x
მეტი
  • 29.11.2022
  • სტატია:123964
  • ვიდეო:355480
  • სურათი:496537
"საშინლად უსამართლო ქვეყანა შემოგვაშენეს ბიძინებმა"-რა ინფორმაციას ავრცლებს ნიკა ქავთარაძე
image

ტელესახე ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ მალე „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში იუმორისტული გადაცემები აღარ გავა და ამ ყველაფერს ამჟამინდელ ხელისუფლებას და "ბიძინისტებს" აბრალებს.


"20+ წელი რომ აკეთებ საქმეს. ამ წლების განმავლობაში სულ უმაღლეს რეიტინგს წერ. ამ წლების განმავლობაში, შენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის საყვარელი ვარსკვლავი ხარ. და უცებ ქვეყანაში იცვლება ხელისუფლება, რომელიც 10 წლის განმავლობაში უწყვეტად გებრძვის, გართმევს ტრიბუნას, გისპობს შემოსავლებს, ტროლ-ბოტების არმიით ცდილობს დისკრედიტაციას. გაიქცევი - მოგსდევს, უნდა ბოლომდე მოგსპოს. შენც სადღაც გითავდება რესურსი და აგებ…


დღეს გავიგე, რომ მთავარის იუმორისტული პროექტები იხურება და ეს უნიჭიერესი ხალხიც უსამსახუროდ რჩება. შეიძლება ინდივიდუალურად ყველა სადღაც წავიდეს, მაგრამ გუნდი ხომ აუცილებლად დაიშლება. საშინლად უსამართლო ქვეყანა შემოგვაშენეს ბიძინებმა.



Óttarr Lomtadze თამარ ლეკვეიშვილი Zorba Zorbadze Teimurazi Pataridze Tatia Suluashvili ყველას ვერც გთაგავთ - ყურები არ ჩამოყაროთ, გული არ გაიტეხოთ, ერთმანეთზე უარი არ თქვათ, იპოვნეთ საკუთარ თავებში ძალა, რომ საყვარელი საქმე აკეთოთ.


ზუსტად ვიცი, რომ ახლა ძალიან ნერვიულობთ - ოჯახები, ვალდებულებები, უამრავი მოსაგვარებელი პრობლემა გაყრიათ თავზე. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ კიდევ ერთხელ დაიწყოთ ნულიდან და სულ მალე სასწაულები შეძლოთ! რა სიგიჟეა, რომ თქვენი პროფესიის ადამიანებს მტრები გყავთ, ამიტომ ყველაფერი გააკეთეთ ამ მტრების იმედების გასაცრუებლად!


შექმენით საკუთარი ტელევიზია, რადიო, იუთუბ-არხი, გაზეთი, ჟურნალი და აკეთეთ თქვენი საყვარელი საქმე. ასიათასობით ადამიანს უყვარხართ და წლებია ელოდებიან თქვენს გამოჩენას ეკრანზე, თქვენს ხუმრობებს, სიმღერებს, სკეტჩებს, გადაცემებს.


მეც გადამიტანია იგივე, არა ერთხელ, მაგრამ თქვენ მარტო არ ხართ, თქვენ ხართ დიდი გუნდი, რომელმაც უამრავ რამეს გაუძელით. ადრე თუ გვიან ეს ქვეყანა გახდება თავისუფალი, დემოკრატიული, ნიჭიერი და პროფესიონალი ადამიანების დამფასებელი! ხოდა, აბა თქვენ იცით, არც ერთი ნაბიჯი უკან! წინ და მხოლოდ წინ! თქვენი მეგობარი და თანამოაზრე, გულშემატკივარი და მხარდამჭერი" - წერს ნიკა ქავთარაძე.

