x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"რა ბიზნესია ეს?! 300 გრამს 3 ლარად რომ ყიდი?!“ - რას წერს ნიკა ქავთარაძე

image


შოუმენი და პროდიუსერი, ნიკა ქავთარაძე გუშინ, "დინამო არენაზე" საქართველოსა და ბულგარეთს შორის ფრედ დასრულებულ მატჩს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:


"მადლობა ბიჭებს!


მადლობა მაყურებელს!


მაყურებელს, რომელმაც შეიძლება ბოლო 5, 10 ლარი გაიმეტა ბილეთში გადასახდელად. მაყურებელს, რომელიც თამაშის დამთავრების მერეც ტრიბუნებზე იდგა გაუნძრევლად და მადლობას უხდიდა საყვარელ ნაკრებს


ერთადერთი, რაც გამოუსწორებლად ბანძი იყო დღესაც – სასმელების დახლები. ზაფხულშუ, 60000 ადამიანს რომ ელოდები, არ შეიძლება მეტი ადამიანი ყიდდეს მეტ ცივ სასმელს? რატომ უნდა გიწევდეს 25 წუთი დგომა რიგში?! რა ბიზნესია ეს?! თან 300 გრამ წყალს 3 ლარად რომ ყიდი?!" - ვკითხულობთ ნიკა ქავთარაძის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, უეფას ერთა ლიგის 2022/2023 სეზონის მეოთხე ტურის მატჩი "დინამო არენაზე" საქართველოსა და ბულგარეთს შორის ფრედ - 0:0 დასრულდა. საქართველოს ნაკრები ოთხი ტურის შემდეგ ჯგუფურ სატურნირო ცხრილში 10 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზეა ჩრდილოეთ მაკედონია (7 ქულა), შემდეგ მოდის ბულგარეთი (3) და გიბრალტარი (1). ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დარჩენილ ორ მატჩს საქართველოს ნაკრები სექტემბერში გამართავს.




0
641
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
641