x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
პირველი "ში@ველი" სკანდალი კანის კინოფესტივალზე - დღეს, ეს ნორმად ჩაითვლებოდა!

image


ეს ისტორია დღეს უკვე მაქსიმუმ ირონიულ ღიმილს გამოიწვევდა, მაგრამ 70 წლის წინ, კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მომხდარმა ამ ინციდენტმა სერიოზული სკანდალი გამოიწვია. საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, პრესტიჟული, კანის კინოფესტივალი, ბოლო წლების განმავლობაში წითელი ხალიჩის ვარსკვლავური "ლუქებით" ყველაზე თამამი ფანტაზიის მქონე ადამიანსაც კი აღარ აოცებს. აბა, "შიშველი" კაბით, ზედმეტად მაღალი ჭრილით, ღრმა დეკოლტით ან საცვლების გარეშე ცნობილი სელებრითების პოზირებით აწი ვისღა გააკვირვებთ?


image


თუმცა ასე ყოველთვის არ იყო.... ზუსტად 68 წლის წინ, 1954 წელს, ნაკლებად ცნობილმა და ნაკლებპერსპექტიულმა მსახიობმა სიმონა სილვამ ჟურნალისტების გართობა გადაწყვიტა და მსახიობ, რობერტ მიტჩემთან ერთად მომავალი საფესტივალო ღია ბარათებისთვის საჯარო ფოტოსესიის მოწყობა გადაწყვიტა.


image


გადაღება სანაპიროზე დაიგეგმა. მსახიობი დათქმულ ადგილზე მოკლე ქვედაბოლოთი გამოცხადდა, რითიც საზოგადოება პირველივე გამოჩენისთანავე შოკში ჩააგდო, ვინაიდან ეგვიპტური წარმოშობის ფრანგი კინომსახიობის ჩაცმულობა იმ დროისთვის ერთობ პროვოკაციული იყო.


image


მაგრამ სიმონა კიდევ უფრო შორს წავიდა, გადაღების დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ყველასთვის მოულოდნელად წელს ზემოთ სრულიად გაშიშვლდა და კამერების წინ მთელი თავისი "ბრწყინვალებით" წარსდგა. მსახიობების გარშემო ადამიანებმა შეკრება უმალვე დაიწყეს, რამდენიმე წუთში ფოტოსესიის ადილზე თვითმხილველთა ტევა არ იყო. ამბობენ, რომ ინციდენტიც კი მოხდა - რამდენიმე ბიჭმა ფეხი მოიტეხა, ზოგიერთი კი წყალში კინაღამ დაიხრჩო.

image


მეორე დილით კანის კინოფესტივალის ხელმძღვანელობას ხელთ მსახიობის წელს ზემოთ შიშველი ფოტოები ჩაუვარდა, რასაც საშინელი სკანდალი მოჰყვა. სილვას საქციელს აღმაშფოთებელი უწოდეს, ამიტომ მას რობერტ მიტჩემთან ერთად ლაჟვარდოვანი სანაპიროს დაუყონებლივ დატოვება მოსთოვეს.


image


აღნიშნული ინციდენტის შემდეგ სიმონა სილვასთან თანამშრომლობა არც ერთ სახელოვან რეჟისორს აღარ სურდა. ზუსტად 3 წლის შემდეგ, 1957 წლის 30 ნოემბერს 29 წლის ასაკში მსახიობი საკუთარ ბინაში, ინსულტით გარდაიცვალა. ერთი მხრივ, სიმონა სილვა საზოგადოებრივი მორალის ერთ-ერთ ბოლო მსხვერპლად იქცა, რომელიც მსახიობებს სიშიშვლისთვის კიცხავს, თუმცა მეორე მხრივ მას წილად მარადიული დიდება ხვდა, მაგრამ არც ისეთი მასშტაბის როგორც ამას სავარაუდოდ, თავადაც ისურვებდა.




0
603
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
603