x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გოგონა, რომელიც იშვიათი დაავადების გამო ვერ იღიმება, მოდელი გახდა (+ვიდეო)

image


თეილა კლემენტმა ბევრი რამ გადაიტანა იმისთვის, მშვიდად რომ ჩაეხედა სარკეში და თავის თავი მიეღო ისეთი, როგორიც არის.

თუ ადამიანი ისე არ გამოიყურება, როგორც გარშემომყოფნი, ცხოვრებაში მას ბევრი სერიოზული გამოცდა ელოდება. ასე მოხდა ახალ ზელანდიელი გოგონას შემთხვევაში, რომელიც არასოდეს იღიმება. მას იშვიათი დაავადება აქვს, რომელმაც ბევრი სატანჯველი მოუტანა, როგორც ფიზიკური, ისე მორალური.

გოგონა, რომელიც ვერ იღიმება

ახალი ზელანდიელი, 24 წლის თეილა კლემენტი, მებიუსის სინდრომით დაიბადა. მას არ შეუძლია პირის კუთხეების აწევა, წარბების შეჭმუხვნა და ზედა ტუჩის ამოძრავება.


image


მებიუსის სინდრომი-იშვიათი თანდაყოლილი ანომალია, რომლისთვისაც დამახასიათებელია სახის მიმიკის არარსებობა. პათოლოგია ხასიათდება სახის ნერვის პარალიზებით. ძირითადი კლინიკური გამოვლინებებია: ენის ატროფია, სიელმე, მოძრაობის შეზღუდვა და სხვადასხვა ნევროლოგიური სიმპტომატიკა.

ითვლება, რომ მებიუსის სინდრომით დაავადებულია 500 000 ადამიანიადან 1 ადამიანი. ამ იშვიათი დაავადების წარმოშობის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. აღნიშნული დაავადების მქონე ადამიანების ცხოვრება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული: ჯანმრთელობის პრობლემების გარდა, ისინი საზოგადოებისგან მიუღებლობას და გარიყულობას აწყდებიან.

სახის უჩვეულო, ყოველთვის ნაღვლიანი გამომეტყველების გამო თეილას სკოლაში მასხარად იგდებდნენ.


image

image


როცა წამოიზარდა, მის ემოციურ პრობლემებს ფიზიკური პრობლემებიც დაემატა–11 წლისამ ურთულესი ოპერაცია გადაიტანა იმ იმედით, რომ შემდგომში ბოლოს და ბოლოს შესძლებდა სახის კუნთების ამოძრავებას. მაგრამ ოპერაციულმა ჩარევამ შედეგი არ გამოიღო.

–"მე ისე საშინლად გამოვიყურებოდი, მშობლები და ექთნები, ოპერაციიდან ორი კვირის განმავლობაში სარკეში ჩახედვის უფლებას არ მაძლევდნენ"–ჰყვება თეილა, –მეგონა, რომ ქირურგიული ჩარევა გადაწყვეტდა ჩემს ყველა პრობლემას, მაგრამ ეს არ მოხდა".

როცა აშკარა გახდა, რომ ოპერაციის შემდეგ ნერვებმა აღდგენა ვერ დაიწყო, თეილამ თავის მოკვლა სცადა: მას ხუთჯერ ჰქონდა ამის მცდელობა. 17 წლისას დისოციაციური აშლილობები დაეწყო, რის გამოც 10-ჯერ კრუნჩხვითი გულყრა დაემართა.

დისოციაციური აშლილობით დაავადებული პაციენტი უნებლიედ და არაჯანსაღად გაურბის რეალობას. დაავადებულ ადამიანს არ შეუძლია ფიქრების ნორმალურად გადაბმა, აქვს პრობლემები მეხსიერებასთან, გარემოსთან, ქცევასთან და იდენტურობასთან.

საქმეს ართულებდა ღრმა დეპრესიაც. თუმცა ამდენი სირთულეების მიუხედავად, თეილა კლემენტმა შესძლო მოზარდობის ასაკის კომპლექსების გადალახვა, შესძლო შეეყვარა თავისი გარეგნობა და ეამაყა კიდეც თავისი განსხვავებულობით. მეტიც, თეილამ კონტრაქტი გააფორმა საერთაშორისო სამოდელო სააგენტოსთან Zebedee და გახდა პოპულარული. მას სოცქსელებში თავისი გვერდი აქვს, სახელწოდებით "გოგონა, რომელმაც გაღიმება არ იცის".



image

image

image






გაეცანით სხვა სტატიებს:







მეცნიერებმა ონკოლოგიური დაავადების საწინააღმდეგო ახალი საშუალების აპრობაცია დაიწყეს

image


გარანტია ათასი წელი: უძველესი მაიას ტომის სტომატოლოგიის დონით მეცნიერები გაოცებული არიან

image


როგორ გამოიყურება დღეს კრისტინა, რომელმაც საშინელი ავადმყოფობა დაამარცხა


image


რატომ იღუპებოდა 1865 წლამდე ბევრი პაციენტი წარმატებული ქირურგიული ოპერაციების შემდეგ

image


რა მეთოდებს იყენებდნენ შორეულ წარსულში არასასურველი ფეხმძიმობისგან თავის დასაცავად

image


წარსულის უცნაური და სასაცილო სამედიცინო პროცედურები

image


მან გადაწყვიტა არასოდეს გაეღიმა, რათა მუდამ ახალგაზრდა დარჩენილიყო

image


ტაილანდელმა ბერმა თვითნაკეთი გილიოტინით, მიმდევრების თვალწინ, თავი მოიკვეთა

image


პლასტიკური ქირურგიის პირველი პაციენტები

image


გაეცანით ადამიანის სხეულის თავისებურებებს და დაადგინეთ, ხართ თუ არა უნიკალური

image






0
164
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0