ეს ტომარა იშლება ან "ირღვევა" მშობიარობის დაწყებისას ან მის დროს - მომენტს, რომელსაც ჩვეულებრივ მოიხსენიებენ, როგორც წყლების დაღვრას. მშობიარობის დროს ქალების უმეტესობას ჭინთვები ეწყება წყლის ჩამოღვრამდე. ზოგჯერ ექიმს უწევს ამნიონური ტომრის გახეთქვა (თუ საშვილოსნოს ყელი უკვე გაფართოვებულია).

რამდენ წყალს შეიძლება ველოდოთ? 40 კვირამდე ბავშვისთვის ნორმა არის დაახლოებით 2-3 ჭიქა ამნიონური სითხე. ზოგიერთმა ქალმა შეიძლება იგრძნოს მოშარდვის ძლიერი სურვილი, რაც იწვევს სითხის წამოსვლას. სხვებმა შეიძლება იგრძნონ მხოლოდ წვეთები.

სითხეს არ აქვს სუნი და ძირითადად, უფეროა. მას თქვენი ორგანიზმი ცლის ყოველ 3 საათში, ასე რომ არ გაგიკვირდეთ, თუ გაგრძელდა სითხის ჩამოღვრა, მშობიარობამდე ნორმალურია დაახლოებით ერთი ჭიქა საათში.

მშობიარობის დროს ზოგიერთ ქალს აქვს გულისრევა და ღებინება. სხვებს აღენიშნებათ დიარეა მშობიარობის წინ ან მშობიარობის დროს, ასევე ხშირია გაზების გამოყოფა. მშობიარობის ბიძგების ფაზაში შეიძლება დაკარგოთ კონტროლი შარდის ბუშტზე ან ნაწლავებზე, და მშობიარობასთან ერთად მოისაქმოთ.


როგორც მიხვდით, წინ ბევრი სიურპრიზი გელით, მაგრამ ყველაზე დიდი მაინც ის იქნება, როცა თქვენს ახალშობილ პატარას ჩაეხუტებით. იმედია, ის ყველა არასასიამოვნო სიურპრიზს დაგავიწყებთ!


ასევე დაგაინტერესებთ:

ფრაზები, რომლებიც არ უნდა უთხრათ ორსულს - შემდეგისთვის გაითვალისწინეთ!


ორსულობის ნეგატიური მხარეები - ის, რაზეც ხშირად ხმამაღლა არ ლაპარაკობენ



0
123
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0