x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"დღეს სტუდენტებმა რეალობის განცდა დაკარგეს და გადავიდნენ მორალურ ზღვარს"(ვიდეო)-ნატა ასათიანი
image

"რაც არ უნდა სამართლიანი იყოს მოთხოვნები (თუმცა ჩემი პოზიცია ამ უსამართლობაზე ერთ-ერთმა პირველმა ადრე საჯაროდ უკვე დავაფიქსირე), ამ ფორმით ასაკოვანი ადამიანების, ჩვენი პროფესორების ფიზიკური შეურაცხყოფა და ამგვარად "მიზნის" მიღწევა ამორალური და დაუშვებელია.


დღეს სტუდენტებმა რეალობის განცდა დაკარგეს და გადავიდნენ მორალურ ზღვარს.


ბევრი სტუდენტური პროტესტი მახსოვს და მაშინ სოლიდარული ვიყავი მათი. სამართლიანი და მართლაც შესრულებადი მოთხოვნები კი პოლიციისა და ხელკეტების ძალით იხშობოდა. დღეს სხვა ვითარებაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სამართალდამცავებსა და სტუდენტებს შორის შეხება თავიდან ავიცილოთ. იმედი მაქვს ყველა დაფიქრდება თავის საქციელზე და მალე გამოიტანს დასკვნებს.



ჩემი დიდი პატივისცემა პროფესორ რამაზ ხომერიკს, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს და დაცვის ოთხ თანამშრომელს, რომლებიც საავადმყოფოში გადავიყვანეთ " - წერს სოციალურ ქსელში ნატა ასათიანი, ფსიქოლოგი და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი.

როგორც ცნობილია თსუ-ში 2 მაისიდან აუდიტორიული სწავლება განახლდა, რასაც სტუდენტების პროტესტი მოჰყვა. ისინი ითხოვდნენ, რომ მიმდინარე სემესტრი ჰიბრიდულ ფორმატში გაგრძელებულიყო. სტუდენტებმა აქციებიც გამართეს. ისინი ამბობდნენ, რომ ბინების ფასმა მოიმატა და მცირე დროში ქირაობას ვერ ახერხებდნენ.


სტუდენტების მოთხოვნები ასეთი იყო:


გადადგეს რექტორი და შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი!


დაუყოვნებლივ ჩატარდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტის სრული აუდიტი!


აშენდეს საერთო საცხოვრებელი!


შეიცვალოს ამ სემესტრის ფინალური გამოცდების ჩატარების ფორმატი!


თსუ-ს პრესსამსახურისცნობით, საგამოცდო პროცესში სტუდენტთა მხარდასაჭერად რამდენიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული:


გაიხსნა რეგიონული საგამოცდო ცენტრები ახალციხესა და ქუთაისში, სადაც მხოლოდ 160 სტუდენტი დარეგისტრირდა; საერთო საცხოვრებლები საგამოცდო პერიოდში გახდა უფასო;


თუ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, რომელიმე სტუდენტი ობიექტური გარემოებების გამო ვერ მოახერხებს საგამოცდო პროცესში ჩართვას, თითოეული ეს შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად შესაბამისი ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ.


გუშინ სტუდენტთა პროტესტმა ძალადობრივი ფორმა მიიღო ინფორმაციით სტუდენტებმა ფიზიკური ზეწოლით რექტორატი დაიკავეს, რის შედეგადაც არიან დაშავებულები -თსუ-ს 4 თანამა, შრომელი კლინიკაში გადაიყვანეს.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ემიჯნება ასეთ ძალადობრივ ქმედებებს და მოუწოდებს ახალგაზრდებს, დატოვონ რექტორატი და დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ დიალოგსა და სასწავლო პროცესს. სტუდენტების ამ ჯგუფთან არაერთი შეხვედრა გამართა რექტორმა, რექტორის მოადგილემ, კანცლერმა, ფაკულტეტებისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტების წარმომადგენლებმა, " - ნათქვამია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

2
201
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
201
  
2022, 21 ივნისი, 5:01
ჩემი მხარდაჭერა სტუდენტებს,აპროტესტებენ ისე როგორც შეუძლიათ და საშუალება აქვთ. სრული ბარდაგია სახელმწიფო უნივერსიტეტებში და უფრო ადრე უნდა გამოეხატათ სტუდენტებს პროტესტი. არც ის იქნებოდა ურიგო,ფანჯრებიდან გადმოკიდებინათ ადმინისტრაცია და ეს ხომერიკი.

რაც შეეხება ამ ქალბატონს,არ მახსენდება მისი მხარდაჭერა 2013 წლის მარტში,შეილება აკრედიტაციის ცენტრში მუშაობდა ან მათ კმაყოფაზე არის ეხლაც. საინტერესოა,რა ფაქტებზე დაყრდნობით გააუქმეს აკრეტიდატია/ავტორიზაცია მაშინ?! ლექტორების საჩივარი დავაკმაყოფილეთო ეგრე გვითხრა მარგველამ და ნაცები გვიწოდა,ხოდა აგერ გამოჩნდა ვინ აღმოჩნდა ნაცი,ჩვენ თუ მარგველა. რაც შეეხება ჩვენს ლექტორებს,წინა საუკუნეში ჩარჩენილი ადამიანები,როგორც ფიზიკურად ისე განათელების მხრივ. თუ წიგნს არ იყიდდი ისე ქულებს არ გიწერდა ლექტორი,რაც არ გინდა ცოდნა გქონოდა. შეგიძლიათ გადაამოწმოთ,ესეთი ლექტორი იყო ძველ სასოფლოში სახელად გიზო ჩიბურდანიძე,პირველივე ლექციაზე "კასტუმისკენ"მიგვითითა,რა თანხაც დამხვდება ისეთ ქულას დაგიწერთო მოგვახსენა,შეფასება 100 ქულიანი სისტემით ხდებოდა. ბევრი სტიპენდიანტი ყავდა უნივერსიტეტს,ზოგი პრეზიდენტის სტიპენდიას იღებდა,მაგარი ბიზნესი ქონდა აწყობილი. საოცრება ის არის,რომ ბენდუქიძის მოსვლის და ნორმალურ სასწავლო პროცესზე გადასვლის შემდეგ,ეს ე.წ. სტიპენდიანტების უმეტესობა გაირიცხა ცუდი მოსწრების გამო. ლექტორებზეც გეტყვით,მათაც ჩაუტარდათ ტესტირება,ჩვენი ფაკულტეტის ერთმა ლექტორმა ჩააბარა მხოლოდ. არავინ გაუყრიათ უმიზეზოდ,ცოდნა არ ქონდათ და არც არავინს გააჩერა.
2022, 11 ივნისი, 21:19
расстрелять на хуй
0 1 2