3
249
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
249
  
პაატა გულიაშვილი არ გაუშვეს ტელევიზიიდან,რატო თელავში აქციაზე იყო და საკუთარი აზრი გამოთქვა ერეკლე მეორის შესახებ და დააფარა ბერძენიშვილს,რატომ დუმს ნიკა ვახტანგიჩი? თუ იგივე ფორმულა ჯგუფმა და დევდარიანმა არ თქვა უარი მსახიობებზე,რომლებიც რუსთავი ორში დარჩა და არ გაყვა გვარამიას,არც ამაზე უთქვამს რამე ნიკას. პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები მარტო მთავრობის ჩანს ამის ოთხი თვალით და აშკარად,თმა ჭკუის გამო არ გასცვენია,უბრახუნებდნენ ალბათ. ყველაფერი გამიგია,მაგრამ ამ ქვეყანაში ხალხი სულელები რატომ გონიათ? შეიძლება იმიტომ,რომ ესენი ისევ თავისუფლად დააბიჯებენ ქუჩებში და თან მოძალადეებს ეძახიან ამ ხალხს,რომ არ ურტყავენ თავპირში თურმე მოძალადები ყოფილან. თან ამბობენ,რომ დემოკრატია არ გვაქვსო და კანონი არ კანონობსო,ეს რო ესე არ იყოს მთელი ნაც სექტა დიდიხნის გაწყვეტილები იქნებოდნენ და ესენი ყოველდღე ნაცემები. მერაბიშვილის გვერდზე დგას ეს ქავთარაძე აქციაზე და ჩუნგაჩანგა კორკოტას ეძახის მოძალადეს,ვინს მერაბიშვილთან შედარებით დედა ტერეზაა.
ეს ნიკა ხომ იუმორისტი გგონიათ,როცა გირჩის წევრია,უფრო სწორად გირჩი-მეტი თავისფულების მხარდამჭერია,რაღაც გადაცემაც აქვს იუთუბზე და რაღაცეებს ცდილობს. ახალი ტრენდია ეხლა,იუმორისტები პოლიტიკაში და ესეც ყვება ახალ მოდას.ყველაზე ღადაობა ის არის,რომ ახალი ნიკაშოუ გააკეთა და რეიტინგი ვერ დადო,ხოდა მიუხურეს გადაცემა კეზერაშვილის მეორე არხზე. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს აზრი ნებისმიერ საკითხზე,იმაზეც რაც არ იცის,მაგრამ როცა მიტმასნილი ხარ პარტიებს და წერ ესეთებს,მაშინ პოლიტიკურად მოტივირებულია და სირცხვილია.

უსამართლოდ ვისაც ექცეოდნენ ამ სფეროში იყვნენ "კაცების" წამყვანებს,სადაც წავიდნენ ყველგან დაუხურეს გადაცემა,მაგრამ ბიჭები ერთად დარჩნენ და იუთუბზე გააკეთეს გადაცემა,რეიტინგი დადეს,სპონსორები ააგდეს და პირველ არხზე არიან მშვენივრად. არ მახსენდება,რომ ნიკას გამოეთქვას პრეტენზიები მთავრობაზე,რა მიშას მთავრობამ არ მიუხურა გადაცემა იმედზე,თუ გიორგი არველაძე არ იყო ნაციონალი? არცერთი არ გამოსულა და არ დაუბრეხებია ესეთი მარაზმი,სხვა გზა ნახეს და იქ განაგრძეს თავისი საქმის კეთება. თან საკმაოდ ხარისხიან იუმორს დებენ და საკმაოდ კარგი რეიტინგი აქვთ.
მოიცა,მთავარი არხი იუმორისტულ გადაცემებს ხურავს და მთავრობა რა შუაშია? გავიგე,რომ არ მოგწონთ ეს მთავრობა,იდეაში არც უნდა მოსწონდეს ადამიანს მთავრობა,მარა რასაც ახლა ნიკა წერს არის უკიდეგანო იდიოტიზმი.გვარამია თუ დაიჭირეს,რა შუაშია გადაცემები? კეზერაშვილი არ აფინანსებს ამ ტელევიზიას მოპარული ფულით? ჯერ როგორი მარაზმია,კაცი გაქცეულია და ედავებიან ფულის მოპარვას,ხოლო ეს კაცი რაღაც არხებით აფინანსებს რაღაცებს,ხოდა ამ "პროფესიონალ" იუმორისტებს არ უტყდებოდათ მოპარული ფულის ჯიბეში გაქნევა? ყველას ოჯახები ყავთ,ვალდებულებები და ათასი პრობლემა აქვს ყველას ამ ქვეყანაში,მაგრამ ადამიანებს თავმოყვარეობა ყოფნით და მოპარული ფულით არ ცდილობენ ცხოვრების მოწყობას. აგერ აბრამოვიჩი წლები იყო პუტინის ძმაკაცი,რის გამოც დაისაჯა კიდეც,მაგრამ არ დაუწუწუნია,სანქციები რატომ შემეხოო. მაგ ბანდაში რო იყვნენ,ხომ იცოდნენ რო ადრე თუ გვიან დაერხეოდათ? თან რა გადაცემები ქონდათ,როცა მიზანმიმართულად ხდებოდა ნაცების ოპონენტების გაშავება. ამიკო ჩოხარაძის და ლევან გოგორელიანის ინტერვიუ მაინც ნახეთ,რას და რატო ავალებდნენ,მერე მიხვდებით რასაც ვიძახი. ასეა რა,რასაც აკეთებდნენ ის მოიმკეს,თან იუმორისტი ვიცი ცირკში და არა პოლიტიკაში,ზოგს ზელენსკებოა რო უნდა ეგეც მაგარი ღადაობა თემაა
0 1 3