x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
"საჯაროდ, ყველას გასაგონად ვაცხადებ რომ..." - რა მიმართვას ავრცელებს ირინა სარიშვილი

image


ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით პარტია "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური პარტიებისადმი მიმართვას სოციალურ ქსელში ეხმაურება და დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს საჯაროდ მიმართავს:


"20 ივნისს მოვდივარ აქციაზე თეთრი და ცისფერი ბუშტებით და თბს ბანკზე მაქვს სიტყვა მომზადებული, სუ კაები და კეთილები. მიმიშობთ ტრიბუნასთან?..


აქვე, ამ წუთას, საჯაროდ, ყველას გასაგონად ვაცხადებ რომ მინდა 20 ივნისის აქციაზე სიტყვით გამოსვლა. ვინც ხართ ორგანიზატორები, ალბათ ამ სტატუსს კითხულობთ და გამომსვლელთა სიაში ჩამწერთ.


კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის როგორც 20 ივნისის აქციის პრივატიზების მცდელობა - ფულს მე ვიხდი და ჩემ დაკრულზე უნდა იცეკვოო (ბორენკა მეტს არაფერს აკეთებს), ასევე ამის გამო გაბუტვა, გაბრაზება და აქციაზე არმისვლა.


20 ივნისის აქცია, როგორც თემით, ასევე თარიღი, მთელი ქვეყნის მომავლისთვის მიძღვნილი აქციაა და არა რომელიმე ჯგუფის კორპორატიული ღონისძიება.

ზუსტად იმიტომ რომ საქმე ქვეყნის მომავალს ეხება, იქ უნდა ვიყოთ ყველა, ვისაც ეს მომავალი გვინდა და ამ მომავლისთვის ავიტანოთ ერთმანეთი!


არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ყველას ერთი საერთო მტერი გვყავს - მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს ამ მომავლის მოსასპობად და ერთადერთი გზა ამ ქვეყნის ხსნის ამ ხელისუფლების შეცვლაა და არა ერთმანეთთან დავა!


ყველა უნდა მივიდეთ ჩვენ-ჩვენი სათქმელით და აღარც უნდა დავიშალოთ, სანამ ქვეყანა არ განთავისუფლდება ამ ბანდისგან, რომელიც მზადაა ბიძინა ივანიშვილის ქონების გამო სამოქალაქო ომი გააჩაღოს და რუსეთზე როცა ადეკვატურ რეაქციას ითხოვენ მისგან, ომი გინდათო, გვეუბნება!


უნდა მივიდეთ და ჩვენი სათქმელი ვთქვათ!


უნდა მივიდეთ!"- წერს სარიშვილი.


ცნობისთვის, "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მოახლოებულ 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა არ გამოიყენოს 20 ივნისის აქციის ტრიბუნა პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად. ხაზარაძის თქმით, აქციაზე არ უნდა იყოს არც ერთი გზავნილი, გარდა ქართველი ხალხის ევროპული არჩევანისა:


"ამ დღეს, არ უნდა იყოს არც ერთი დროშა გარდა საქართველოს და ევროკავშირისა, არ უნდა იყოს არც ერთი გზავნილი გარდა ქართველი ხალხის ევროპული არჩევანისა, არ უნდა იყოს ნახსენები არც ერთი სხვა მიზანი გარდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისა. ეს უნდა იყოს ერთჯერადი შეკრება კონკრეტული ამოცანით.


აქვე "ლელო" მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, არ გამოიყენოს 20 ივნისის აქციის ტრიბუნა. დავდგეთ პოლიტიკური ძალები აქციის რიგით მონაწილეებად ხალხთან ერთად, ტრიბუნა კი დავუთმოთ ახალგაზრდებს, ადამიანებს რომლებმაც უნდა შექმნან მომავალი“, - განაცხადა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.






0
909
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
909