x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134421
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
"ცოტა შიშმა შემიპრყო, მართლა ტრიკოს ამარა დარჩნენ" - ვისზე საუბრობს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ხელისუფლების მხრიდან, ბოლო დღეების განმავლობაში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:


"ამ ჩვენს ხელისუფლებას რომ ვუსმენ, რა განცხადებებს აკეთებენ, ცოტა შიშმა შემიპრყო, ბოლოს იმ რუსებივით არ მოგვივიდეს, არაფერი უცხოური არ გვინდა, არც ტანსაცმელი, არც ვიზები, არც ტელეფონებიო და ლამის მართლა რუსული ტრიკოს ამარა დარჩნენ ????. სადღაც მაქეთ მიგვათრევენ აშკარად, ბოლოს გორის ციხიდან ერთად გადმოგვაყრევინებენ ტელეფონებსაც და რადიოში, 2040 წელს ისევ ხუნდაძე ილაპარაკებს და დაგმობს ევროპას" - ვკითხულობთ ტელეწამყვანის პოსტში.


ცნობისთვის, გუშინ, "ქართული ოცნების" წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა რომ თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, მაშინ ქვეყანამ მასზე საერთოდ უარი უნდა განაცხადოს:


"ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჯერ არ გვინახავს. სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ!..


გუშინდელი დღე არ იყო დემოკრატიის და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების დემონსტრირება. პირიქით, გვქონდა განცდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა კვლავ საფრთხის ქვეშ დადგა.


რა განსხვავებაა ჩვენთვის, ვინ იქნება მბრძანებელი, თუკი კვლავ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მოგვიწევს?! დიახ, სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა და მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანის უარყოფა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაა...


რაც შეეხება ევროკავშირის მოახლოებულ გადაწყვეტილებას, თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას", - განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.






0
646
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
646