x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"თსუ-ს სტუდენტები ხართ სამარცხვინოები" - რას საუბრობს დომენიკ მანგო ?

image


მოგეხსენებათ, გუშინ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში დაპირისპირება მოხდა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის თანამშრომლებს შორის.


დომენიკ მანგო მისი "ფეისბუქ" გვერდის საშუალებით ავრცელებს ვიდეომიმართვას, სადაც საუბრობს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან დაკავშირებით და მისი თქმით, ისინი ყველანაირ ზღვარს გასცდნენ.


"თესეუს სტუდენტები ხართ სამარცხვინოები და ნიჰილიზმს აჩენთ ქვეყანაში! შექმენით თქვენი საკუთარი კომუნა და იქ დაერიეთ ერთმანეთს!


ამ სტუდენტდებს ვინც ეუბნება, რომ კარგ რამეს აკეთებენ ძალადობრივი გზით, ისინიც მათი მტრები არიან. ხალხნო, სირცხვილია.



თქვენ, სტუდენტები, საზოგადოებისთვის მაგალითი და როგორც ილია ამბობდა, ქვეყნის მედროშეები უნდა იყოთ.


გამოდიხართ და მთელს ქვეყანას აყურებინებთ იმას, თუ როგორ ვერ განვითარდით.


ვერა და ვერ შემოაღწია განვითარებამ ჩვენს ქვეყანაში. ნიჰილიზმი მოგაქვთ. ცივილიზებულ ქვეყნებში საკითხები ასე არ წყდება!


აზრით უნდა ვისწავლოთ ბრძოლა და არა - მუშტით!"- ამბობს დომენიკ მანგო ვიდეომიმართვისას.







0
227
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0