x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
15 სახალისო კომიქსი, სიტყვების გარეშე

მოკლე იუმორისტული ილუსტრაციები, ალბათ ყველაზე სწრაფი და მარტივი საშუალებაა, ყოველდღიური ცხოვრებიდან ყურადღების გადასატანად. ჩილელი მხატვარი კარლო ფერდონი (Karlo Ferdon) ამ საქმის ნამდვილი პროფესიონალია და ყოველ ჯერზე, მსგავსი ტიპის ახალ–ახალ კომიქსებს აქვეყნებს, რომ ადამიანებში დადებითი ემოციები გამოიწვიოს.


imageimageimageკარლო თავის ილუსტრაციებში არ იყენებს სიტყვებს და ყველაფერს ნახატებით გადმოსცემს. თავის წარმოსახვით სამყაროში, მხატვარი ადამიანებს, ცხოველებს და საგნებსაც კი, მეტად სახალისო და მახვილგონივრულ სიტუაციაში ათავსებს და ამ სურათების ნახვა ღიმილის გარეშე, უბრალოდ შეუძლებელია.


imageimageimageმხატვარი აღიარებს, რომ კომიქსებში, მოკლე და სწორხაზოვანი იუმორი მოსწონს. ასეთი მიდგომა, სოციალურ ქსელებში უამრავ ადამიანს იზიდავს და მისი ხელოვნების თაყვანისმცემელთა წრე ყოველდღიურად იზრდება. ზოგიერთი ილუსტრაცია კი, "ვირუსულიც" კი ხდება. როგორც კომიქსების ავტორი ამბობს, იუმორს სიტყვების გარეშე, ბევრი უპირატესობა აქვს, რადგან მას ასე პოპულარობის მოხვეჭა უფრო უმარტივდება, რადგან ენობრივი ბარიერი, როგორც ასეთ, არ არსებობს.

imageimageimageimageკარლოს ხატვა ბავშვობიდან უყვარდა. ის ხშირად ხატავდა მულტიპლიკაციური ფილმების გმირებს, ხოლო შემდეგ, საკუთარი პერსონაჟებიც გამოიგონა. ხატვის სიყვარულმა, მას პროფესიაც შეარჩევინა და დღეს ფიქრობს, რომ სწორი არჩევანი გააკეთა. ის ამჟამად გრაფიკულ დიზაინერად მუშაობს და როგორც თავად ამბობს, ცხოვრებით ტკბება.imageimageimageimageimage

არხის სხვა სიახლეები:


* ბავშვს უყიდა, მაგრამ თვითონ გააფერადა...

* მამაკაცმა საკუთარი სარდაფის კედელი დაანგრია და უძველესი მიწისქვეშა ქალაქი აღმოაჩინა

* ნაცისტების ყველაზე შემზარავი 5 დანაშაული

* "ახალი ადამიანები" – ტრანსგენდერები "გარდასახვამდე" და მას შემდეგ

* არც ინტერნეტი, არც სოციალური ქსელები, მაგრამ მაინც ერთობოდნენ... (22 ფოტო)

* მსოფლიო სილამაზე და საოცრებები, რომლის ნახვა ნამდვილად ღირს

* შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოთ, მაგრამ სრული ჭეშმარიტებაა



0
598
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
598
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0